„ოპტიმა ჯგუფმა“ სს ,,სარაჯიშვილის“ მიმართ სარჩელი აღძრა
21-06-2013
„ოპტიმა ჯგუფმა“   სს ,,სარაჯიშვილის“ მიმართ სარჩელი აღძრა
2011 წელს სს ,,სარაჯიშვილმა“ კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია ,,ოპტიმა გრუპთან“, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების დისტრიბუციას.

კონტრაქტის ფარგლებში ,,ოპტიმა გრუპს“ მიენიჭა რუსეთის ბაზარზე სს ,,სარაჯიშვილის“ პროდუქციის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება 5 წლის ვადით.

სს ,,სარაჯიშვილის“ მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ,,ოპტიმა გრუპმა“ მრავალმილიონიანი დავა წამოიწყო თბილისის საქალაქო სას
ამართლოში, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო სს ,,სარაჯიშვილის“ ქონებას.

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის აღძვრის პროცესი მიმდინარეობს როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ თემასთან დაკავშირებით ხუთშაბათს 27 ივნისს 11 საათზე ინტერპრესნიუსის დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია.

(R)

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით