„ოპტიმა ჯგუფმა“ სს ,,სარაჯიშვილის“ მიმართ სარჩელი აღძრა - კვირის პალიტრა

„ოპტიმა ჯგუფმა“ სს ,,სარაჯიშვილის“ მიმართ სარჩელი აღძრა

2011 წელს სს ,,სარაჯიშვილმა“ კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია ,,ოპტიმა გრუპთან“, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების დისტრიბუციას.

კონტრაქტის ფარგლებში ,,ოპტიმა გრუპს“ მიენიჭა რუსეთის ბაზარზე სს ,,სარაჯიშვილის“ პროდუქციის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება 5 წლის ვადით.

სს ,,სარაჯიშვილის“ მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ,,ოპტიმა გრუპმა“ მრავალმილიონიანი დავა წამოიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო სს ,,სარაჯიშვილის“ ქონებას.

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის აღძვრის პროცესი მიმდინარეობს როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ თემასთან დაკავშირებით ხუთშაბათს 27 ივნისს 11 საათზე ინტერპრესნიუსის დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია.

(R)

R