წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს 15%-იან ფასდაკლებას მოსწავლეთა ვაკანტურ ადგილებზე 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ჩარიცხულ მოსწავლეთათვის
26-08-2013
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს 15%-იან ფასდაკლებას მოსწავლეთა ვაკანტურ ადგილებზე 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ჩარიცხულ მოსწავლეთათვის
მანანა გიორგაძე, სკოლის დირექტორი - ჩვენი სკოლის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა და არაერთი სატელევიზიო გადაცემა გაკეთდა, თუმცა დაინტერესებული პირების მხრიდან მრავალი შეკითხვა არის დარჩენილი. მე ვისარგებლებ ამ შემთხვევით და შევახსენებ მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ბავშვები შემოიყვანონ ჩვენს სკოლაში, რომ მიღება გრძელდება 31 აგვისტომდე. აქვე აღვნიშნავდი, რომ გარკვეულ კლასებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე სკოლაში გამოცხადებულია 15%-იანი ფასდაკლება.

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ კითხვებს, მინდა გამოვყო ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები და შეძლებისდაგვარად გავცე ამომწურავი პასუხები.
დავიწყებ იმით, თუ რატომ არის ჩვენი სკოლა წმინდა ნიკოლოზის სახელობის.

სკოლის სახელთან დაკავშირებით მრავალი აზრი მუსირებს. ზოგი კითხულობს, არის თუ არა ეს სასულიერო სკოლა, ზოგიც საუბრობს იმაზე, ხომ არ არის ეს
სკოლა რომელიმე სხვა არამართლმადიდებლური კონფესიის წარმომადგენლების დაარსებული. ზოგიც უბრალოდ, გვაკრიტიკებს, თუ რატომ არის კერძო სკოლა იმ წმინდანის სახელობის, რომელიც ესოდენ გამოირჩეოდა ქველმოქმედებითა და გაჭირვებულთა შემწეობით.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველ წმინდანად ითვლება, იგი ცნობილია, როგორც მსწრაფლშემწე, პატარების მფარველი და მეოხი, გამორჩეული ქრისტიანული სიყვარულით ბავშვებისადმი. სწორედ ამიტომ, სკოლის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მოძღვრის კურთხევით, სკოლას დაერქვა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა. ეს სახელწოდება სიმბოლურია და კავშირშია იმ უდიდეს სურვილთან, რომ თითოეული მოსწავლის შემწე და მფარველი იყოს წმინდა ნიკოლოზი.
ჩვენი სკოლა ქართული საერო სკოლაა, რომლის მისიაც ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების სიღრმისეულად შესწავლასა და მათი გაცნობიერების პრინციპებზეა დაფუძნებული.

მამული, ენა, სარწმუნოება ჩვენი ერის სამი ღვთაებრივი საუნჯეა და სწორედ ეს არის ის საძირკველი, რომელზეც ჩვენი ხედვით წმინდა ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეები უნდა აღიზარდონ. სკოლის გუნდის თითოეულ წევრს საფუძვლიანად გათავისებული აქვს მისი ფუნქცია აღნიშნული მისიის შესრულებაში, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით. ჩვენი არანაკლებ პრიორიტეტული მიმართულებებია ბავშვები აღვჭურვოთ იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ დღევანდელ რეალობაში საერთაშორისო საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის და თავიანთი ეროვნული ფასეულობების ღირსეულად წარმოჩენისათვის დასჭირდებათ. ეს მიმართულებებია: ბავშვებისათვის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება და მათი ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რათა ადვილად შეძლონ სწორი და ჯანსაღი ინფორმაციის მოძიება და გაცვლა იმ უსაზღვრო ინფორმაციის ნაკადში, რომელიც დღევანდელი ცხოვრების რეალობად იქცა მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო ურთიერთობებისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხალხებისა და კულტურების გაცნობისათვის უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა, პიროვნული, სოციალური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ფიზიკური და კულტურული აღზრდა.

სკოლის ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აქ ფუნქციონირებს ორი საცურაო აუზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, სასკოლო თეატრი. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი კვებით, რომელიც ადგილზე მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო თანამედროვე ლაბორატორიებით, მრავალენოვანი ბიბლიოთეკით. მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს სპორტული, ხელოვნებისა და აკადემიური კლუბები, სადაც ისინი ცოდნას გაიღრმავებენ სხვადასხვა მიმართულებით.
რა თქმა უნდა, მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა ღირს ჩვენს სკოლაში სწავლა.

ჩვენი სკოლა ერთი წლის წინ გაიხსნა და მეორე სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება. ფასის დადგენას რამდენიმე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გარემოება ახლდა თან. მოსწავლეები სკოლაში დილის ცხრა საათიდან ხუთ საათამდე რჩებიან. მათთვის ეროვნული სასწავლო გეგმის გარდა დამატებულია ისეთი საგნები, როგორიცაა კემბრიჯისა და კოლინსის უახლესი სასწავლო მეთოდები. ამ საგნებს უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან. ძირითადი სასკოლო ბადის შემდეგ ბავშვები მასწავლებლების ზედამხედველობის ქვეშ ადგილზე ამზადებენ გაკვეთილებს. როგორც ზევით მოგახსენეთ, ისინი ასევე ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობებში, სკოლაშივე სწავლობენ ქართულ ცეკვას, ხრიდოლს, ცურვას და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი როლი სწავლის საფასურის დადგენაში ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ სკოლაში მცირერიცხოვანი კლასები ყოფილიყო, რომლებიც 15 მოსწავლისაგან შედგება, რაც შესაბამისად სწავლების ხარისხს ზრდის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე-11 და მე-12 კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა იყოფა და კიდევ უფრო მეტი დრო ეთმობა თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მუშაობას ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად. სწავლის საფასური წელიწადში 5500 ლარს შეადგენს, მშობლის სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებით, რისი წლიური ღირებულებაც დამატებით 800 ლარს შეადგენს. სწავლის საფასურის გადახდა სამ ეტაპადაა დაყოფილი.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებ, რომ სხვადასხვა კლასში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, გამოცხადებულია 15%-იანი ფასდაკლება.
მისამართი:

ქ. თბილისი, ლუბლიანას 21
ტელ.: 2183828; 2184838
ვებ-გვერდი: www.stnschool.ge
www.saintnicholasschool.ge
ფეისბუქი: წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა/St. Nicholas School

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით