“ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა” - კვირის პალიტრა

“ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა”

დასაქმების რეალური შანსი "პროკრედიტ ბანკისგან"

"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა" უნიკალური მეთოდია, რომელსაც "პროკრედიტ ბანკი" 2011 წლიდან, ახალი კადრების მოსაზიდად და მათი პროფესიული განვითარებისთვის იყენებს. პრაქტიკული და თეორიული სწავლების 6-თვიანი კურსი ყველა მოტივირებულ ადამინს, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს "პროკრედიტ ბანკის" დიდი ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა" წინა პირობაა იმისა, რომ "პროკრედიტ ბანკში" შენი კარიერა პირველი, სასტარტო საფეხურიდან დაიწყო და გამოცდილებასთან ერთად პროფესიულ მწვერვალებს მიაღწიო.

ნათია თხილაიშვილი, კადრების შერჩევის ქვეგანყოფილების უფროსი: "2011 წლიდან "პროკრედიტ ბანკმა" დანერგა "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა", რომელიც დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანებს. ეს არის 6-თვიანი ინტენსიური კურსი, რომელიც გულისხმობს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკას საბანკო საქმესა და ფინანსებში. ჩვენ მცირედით შევცვალეთ მიდგომა "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისთვის" კადრების შესარჩევად და ამიერიდან ამ პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს ნებისმირი პროფესიის ადამიანი, რომელსაც 6 თვის განმავლობაში ჩვენ თავად შევასწავლით ფინანსებს, საბანკო საქმეს, ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, გავაცნობთ ჩვენი კომპანიის ბიზნესმოდელს, ისტორიას, ფილოსოფიას, კლიენტებთან მუშაობის სტრატეგიას და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ყველას უნარი საკმარისია, რათა ადამიანმა საბანკო სექტორში დაიწყოს მუშაობა. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "ახალგაზრდა ბანკირების" სასწავლო კურსი ფინანსებისა და საბანკო საქმის გარდა მოიცავს ასევე გლობალურ საკითხებს, მათ შორის ფინანსური კრიზისის მიზეზებისა და შედეგების შესწავლას, გლობალიზაციის პროცესის განხილვასა და ანალიზს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ამ საკითხის ცოდნა მნიშვნელოვანია ბანკში დასაქმებული თანამედროვე ადამიანისთვის.

- როდის და როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისთვის" და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, რომ ამ პროგრამის მონაწილე გახდეს?

- "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისთვის" კანდიდატების შერჩევა წელიწადში ოთხჯერ ხდება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მთელი წლის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა შეავსონ აპლიკაცია ჩვენს ვებგვერდზე www.prokreditbank.ge და შემდეგ ხდება მათი მონაცემების გაცნობა. საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოდის, მაგრამ "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" ყოველი ახალი ჯგუფისთვის მხოლოდ 30-35 წევრის შერჩევა ხდება. მაგრამ, ეს ის ადამიანები არიან, ვინც გვინდა სამომავლოდ ჩვენი თანამშრომელი გახდეს. თუმცა ამისთვის პროგრამის წარმატებით დასრულებაა საჭირო. ასე რომ, სასწავლო კურსის დასრულებისას, ჩვენ მათ სამუშაო კონტრაქტს ვთავაზობთ.

"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისთვის" კადრების შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ მკაცრია. კანდიდატთა შერჩევის ყოველ ახალ ეტაპზე, დაახლოებით 1000 მდე - აპლიკაციის განხილვა გვიწევს. შერჩევის პროცესი ექვსი ეტაპისგან შედგება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ავსებენ აპლიკაციას და გვიგზავნიან სამოტივაციო წერილს, თუ რატომ სურთ "პროკრედიტ ბანკში" მუშაობა. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ აპლიკანტის ასაკი, რომელიც ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად 22-32 წლის ფარგლებში უნდა მერყეობდეს და რამდენად თანხვედრაშია აპლიკანტის სურვილები ჩვენს ინტერესებთან. მარტივად გეტყვით, არის შემთხვევები, როცა აპლიკანტს აბსოლუტურად არ აქვს ინფორმაცია პროგრამის, ბანკის შესახებ და უბრალოდ ჩვენთან მუშაობა სურს. ჩვენი მიდგომა კი განსხვავებულია - თუ გინდა ამ გუნდის წევრი გახდე, სულ ცოტა, ინფორმაცია მაინც უნდა მოიძიო იმ კომპანიის შესახებ, სადაც მუშაობას აპირებ. აპლიკაციისა და სამოტივაციო წერილის გაცნობის შემდეგ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებთან ხდება გასაუბრება ტელეფონით. ყოველ კანდიდატს 15 წუთს ვუთმობთ და ვარკვევთ, რა მოტივით მოდის, ნამდვილად თანხვედრაშია თუ არა მისი ინტერესები ჩვენს ინტერესებთან და ა.შ. თუ სატელეფონო გასაუბრებასაც წარმატებით გაივლის, შემდეგ მათემატიკა-ლოგიკურ ტესტს აბარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი ეტაპის შემდეგ კანდიდატს აქვს ინფორმაცია გაიარა თუ არა მიმდინარე ეტაპი.

