თბილისი მოლში უმეტეს ბრენდებში საზაფხულო ფასდაკლებების სეზონი იწყება - კვირის პალიტრა

თბილისი მოლში უმეტეს ბრენდებში საზაფხულო ფასდაკლებების სეზონი იწყება

თბილისი მოლში უმეტეს ბრენდებში საზაფხულო ფასდაკლებების სეზონი იწყება. 12 ივლისიდან Marks & Spencer, GAP, Banana Republic, Topshop/Topman, SuiteBlanco, New Look, Desigual, ADL, Lipsy, Miss Selfridge, Quiz, US Polo, Wallis ბრენდები ქალისა და მამაკაცის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებზე 50%-მდე ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი კონკრეტულ მოდელებზე.

Marks & Spencer

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდი Marks & Spencer  128 წლის წინ დაარსდა და ამჟამად ბრიტანეთში წარმოდგენილია 730 მაღაზიით, ხოლო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში 390 მაღაზიით. ბრიტანეთში არსებულ Marks & Spencer -ის ქსელს ყოველკვირეულად დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი სტუმრობს. Marks & Spencer  გამოირჩევა მაღალი ხარისხის, ძვირფასი სამოსით, რომელიც ხასიათდება ელეგანტურობით, დახვეწილი გემოვნებითა და მოდის უახლესი ტენდენციებით, ექსკლუზიურ ბრენდებით, რომელთაგან თითოეული გამოიჩევა უნიკალური სტილით:

Autograph – ქალისა და მამაკაცის მდიდრული, ძვირფასი და ელეგანტური სამოსი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს საერთაშორისო ტენდენციებს;

M&S Woman and M&S Man -  საიმედო, ელეგანტური და ამავე დროს ინსპირირებული სტილი, რომელიც ხაზს უსვამს საყვარელი სამოსის განსაკუთრებულ მნიშვნელობას;

Indigo Collection – მსუბუქი, ლამაზი და კოორდინირებული ყოველდღიური სამოსი საქმიანი ქალბატონებისთვის. მარტივი ჩაცმულობა - რთული სამუშაო გრაფიკის შესამსუბუქებლად.

Blue Harbour - პეწიანი,  ყოველდღიური, მამაკაცური სტილი, რომელშიც გამოკვეთილია ჭკვიანი ადამიანის იმიჯი.

North Coast – თავისუფალი, დამაჯერებელი, ყოველდღიური სამოსის კოლექცია, მშვიდი  და მსუბუქი განწყობის შესაქმნელად.

GAP

GAP მთელი მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი ამერიკული ტანსაცმლის ბრენდია ქალისათვის, მამაკაცისათვის და ბავშვისათვის. სახელი ბაზარზე პირველად  1969 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ყოველ წლიურად იზრდება მისი წარმატება.  ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული, გემოვნებიანი და ხარისხიანი სამოსელი ხელმისაწვდომი გახადოს მოდის მოყვარულთათვის.

TOPSHOP / TOPMAN

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდები, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ბრიტანული ჩაცმის სტილზე. დღეისათვის TOPSHOP და TOPMAN   მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ამ ბრენდების მაღაზიები  2012 წლის ნოემბრის ბოლოს გაიხსნა თბილისი მოლში.

TOPSHOP/TOPMAN როგორც   Aრცადია ჯგუფში შემავალი ბრენდები საქართველოში  ექსკლუზიურად არის წარიმოდგენილი თბილისი მოლში ჯგუფში შემავალ კიდევ ორ ბრენდთან - Miss Selfridge და Wallis-თან ერთად.

R