საშინაო სკოლა
საშინაო სკოლა
კომპანია „სილქნეტი“ SILK TV-ის მომხმარებელს უნიკალურ პროექტს  „საშინაო სკოლას“ თავაზობს. ეროვნულ–საგანმანათლებლო სტანდარტების პროგრამის მომზადებაში ჩართულები არიან დამსახურებული საზოგადო მოღვაწეები და პედაგოგები. მაგალითად, ისტორიის კურსი ზაზა აბაშიძეს მიყავს, რომელიც დოცენტი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია. ქართულ ენასა დალიტერატურას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გია მურღულია კითხულობს, ხოლო მათემატიკას კი სასკოლო სახელმძღვანელოს შემქმნელები – ია მებონია და ლამარა ქურჩიშვილი.

„საშინაო სკოლა“ ერთი წელზე მეტია არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტი სოციალურ–შემეცნებითი ხასიათისაა და  1–დან 12
კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს.  „საშინაო სკოლა“ სრულიად უფასო სერვისია და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის სრული სასკოლო კურსის ახალი ფორმატით
და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. შILK თV-ის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

სერვისით თბილისსა და რეგიონებში უკვე  მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლა. „საშინაო სკოლის“ ბევრმა აქტიურმა მაყურებელმა რეპეტიტორების დახმარების გარეშე შეძლო საატესტატო გამოცდების ჩაბარება, რითაც მნიშვნელოვნად დაზოგა ბიუჯეტი და დრო.

ამ პროექტით „სილქნეტი“ სასკოლო განათლების მხარდამჭერი გახდა, რითაც მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო საზოგადოების წინაშე – ხელმისაწვდომი გაეხადა და გაემარტივებინა ცოდის მიღება ახალგაზრებისთვის.

R
Temur gelovani
22 ივნისი 2013 12:15
ძალიან გთხოვთ დაწეროთ არის თუ არა სილქნეტი ნაძალადევში, მე ტელევიზია მაქვს ახალი ქსელების და კაპიკად არ ვარგა. ძალიან უხარსხო მოწოდება აქვს, არც გადახვევა შეიძლება. თუ სილქნეტზე ჩართვა შეიძლება, სიამოვნებით გადავალ. ინგლისურს მეც სიამოვნებით ვისწავლიდი.
adamiani
19 ივნისი 2013 20:15
კარგია, ასეთი ეფექტური თუა მაგრამ... მაგრამ :))) კომენტები ვისი დაწერილია ესაა საინტერესო... :D
gika
17 ივნისი 2013 01:06
აშკარად საჭიროა! ასეთი ფორმით უფრო მოსახერხებელია
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები