მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (მაისი, 2013) - კვირის პალიტრა

მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (მაისი, 2013)

"ეკოპალიტრა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" წარმოგიდგენთ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასების ბიზნესკვლევებს. მათი მიზანია, გამოავლინოს თბილისის უბნები, სადაც მეორადი ბინები (1 კვმ) ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ღირს.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" კვლევა 20 აპრილიდან 20 მაისამდე მოაწყო. დადგინდა საშუალო ფასი 1 კვმ-ზე 27 უბნისთვის, აგრეთვე, საშუალო ფასი დედაქალაქის მთელი ბაზრისთვის. თითოეულ უბანზე შეირჩა სამ-სამი ერთეული 1; 1,5; 2; 2,5; 3; 3,5 და 4-ოთახიანი ბინები. კვადრატურისა და ფასის საშუალებით მკვლევრებმა დაადგინეს, საშუალოდ რა ღირს თითოეული კატეგორიის ბინა ყოველ უბანში. ბოლოს გამოიყვანეს მითითებული საშუალო ფასი მთლიანად უბნებისთვის.

თბილისის უბნების ხუთეული, სადაც 1 კვმ-ზე ყველაზე მაღალი ფასი აღირიცხა, მაისში ასე გამოიყურება: 1. ვაკე, ბაგები; 2. ვერა; 3. მთაწმინდა, სოლოლაკი; 4. ძველი თბილისი; 5. საბურთალო. ყველაზე დაბალი ფასების მიხედვით კი უბნების ხუთეული ასე გადანაწილდა: 23. მესამე მასივი; 24. ვაზისუბანი; 25. ჩუღურეთი; 26. ლილო; 27. ფონიჭალა.

წყარო: saqme.ge

თბილისის უბანი - 1 კვ.მ.-ის ფასი ($)

1. ვაკე, ბაგები 1010 (1079)*

2. ვერა 983 (986)

3. მთაწმინდა, სოლოლაკი 978 (1028)

4. ძველი თბილისი 937 (1060)

5. საბურთალო 912 (924)

6. ავლაბარი 828 (687)

7. ბახტრიონი, დოლიძე 807 (955)

8. ვაჟა-ფშაველას კვარტალები,

ქავთარაძე 795 (765)

9. დიდუბე 773 (787)

10. ავჭალა 786 (468)

11. დიღმის მასივი 748 (803)

12. ისანი 723 (718)

13. ნუცუბიძის პლატო 674 (709)

14. კრწანისი, ორთაჭალა 667 (805)

15. ნაძალადევი 665 (670)

16. ვაშლიჯვარი 638 (606)

17. სამგორი 604 (561)

18. ვარკეთილი 596 (584)

19. მუხიანი 593 (566)

20. დიდი დიღომი 589 (635)

21. გლდანი 565 (613)

22. თემქა 554 (567)

23. მესამე მასივი 535 (539)

24. ვაზისუბანი 530 (511)

25. ჩუღურეთი 477 (789)

26. ლილო 425 (406)

27. ფონიჭალა 407 (401)

* ფრჩხილებში მითითებულია 2013 წლის მარტის კვლევის მონაცემები