ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი" კიდევ ერთი ბრენდის - "ტერმიკელის" ავტორიზირებული წარმომადგენელი გახდა
26-08-2013
ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი" კიდევ ერთი ბრენდის - "ტერმიკელის" ავტორიზირებული წარმომადგენელი გახდა
ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი" კიდევ ერთი ბრენდის - "ტერმიკელის" ავტორიზირებული წარმომადგენელი გახდა.

სამზარეულოს ტექნიკის მწარმოებელი, წამყვანი თურქული ბრენდის სტენდის პრეზენტაცია "გალაქსის" მთავარ ფილიალში საზეიმოდ გაიმართა.
"ტერმიკელი" გაზქურების, ელექტროღუმელების, ჩასაშენებელი ტექნიკისა და გამწოვების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს.

წელიწადზე მეტია "გალაქსი" საქართველოში "ტერმიკელის" პარტნიორი კომპანიაა. თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ქართველ პარტნიორებს თურქი მწარმოებლებისგან ოფიციალური წარმომადგენლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც გადაეცათ, რაც მათივე ლოგოებით დამშვენებული ერთობლივი ტორტის გაჭრით აღინიშნა.

"მოხარულები ვართ კომპანია
გალაქსისთან თანამშრომლობით. სამომავლოდ, უფრო დიდი ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. სამზარეულოს ტექნიკის მხრივ, საქართველოს ბაზარი ძალიან დიდი და საინტერესოა. "გალაქსისთან" თანამშრომლობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და ვხედავთ, რომ უკვე წარმატებულები ვართ ქართულ ბაზარზე. ვაპირებთ მეტი ვიმუშაოთ. საქართველო ჩვენი მეზობელია და მოგვწონს აქ ყოფნა", - აღნიშნა "გალაქსიში"
ბრენდული სტენდის პრეზენტაციისას "ტერმიკელის" ექსპორტის მენეჯერმა, ალი დოღრაიანმა.

ბრენდის ისტორია ათეულ წელს ითვლის. "ტერმიკელის" პროდუქციის წარმოება ბიზნესმენმა მუჰამედ კაიამ, გაზქურების ფაბრიკის დაარსებით, 1953 წელს დაიწყო. ამ დროისთვის ჯგუფი 18 მსხვილ კომპანიას აერთიანებს, თურქეთსა და ევროპაში უდიდესი, უახლესი სტანდარტებით მოწყობილი ქარხნის პროდუქტიულობა წელიწადში მილიონნახევარ ერთეულ გაზქურას, ჩასაშენებელ ღუმელსა და გამწოვს შეადგენს. ამავდროულად, ტერმიკელი პროდუქციას 100 სხვადასხვა ბრენდისთვის ამზადებს. 2011 წელს ბრენდმა მსოფლიოში პირველად, სახელმწიფო მხარდაჭერა მოიპოვა. კომპანიის სათაო ოფისი თურქეთში, ანკარაშია წარმოდგენილი. ბრენდი პროდუქციის ექსპორტირებას მსოფლიოს 50 ქვეყანაში ინგლისიდან ავსტრალიამდე, გერმანიიდან-არგენტინამდე ახორციელებს. დღეიდან კი თურქული ბრენდის ნაწარმი საქართველოში, "გალაქსის" მაღაზიებში გაიყიდება.

ამასთან, "ტერმიკელმა" წარმატება დიზაინის სფეროშიც მოიპოვა. ბრენდის პროდუქცია 2012 წლის დეკემბერში, გერმანული დიზაინერული საბჭოს მიერ დაჯილდოვდა. თეთრი, შავი და ვერცხლისფერი მინისა და უჟანგავი მეტალის ზედაპირის მქონე პროდუქციის დიზაინი მომხმარებლის სამზარეულოს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. წარმოდგენილი პროდუქცია მყიდველისთვის პრაქტიკული და მოსახერხებელია. "ტერმიკელის" ნაწარმის შეძენის შესაძლებლობა მცირე ფართის პრობლემის მქონე პირებსაც ექნებათ, რომლებიც "გალაქსიში" მათთვის მისაღები და სასურველი ზომის ტექნიკას შეარჩევენ.

"გალაქსის" საცალი გაყიდვების ხელმძღვანელის, ეკა გორდაძის ინფორმაციით, "ტერმიკელის" ნაწარმის ფასი 100 -დან 700 ლარამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად, გამწოვების ფასი 99 ლარიდან იწყება. გაზქურების შეძენას მსურველები - 400 ლარიდან, ჩასაშენებლი გაზის პანელების კი - 250 ლარიდან შეძლებენ. ელექტროსაცხობების ფასი 140 ლარამდე მერყეობს, გაზის აეროღუმელების საწყისი ღირებულება კი 450 ლარია. ნებისმიერი ნაწარმის საგარანტიო ვადა 12 თვეს შეადგენს.

სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის პოპულარობას ტექნიკის ხარისხი, დახვეწილი დიზაინი და მისაღები ფასი განაპირობებს. სწორედ ასეთი მახასიათებლების მქონე ბრენდული ნაწარმის შეძენას ქართველი მომხმარებელი, უკვე საქართველოში, "გალაქსის" თბილისის, გორის, ახალციხისა და ზუგდიდის მაღაზიებში შეძლებს.

ანა მარშანია

R
eka
26 აგვისტო 2013 17:52
აქცია თუ არის რომელიმე ქსელში მაინტერესებს?

რედაქტორის რჩევით