რატომ იზრდება ნელა ეკონომიკა?..
20-05-2013
რატომ იზრდება ნელა ეკონომიკა?..
ფინანსთა მინისტრს წლეულს კვლავ 6%-იანი ზრდის იმედი აქვს

ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს აპრილის წინასწარი მონაცემები და ბოლო თვეების მონაცემების ერთობლიობა არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის 6%-იან მაჩვენებელზე გავალთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სებ-ის ინფლაციის ანგარიში,
აგრეთვე რამდენიმე დღეში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მათთან ერთადაც გადაიხედება.

ცნობილი გახდა, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-
დან 3%-მდე შეამცირა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებას ფინანსთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში საგანგაშო არაფერია. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირება მაინც დამაფიქრებელი ტენდენციაა:

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" დირექტორი):
"ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში შემცირებულია და ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი ის, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდია და მსხვილი ბიზნესი ვერ არის ისე აქტიური, რომ საინვესტიციო აქტივობას ხელი შეუწყოს. რასაკვირველია, ადგილობრივ ინვესტიციებს ვგულისხმობ, თორემ უცხოური ინვესტორების მხრიდან მსხვილი ფინანსური ნაკადები ამ პერიოდში არც შემოსულა. ბოლო თვეების მონაცემებს თუ გადავხედავთ, საგულისხმო დინამიკას დავინახავთ: წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ 2,9%-მდე გაიზარდა შარშანდელ იმავე დროსთან შედარებით, ხოლო თებერვალში 2,1%-მდე, მარტში კი 0,2%-მდე შემცირდა, რაც საკმაოდ არასასურველი ტენდენციაა იმიტომ, რომ იანვარი ყველაზე პასიური თვეა და იანვრის შემდეგ კლების პროცენტი აღირიცხა. ბუნებრივია, სწორედ ეს გახდა საფუძველი ეროვნული ბანკის განცხადებისა და იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი EBღD-მაც შეამცირა. ალბათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იმავეს გააკეთებს.

ძირითადი მიზეზი ინვესტიციების ნაკლებობაა, რადგან საქართველოს ეკონომიკა, პირველ რიგში, ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ეკონომიკური ზრდის მთავარი წყაროც ინვესტიციებია. როგორც აღვნიშნე, უცხოური ინვესტიციების წილი ქართულ ეკონომიკაში ჯერჯერობით ძალიან მცირეა, მაგრამ შემცირებულია შიდა ინვესტიციები - ვგულისხმობ ადგილობრივი მსხვილი ბიზნესის აქტიურობას, რომელიც ჯერ კიდევ მოლოდინშია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ ქონებრივი საკითხები დგას წინა პლანზე, ამასთანავე, ის რეგულაციების გამკაცრების მოლოდინშია. თან რუსული ბაზრის გახსნის თემაც ჯერჯერობით აქტუალური არ არის. მიზეზია ისიც, რომ აღარ ხორციელდება მსხვილი სახელმწიფო პროექტები, რომლებიც წინა წლებში ჩვენს ეკონომიკაში საგრძნობ როლს თამაშობდა. ეს ყველაფერი კი ქმნის სურათს, რომელიც დღეს გვაქვს.

მთავარია ერთი რამ: დარჩენილ სამ კვარტალში, სულ მცირე, 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვექნეს, რათა მიზნობრივ მაჩვენებელზე გავიდეთ და ეს მიზნობრივი ზრდა არის წლიური 6%, რომელიც მთავრობამ დაგეგმა. სხვა შემთხვევაში აუცილებლად გახდება საჭირო წლიური ზრდის ტემპის კორექტირება.

აუცილებლად უნდა მიეცეს სტიმული ეკონომიკური ზრდის კომპონენტს და დროულად შეიქმნას საინვესტიციო ფონდი, რომლის ამოქმედებაც უკვე დაანონსებულია და 1-მილიარდიანი რესურსი ეკონომიკაში ჩაიდოს. ფაქტია, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება, უფრო დაჩქარებულ და აქტიურ ქმედებებს მოითხოვს. აგვიანდება რუსული ბაზრის გახსნას, რომელმაც, შეიძლება, გაზარდოს ექსპორტი და წვლილი შეიტანოს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაში. რამ შეიძლება ეკონომიკა წინ წასწიოს? - ტურისტულმა ნაკადმა, რომელიც საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი არსებობს და მეორე - მთავრობის აქტიურმა, მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა. მოგეხსენებათ, პოლიტიკური გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით კი საინვესტიციო გარემოზე და ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ".

ზურაბ ტყემალაძე (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე): "ეს შემცირება ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - მით უმეტეს, თუ შევადარებთ გასული წლების მაჩვენებლებს. რაც მთავარია, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, განსაკუთრებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უფრო აქტიურ ფაზაში გადავა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. თანაც, თუ ადრე ყველაფერი, გარკვეულწილად, მოჩვენებითი იყო და შეიძლებოდა ისეთი საქმე გაკეთებულიყო, რითაც ქვეყნის ეკონომიკას არანაირი სარგებელი არ ჰქონოდა, წლეულს ასე აღარ იქნება. ჩვენი ვარაუდით, 2013 ნამდვილად იქნება წარმატებული ეკონომიკური წელი. სერიოზულ, ძირეულ ცვლილებებს დრო სჭირდება, მაგრამ წინსვლა აუცილებლად გვექნება და ამ წინსვლას ჩვენი მოსახლეობაც იგრძნობს. დამიჯერეთ, რომ ეს არ არის თვეების საქმე, ეს წლების საქმეა. შემაშფოთებელ პროგნოზებს უფრო ხშირად ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, ოპონენტები კი იმიტომ არსებობენ, რომ ილაპარაკონ, ზოგჯერ არასასურველი პროგნოზები და დასკვნები დადონ, მაგრამ დრო ყველაფერს განსჯის და დაგვანახვებს. შემიძლია დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება და EBRD-ის მიერ აღრიცხული 2%-იანი კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის საგანგაშო სულაც არ არის".

