თიბისი სტატუსისა და Eastern Promotions--ის საჩუქარი ჯაზის მოყვარულებს!
18-07-2013
თიბისი სტატუსისა და Eastern Promotions--ის საჩუქარი ჯაზის მოყვარულებს!
ბათუმში დღეს ჯაზის დღესასწაული - შავი ზღვის რიგით მე-7  ჯაზ ფესტივალი იწყება, რომელსაც წელსაც, ტრადიციულად, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, TBC Status-წარმოგიდგენთ.   

ბათუმის ტენისის კორტებზე წელს 4 დაუვიწყარი საღამო შედგება. თითოეულ ამ კონცერტზე TBC Status--ის მომხმარებლები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასებით:  მათ, ვინც ჯაზ-ფესტივალის ბილეთებს შეიძენს  PrimeCard, TBC Status  და TBC Platinum  ბარათებით, მიიღებს 15-20%-იან ფასდაკლებას. იჩქარეთ, კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის ტენისის კორტებზე, ქართველი მსმენელი
შეხვდება ჯაზის ლეგენდას, 8 გრემის მფლობელ უნივერსალურ ჯაზ-შემსრულებელს, Al Jarreau-ს... ის დღემდე რჩება ერთადერთ მუსიკოსად მსოფლიოში, რომელსაც გრემი აღებული აქვს სამ სხვადასხვა კატეგორიაში: ჯაზი, პოპი და არენბი.    

ხვალ, 19 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს გააგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გიტარისტი Mike Stern-ი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი
ბასისტი  Victor Wooten. როგორც საუკეთესო ბას-გიტარისტი, Mike Stern-ი სამჯერ იყო ნომინირებული გრემიზე....

20 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის პროგრამას გააგრძელებს კარმენ სოუზა, 27 წლის პორტუგალიელი ვოკალისტი, ლათინური ჯაზისა და ფუჟენის უბადლო შემსრულებელი...

21 ივლისს, ჯაზის მოყვარულებს ელით დაუვიწყარი საღამო Jose James-ის მონაწილეობით. ეს არის New Urban Jazz-ის, ჰიპ-ჰოპისა და ვოკალური ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი, რომელიც ცნობილია თავისი მუსიკალური პერფორმანსებითა და მუსიკისა და პოეზიის სინთეზის საოცარი უნარით.

ოთხივე კონცერტს კლუბ Take Five”- ში  დაასრულებს BIG JOHN & Vienna Soul Society.  

არ გამოტოვოთ ჯაზის დღესასწაული, შეხვდით მსოფლიოში საუკეთესო შემსრულებლებს!  

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?