მოვემზადოთ საპლაჟო სეზონისთვის - კვირის პალიტრა

მოვემზადოთ საპლაჟო სეზონისთვის

ზაფხულისთვის კარგი ფორმა რომ დავიბრუნოთ, საჭიროა გავხდეთ, დავხარჯოთ უფრო მეტი კალორია, ვიდრე ვიღებთ. შესაბამისად, თუ დღის განმავლობაში ცოტას მოძრაობთ, შეეცადეთ, მიიღოთ დღე-ღამეში 1600-1800 კკალორია. მათ, ვინც ცდილობს გახდეს, მენიუში უნდა გაითვალისწინონ უჯრედისებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული (მაგალითად, ჭარხალი, მწვანე ვაშლი, ნიახურის ფესვები, ღეროები და ფოთლები) უჯრედისები ასტიმულირებს კუჭის მოქმედებას. თუ გიჭირთ თავი შეიკავოთ ტკბილეულის ჭამისგან, დროდადრო შეგიძლიათ პირი ჩაიტკბარუნოთ მარმელადით; რაც მთავარია, შეამცირეთ ულუფა და სვით დღე-ღამეში 1,5 ლ წყალი.

წონაში დაკლების პროგრამის ყველაზე სასიამოვო ნაწილია სხეულის მოვლა. თუ გაქვს საშუალება, გაიარეთ (8-10 სეანსი) აღმდგენი და ანტიცელულიტური მასაჟი სილამაზის სალონში - კანის მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, შინ იკეთოთ ყოველდღიური მასაჟი, მიიღოთ მარილიანი და არომატული აბაზანები, სხვადასხვა ნიღაბი, ფეხების აბაზანები.

რომ შეინარჩუნოთ ლამაზი ფორმა, მიმართეთ ფიტნესს მინიმუმ 30 წუთი კვირაში სამჯერ. თუ გახდომა გსურთ, დრო შეგიძლიათ გაზარდოთ. თუ ფიქრობთ, რომ ვერ გაუძლებთ ამ დატვირთვას, ფიტნეს-კლუბში წასვლამდე დაიწყეთ აქტიური ცხოვრება - მეტი იარეთ, კიბეზე ფეხით ადით, იცეკვეთ შინ სარკის წინ... ეს იქნება წინა პირობა იმისა, რომ შეადგინოთ თქვენი ფიტნესპროგრამა. ვარჯიში უნდა იყოს სასიამოვნო. სასარგებლოა აკვააერობიკა ან ფრენბურთი. არსებობს ტრენაჟორების გარდა კალორიების დაწვის არცთუ ცოტა საშუალება. მაგალითად,M შოპინგიც ვარჯიშია, მაღაზიებში სიარულის დროს კარგავთ 200 კკალორიას.