საშინაო სკოლა
საშინაო სკოლა
კომპანია „სილქნეტი“ SILK TV-ის მომხმარებელს უნიკალურ პროექტს  „საშინაო სკოლას“ თავაზობს. ეროვნულ–საგანმანათლებლო სტანდარტების პროგრამის მომზადებაში ჩართულები არიან დამსახურებული საზოგადო მოღვაწეები და პედაგოგები. მაგალითად, ისტორიის კურსი ზაზა აბაშიძეს მიყავს, რომელიც დოცენტი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია. ქართულ ენასა დალიტერატურას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გია მურღულია კითხულობს, ხოლო მათემატიკას კი სასკოლო სახელმძღვანელოს შემქმნელები – ია მებონია და ლამარა ქურჩიშვილი.

„საშინაო სკოლა“ ერთი წელზე მეტია არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტი სოციალურ–შემეცნებითი ხასიათისაა და  1–დან 12
კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს.  „საშინაო სკოლა“ სრულიად უფასო სერვისია და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის სრული სასკოლო კურსის ახალი ფორმატით
და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. შILK თV-ის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

სერვისით თბილისსა და რეგიონებში უკვე  მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლა. „საშინაო სკოლის“ ბევრმა აქტიურმა მაყურებელმა რეპეტიტორების დახმარების გარეშე შეძლო საატესტატო გამოცდების ჩაბარება, რითაც მნიშვნელოვნად დაზოგა ბიუჯეტი და დრო.

ამ პროექტით „სილქნეტი“ სასკოლო განათლების მხარდამჭერი გახდა, რითაც მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო საზოგადოების წინაშე – ხელმისაწვდომი გაეხადა და გაემარტივებინა ცოდის მიღება ახალგაზრებისთვის.

R
მკითხველის კომენტარი (7)
Temur gelovani
22 ივნისი 2013 12:15
ძალიან გთხოვთ დაწეროთ არის თუ არა სილქნეტი ნაძალადევში, მე ტელევიზია მაქვს ახალი ქსელების და კაპიკად არ ვარგა. ძალიან უხარსხო მოწოდება აქვს, არც გადახვევა შეიძლება. თუ სილქნეტზე ჩართვა შეიძლება, სიამოვნებით გადავალ. ინგლისურს მეც სიამოვნებით ვისწავლიდი.
adamiani
19 ივნისი 2013 20:15
კარგია, ასეთი ეფექტური თუა მაგრამ... მაგრამ :))) კომენტები ვისი დაწერილია ესაა საინტერესო... :D
gika
17 ივნისი 2013 01:06
აშკარად საჭიროა! ასეთი ფორმით უფრო მოსახერხებელია
ნატალია
13 ივნისი 2013 17:53
მთელი წელი ვერ დავსვი ჩემი შვილი "საშინაო სკოლისთვის" რომ ეყურებინა, მაგრამ გამოცდები რომ მოახლოვდა, ტელევიზორს არ გაგვაკარა. მშვენიერი მეთოდია ამ თაობისთვის, წიგნიდან ვეღარ სწავლობენ და ასე უფრო მისაღები აღმოჩნდა, თან რამდენჯერმე გადახვევით უკეთ იმახსოვრებს. მე პირადად, ინგლისურს ჩავუჯექი ... აი ძაან მაგარია!!!
natia
13 ივნისი 2013 17:48
"საშინაო სკოლა" რო არ ყოფილიყო, ყველა გამოცდაში ჩავიჭრებოდი. თავიდან დედაჩემი ძალით მსვამდა საყურებლად და მერე მე თვითონ ვუყურებდი, რაც მაინტერესებდა. მე მგონი ესეთი მაგარი რაღაც სილქნეტს არც მოუგონებია სხვა...
sopo
13 ივნისი 2013 17:42
ინგლისურის გაკვეთილები world on the street არის სუპერ როდუქტიული გაკვეთილებია ...
Nodar
13 ივნისი 2013 16:35
იმდენი ფული დამიზოგა სილქნეტის "საშინაო სკოლამ", რომ ამოვიღე მთელი წლის სააბონენტო გადასახადი. ჩემი შვილი სასკოლო გამოცდებს აბარებს და ეხლა მივხვდი, რა სწორს ვშვებოდი, საღამოს უაზრო სერიალების ნაცვლად "საშინაო სკოლას" რომ ვურთავდი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები