საშინაო სკოლა - კვირის პალიტრა

საშინაო სკოლა

კომპანია „სილქნეტი“ SILK TV-ის მომხმარებელს უნიკალურ პროექტს  „საშინაო სკოლას“ თავაზობს. ეროვნულ–საგანმანათლებლო სტანდარტების პროგრამის მომზადებაში ჩართულები არიან დამსახურებული საზოგადო მოღვაწეები და პედაგოგები. მაგალითად, ისტორიის კურსი ზაზა აბაშიძეს მიყავს, რომელიც დოცენტი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია. ქართულ ენასა დალიტერატურას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გია მურღულია კითხულობს, ხოლო მათემატიკას კი სასკოლო სახელმძღვანელოს შემქმნელები – ია მებონია და ლამარა ქურჩიშვილი.

„საშინაო სკოლა“ ერთი წელზე მეტია არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტი სოციალურ–შემეცნებითი ხასიათისაა და  1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს.  „საშინაო სკოლა“ სრულიად უფასო სერვისია და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის სრული სასკოლო კურსის ახალი ფორმატით და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. შILK თV-ის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

სერვისით თბილისსა და რეგიონებში უკვე  მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლა. „საშინაო სკოლის“ ბევრმა აქტიურმა მაყურებელმა რეპეტიტორების დახმარების გარეშე შეძლო საატესტატო გამოცდების ჩაბარება, რითაც მნიშვნელოვნად დაზოგა ბიუჯეტი და დრო.

ამ პროექტით „სილქნეტი“ სასკოლო განათლების მხარდამჭერი გახდა, რითაც მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო საზოგადოების წინაშე – ხელმისაწვდომი გაეხადა და გაემარტივებინა ცოდის მიღება ახალგაზრებისთვის.

R