„საბას“ ელექტრონული წიგნები უკვე თქვენს Android მოწყობილობებში - კვირის პალიტრა

„საბას“ ელექტრონული წიგნები უკვე თქვენს Android მოწყობილობებში

თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებულ, ელექტრონული წიგნების სახლში „საბა“ სიახლეა: დღეიდან Android-ის მომხმარებლებს „საბას“ ელექტრონული წიგნების წაკითხვა ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ!

ამის საშუალებას „საბას“ სპეციალური წამკითხველი პროგრამა SABA Reader  იძლევა. უფასოდ ჩამოტვირთეთ Google-დან SABA Reader  აპლიკაცია, Android წამკითხველში შესასვლელად ერთჯერადად გამოიყენეთ saba.com.ge -ზე რეგისტრაციის  მონაცემები, დაასინქრონეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ინტერნეტით და იკითხეთ ყველგან, სადაც კი დროს და საშუალებას გამონახავთ!

„საბას“ Android წამკითხველი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ინტერნეტის გარეშე წაიკითხოთ. SABA Reader-ის Android აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი "საბას" 1000-მდე ელექტრონული წიგნიდან, შეიძინეთ, გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა და მუდმივად თან ატარეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, თქვენს Android მოწყობილობებთან ერთად. მით უმეტეს, ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისა და წიგნების კითხვისათვის.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომლის მისამართია საბა.ცომ.გე, თიბისი ბანკმა გასულ წელს შექმნა. ის საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე და კლასიკური ქართული თუ უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს, მათ შორის - ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.

საბა.ცომ.გე-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა, Aნდროიდ-ის გარდა, შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ის, iPad-ის და iPod Touch-ით, ასევე წიგნების გარკვეული ნაწილის წაკითხვა Kindle, Sony Reader, NOOK წამკითხველებითაც შეგიძლიათ.

R