მათემატიკა-ლოგიკური ტესტის ეტაპი რატომღაც ბევრ კანდიდატს აშინებს.  ფიქრობენ, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, გარწმუნებთ, რომ ეს არის VII-VIII კლასის პროგრამა ალგებრაში. გარდა ამისა, მათემატიკა-ლოგიკური ტესტის ნიმუშები მოცემულია ჩვენს ვებვერდზე და შესაბამისად, ნებისმიერ აპლიკანტს შეუძლია ტესტისთვის წინასწარ მოემზადოს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტესტსაც წარმატებით გაივლის, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ჩვენთან ჯერ ჯგუფურ და შემდგომ ინდივიდუალურ გასაუბრებაზე. თუმცა, არც ეს არის შერჩევის ბოლო ეტაპი. ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები, ორკვირიანი ფოკუსკვირის განმავლობაში სწავლობენ "პროკრედიტ ბანკის" ბიზნესმოდელს - ვუხსნით რა ტიპის ორგანიზაცია ვართ, რა არის ჩვენი ხედვა, რას ვითხოვთ თანამშრომლებისგან, ვაცნობთ ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში პროფესიული და კარიერული წინსვლის რა შანსები აქვთ და რა თქმა უნდა მათაც ვუსმენთ. გვაინტერესებს, რამდენად ახერხებს ჩვენ მიერ შერჩეული ყოველი კანდიდატი გუნდთან ინტეგრაციას, რამდენად თავისუფლად შეუძლია აზრის გადმოცემა, ჩართვა დისკუსიაში, ისეთ თემაზე საუბარი და პოზიციის გადმოცემა, რომელიც მისთვის უცხო და ახალია. ორკვირიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ აპლიკანტებს ვეუბნებით საბოლოო პასუხს, მოხვდნენ თუ არა "ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამაში". პროგრამის მონაწილეებს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყოველთვიური სტიპენდიით, ანუ ჯიბის ფულით, რომელიც 250 ლარს შეადგენს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილეს აქვს გარკვეული სამუშაო გამოცდილება და პროგრამის გამო დატოვა სამსახური, შესაძლებელია სტიპენდიის ოდენობა გადაიხედოს.

რასაც ასევე ვითხოვთ პროგრამის მონაწილეებისგან, მობილურობაა. იმ შემთხვევაში, თუ დადგება საჭიროება, შესაძლოა ბანკმა თავისი თანამშრომელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგიონში მიავლინოს სამუშაოდ. ჩვენი ბანკი საქართველოს ბევრ რეგიონშია წარმოდგენილი და გვინდა, რომ ყველგან ერთნაირად კვალიფიციური კადრი გვყავდეს.

- საინტერესოა, რამდენი ადამიანი დასაქმდა უკვე "პროკრედიტ ბანკში" "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" მეშვეობით?

- ამ პროგრამით ბანკში უკვე 100- მდე ახალგაზრდა ბანკირი მუშაობს. ამჟამად პროგრამის ორი კურსი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვინც დაასრულებს, ისინიც "პროკრედიტ ბანკის" გუნდის წევრები გახდებიან. "ახალგაზრდა ბანკირების" სწავლების კურსი ინტენსიური და დატვირთულია. პროგრამის მონაწილეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენს ტრენინგცენტრში ცხოვრობენ. სასწავლო კურსის მსვლელობისას, პროგრამის მონაწილეებს შესასრულებლად ეძლევათ გარკვეული პროექტები და შანსი იმისა, რომ გამოავლინონ საკუთარი უნარები, შეუძლიათ თუ არა ასეთი პროექტების მართვა და გაძღოლა. ჩვენ კი ვცდილობთ მათ ტრენინგცენტრში ყველა სამუშაო და ყოფითი გარემო შევუქმნათ, რომ მხოლოდ საქმეზე იყვნენ ორიენტირებული. რეგიონებიდან ჩამოსულ პროგრამის მონაწილეებს კი შეუძლიათ მთელი ამ 6 თვის განმავლობაში ტრენინგცენტრში იცხოვრონ. ასე რომ, ყველა პირობას ვუქმნით "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" მონაწილეებს, რომ მათგან პროფესიონალი კადრები მივიღოთ.

- ვინ ასწავლის ახალგაზრდა ბანკირებს საბანკო საქმეს, კლიენტებზე ზრუნვას, კორპორატიულ კულტურასა და პროგრამისთვის აუცილებელ ყველა სხვა საგნებს?

- ახალგაზრდა ბანკირების სწავლების პროცესში ჩვენი ბანკის ტოპმენეჯმენტი და საშუალო რგოლის მენეჯმენტი მონაწილეობს. მათ კი თავის მხრივ დამთავრებული აქვთ "პროკრედიტ ჯგუფის" აკადემია გერმანიაში. ბანკის მთელი მენეჯმენტი მობილიზებულია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ კვალიფიციური და ბანკისთვის ღირებული კადრი, რადგან ჩვენი თანამშრომელი, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი აქტივია. "პროკრედიტ ბანკი" საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 000 ლარამდე ხარჯავს თანამშრომელთა ტრენინგებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ ეფექტური კაპიტალდაბანდებაა.

სწორედ ამის შედეგია, რომ ბანკში მოწინავე და საპასუხიმგებლო თანამდებობებზე ადამიანური რესურსების შერჩევა შიდა კადრებით ხდება და არ გვჭირდება მენეჯერულ პოზიციებზე გარედან კადრების აყვანა.

ამიტომ, თუ ხარ დამოუკიდებელი, მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და არ გეშინია სირთულეების, "პროკრედიტ ბანკში" წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.

R