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შტანდარდ & Pოორ’ს-მაც წარმოადგინა ანგარიში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ეკონომიკის ზრდას სუსტი საინვესტიციო კლიმატი, კერძო სექტორისკენ მიმართული რეფორმის არარსებობა და კორუფციის მაღალი დონე აფერხებს. შ&P-ში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ საქართველოს აქვს დინამიკური არასანავთობო სექტორი, "რომელიც ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაშიც განაგრძობს", ოღონდ S&P-ის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2013 წლისთვის 3,5% იქნება.

ფინანსთა მინისტრი კი ამ ეტაპზე ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირებას არ გეგმავს. ნოდარ ხადურის განმარტებით, 6%-იანი ზრდა რეალურია, თუმცა პრობლემას სამომხმარებლო ფასების შემცირება ქმნის. "I კვარტალში მშპ-ის ზრდა, დაახლოებით, 2% იყო. ვიმედოვნებთ, მომავალ კვარტალებში ეს დაჩქარდება, მაგრამ გვაქვს დეფლაცია. ამიტომ ნომინალური მშპ დაგეგმილი მოცულობით ჯერ არ იზრდება", - ამბობს მინისტრი და იმედოვნებს, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად ამ პრობლემას მოაგვარებს.

ციფრების ენით

- "საქსტატის" წინასწარი ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, შარშანდელ 4 თვესთან შედარებით, 4%-ით შემცირდა და $3,006 მლრდ შეადგინა.
- უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იანვარ-აპრილში $1,435 მლრდ-ია, რაც მთელი სავაჭრო ბრუნვის 48%-ია.
- ფაქტობრივად, 100%-ით შესრულდა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო პარამეტრები. 2012 წელს მშპ-ის ზრდა 6,1% იყო და სულ 26,1 მლრდ ლარი შეადგინა, წინა წლის მაჩვენებელზე 1,8 მლრდ ლარით მეტი. დაგეგმილი იყო 3,5%-იანი ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა მან საბოლოოდ 2,9% შეადგინა.
- ფინანსთა მინისტრის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების არანაირი პრობლემა არ არის. ქართული ეკონომიკა კი მსოფლიოში 114-ე ადგილზეა.

ხათუნა ჩიგოგიძე
კახა
22 მაისი 2013 20:20
არა ძმაო რაზეა ბაზარი! მართალი ხარ. მთავარია გეების ზრდის მაჩვენებელი ვაკონტროლოთ, ეკონომიკა რა? ვაბშე რა ჩვენისთანა ვაჟკაცების საკადრისი საქმეა ეს მეშჩანობა? გრძელთმიანი ბიჭები და პატარა მკერდიანი გოგოები რამდენია გასალახი?! ეგ ეკონომიკა თავისით წავა წინ! ეგ ფული ხომ ხელის ჭუჭყია, სულერთია!
გიორგია
22 მაისი 2013 15:10
აბა რას წერ ძმაო ორივე საჭიროა, მესმის რომ გული გტკივა სიღარიბეზე მაგრამ ამ დღეებში აქტუალური არის ანტიპიდარასტიძმი და ვერ ხვდები რომ ამიტომ აქვს მეტი კომენტარები? სანამ სუსტად არიან მაშინ უნდა გააჩუმო ტორემ, მერე გვიანი იქნება.........!!!!
კახა
21 მაისი 2013 22:40
რა ნიშანდობლივია რომ მამათმავლებზე დადებულ 100 სტატიაზე თითოზე 300-300 კომენტარი დევს, აქ კი არც ერთი. თუმცა აბა რა? თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე ხომ 500 ქართველი გეი უფრო მეტ გავლენას ახდენს ვიდრე რაღაც სულელური მშპ-ს ზრდა! :)
ხალხო, ეს ყველა ჩვენზე აისახება ძალიან მალე! აი ამას უნდა მიხედოს მთავრობამ! რა დროს გეები და მათი დამრბევებია? ეკონომიკაში გაყინულია ყველაფერი. ყველა სახის პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია.
რას უშველის ამას საინვესტიციო ფონდი? რეებს ლაპარაკობს ეს ლექვინიძე? ალბათ ქადაგიძის მაგალითი გაითვალისწინა და უნდოდა რამე პოზიტიურ-ოპტიმისტური ეთქვა! ფონდში ჯერ მართვის სტრუქტურა არ ჩამოუყალიბებიათ! ახალი პროექტების დაწყება ვინმეს ადვილი ჰგონია? წელს ეგ ფონდი ვერაფერს დაქოქავს. კერძო ფულს კი ეშინია და გავლენ პროექტებიდან, ახალს არავინ ხელს არ მოკიდებს! :(
წელს ჩვენ 0% ზრდით თუ დავასრულეთ წელი, პირჯვარი გადავიწეროთ.
პ.ს. ტყემალაძის ეკონომიკური ანალიზი არსად დაგეკარგოთ! აზრი მაინც თუ გამოიტანეთ ვინმემ, რა თქვა? ეკონომიკის და ეკონ პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე! დდდ აი ეგეც კიდევ ერთი ანეგდოტი ბიძინასგან

რედაქტორის რჩევით