მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანიების სანაცვლოდ გუდავაძის მხარე მელორ ვაჩნაძეს გვთავაზობს?!
19-06-2013
მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანიების სანაცვლოდ გუდავაძის მხარე მელორ ვაჩნაძეს გვთავაზობს?!
ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს

ინა გუდავაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის დავა სულ უფრო კომიკურად დრამატულ სახეს იძენს და საკითხების ცივილიზებულად მიუკერძოებელ ბრიტანულ სასამართლოში განხილვის სანაცვლოდ ჯერ საეჭვო ინტერესების შუამავლების, ხოლო შემდეგ ქუჩის კარიერის გენერლების აქციებამდე დავიდა. ჩვენმა მხარემ ქალბატონ ინას სადაო საკითხების  გასარკვევად  მსოფლიოში აღიარებული 5 აუდიტორული კომპანია შესთავაზა, სანაცვლოდ კი მელორ ვაჩნაძეს გვიგზავნიან. რამდენად ადექვატური პასუხია, საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ  არ ვაპირებთ ამ გზით სიარულს და დავრჩებით სამართლებრივ
სივრცეში, მათ შორის მოქალაქე მელორ ვაჩნაძის მიმართაც, რომელმაც ,,ფეისბუქზე” გავრცელებულ მიმართვაში  გამიზნულად და პროვოკაციულად შეურაცხყო  ვანო ჩხარტიშვილი და შელახა მისი პატივი და ღირსება.

ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ბიზნესმენის ადვოკატებს სარჩელი შეაქვთ სასამართლოში მოქალაქე მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ.

სამართალი ყველას ეხება, არავის აქვს უფლება შეურაცხყოს
სხვისი პატივი და ღირსება ანგარების, საქმეში ჩაუხედაობის თუ არაკომპეტენტურობის გამო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული მართლმსაჯულება თავის პირუთვნელ სიტყვას იტყვის.
მელორ ვაძნაძის და მისი რაზმის გამოხტომა კიდევ ერთი დამატკიცებელი საბუთია იმისა, რომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ  ადგილი აქვს კარგად ორგანიზებულ და დაფინანსებულ შავი პიარის კამპანიას, რომელსაც გავლენიანი დირიჟორი და ორგანიზატორები ჰყავს. საკითხავი მთელს ამ ამბავში ის არის, თუ რა უღირთ საკუთარი რეპუტაცია მელორ ვაჩნაძესა და ამ ბინძურ კამპანიაში მონაწილე სუბიექტებს.  

ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური


R
goga
21 ივნისი 2013 16:57
yuriburi, რა შუაშია გაორმაგების მიზნით ბანკებში შეტანილი ანაბრების დაკავშირება სიორიძესთან ან ჩხარტიშვილთან. სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისის (ძალიან საყვარლები არიან)ჭორაობის დონეზე რომ აზროვნებთ, იმოტომაა ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად.გაორმაგება 1992 წლის 10 აგვისტომდე შეტანილ ანაბრებს შეეხო შევარდნაძის 1992 წლის ივლისის თვის მე-14დეკრეტის საფუძველზე , რომელიც 1993 წლის 10 აგვისტოს განხორციელდა. ჩხარტიშვილი შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ 1994 წლის დასაწყისში დაინიშნა (კუპონების პერიოდი), ხოლო სიორიძეს საერთოდ არ ქონდა შეხება ამ საქმესთან, რადგან ის იმ პერიოდში ექსიმბანკში მუშაობდა. ასე, რომ yuriburi შეეშვი ჭორების გავრცელებას და კარგად გაერკვიე, რა იყო ანაბრების გაუფასურების რეალური მიზეზი. ან გაერკვიე და მერე დაწერე. მიდი იქნებ მელორამ "გაგარკვიოს" საქმეში.
yuriburi
20 ივნისი 2013 17:22
ამ სტრიქონების ავტორს:
"ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზით სიარულს და დავრჩებით სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის მოქალაქე მელორ ვაჩნაძის მიმართაც, რომელმაც ,,ფეისბუქზე” გავრცელებულ მიმართვაში გამიზნულად და პროვოკაციულად შეურაცხყო ვანო ჩხარტიშვილი და შელახა მისი პატივი და ღირსება."

არ დაგავიწყდეთ ამ ვაჟბატონის "სამართლიანი" მოღვაწეობა ქვეყნის დამაქცევარ ედვარდ "გიორგის" სამსახურში! განსაკუთრებით მისი და ვინმე სიორიძის წვლილი როგორ მიითვისეს ათეული მილიონები,ხალხს რუსული ფული რომ შეატანინეს ბანკეში გაორმაგების დაპირებით და შემდეგ ანაბრები ბანკების ხელოვნურად გაკოტრების გამო გაუუქმეს! სამართლიანობის არდგენა სწორედ ედვარდიეს ბანდების გასამარტლებით უნდა დაიწყოს!!!
სანდრო 11
20 ივნისი 2013 00:31
რას ერჩით ამ მელორას? ყველაფერი მშობლების ბრალია, კაცს ერთდროულად მარქსის, ენგელსის, ლენინის და ოქტომბრის რევოლუციის სახელის რომ დაარქმევ აუვარდება თავში აბა რა იქნება. თქვენც ნახეთ ვინმე ლესტამბერი და მოგიგვარებთ პრობლემას. (ყველაფერი - ყველაფერი, მაგრამ მელორას გასარჩევი თუ გახდებოდა საქმეემი ............)

რედაქტორის რჩევით