„რომპეტროლის“ ერთგული მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე აქცია დაიწყო - კვირის პალიტრა

„რომპეტროლის“ ერთგული მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე აქცია დაიწყო

„რომპეტროლი“ Efix S ის საწვავის მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს.

რომპეტროლის მენეჯმენტის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელიც  20 ლიტრს, ან მეტ Efix S -ის საწვავს ჩაასხამს, საშუალება ექნება აირჩიოს ორი საჩუქრიდან ერთ-ერთი - ზურგჩანთა ან მეხსიერების ბარათი.

წამახალისებელი აქცია დღეს დაიწყო და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. Efix S -ის მომხმარებლებს, საჩუქრებს მომხიბვლელი პრომო გოგონები 11:00-დან 16:00 საათამდე შესთავაზებენ.

აღნიშნული აქცია, კომპანიის ახალი პროდუქტის Efix S -ის ბაზარზე დანერგვას უკავშირდება და თბილისში, რომპეტროლის ოთხ ავტოგასამართ სადგურზე მიმდინარეობს, ესენია:

•    ორთაჭალა - ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორია;

•    ს.ტ.უ - სააკაძის მოედანის მიმდებარე ტერიტორია;

•    დიღომი - აღმაშენებლის ხეივანი მე-9-ე კილომეტრი.

•    ბაგები - ჭავჭავაძის 75ა.

„Efix S  ჩვენი ახალი პროდუქტია, რომელიც ავტომობილის სიჩქარისა და გაწევის მოყვარულებს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ჩვენი მიზანი არა გაყიდვების ზრდა, არამედ მომხმარებლების წახალისებაა. სასაჩუქროდ  შევარჩიეთ ისეთი პრაქტიკული, გამოსადეგარი და საჭირო ნივთები, როგორიცაა ზურგჩანთა ან მეხსიერების ბარათი (ეწ „ფლეშკა“). მსგავსი აქციებით მომხმარებლებს მომავალსიც გავანებივრებთ“, - აცხადებს რომპეტროლის კომერციული დირექტორი თენგიზ ჭიჭინაძე.

ახალი პრემიუმ კლასის საწვავი - Efix S  რომპეტროლმა ბაზარზე 3 კვირის წინ შემოიტანა. Efix S  შეიცავს ავტომობილის გაწევის ძალის დანამატებს და დამცავი საშუალებების ნაზავს, რაც ზრდის მანქანის გაწევის ძალას. Efix S -ის საწვავი უზრუნველყოფს ძრავის ეფექტურობის და წარმადობის მომატებას.

რომპეტროლი ამჟამად საქართველოს ბაზარზე 5 ტიპის საწვავს ყიდის. სამი ტიპის ბენზინს - Euro Regular, Efix Euro premium, Efix S და ორი სახეობის დიზელს - Efix Euro Diesel და Euro Diesel. კომპანიის საამაყო პროდუქტი უკვე მეხუთე წელია საწართველოს ბაზარზე Eფიხ წარმოადგენს, რადგანაც პრემიუმ კლასის ეს საწვავი ამცირებს მოხმარებას და 13 %-ით აუმჯობესებს ძრავის ფუნქციონირებას. ამ წლების განმავლობაში მომხმარებელი დარწმუნდა იმაში რომ ზოგავს ფულს და იცავს ავტომობილის ძრავს კოროზიისაგან. ამჯერად კი Efix S -ის სახით კომპანია ავტომფლობელებს ისეთ საწვავს სთავაზობს, რომელიც უკვე არა ერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს და საქართველოში პირველად შემოვიდა.

R