ZARA-ში დღეიდან სეზონური ფასდაკლება დაიწყო - კვირის პალიტრა

ZARA-ში დღეიდან სეზონური ფასდაკლება დაიწყო

თბილისი, 5 ივლისი, 2013წ -  დღეს, 5 ივლისს ZARA-ს ორი ოფიციალური მაღაზია თბილისში სეზონურ ფასდაკლებას იწყებს. მომხმარებლები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დღეისათვის ZARA–ს ბრენდი მსოფლიოს 87 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ZARA-ს  პირველი მაღაზია ერთი წლის წინ, 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხნა.  2013 წლის  მაისიდან კი ქართველი მომხმარებლებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის საყვარელი ბრენდის კიდევ ერთი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო გალერეა ,,რუსთაველის 42“-ში განთავსდა.

ZARA  როგორც  INDITEX ჯგუფში შემავალი ბრენდი საქართველოში AlHokair ჯგუფის მიერაა წარმოდგენილი, რომელიც INDITEX-ის ექსკლუზიური პარტნიორია რეგიონში.  ჯგუფში შემავალი ექვსი ბრენდი ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear უკვე ფუნქციონირებს თბილისის ბაზარზე.

5 ივლისიდან სეზონური ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის მაღაზიაში შეეძლება.

R