თბილისში შკოდა-ს ახალი ცენტრი გაიხსნა
04-10-2013
თბილისში  შკოდა-ს ახალი  ცენტრი გაიხსნა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, ავტომობილების მწარმოებელი  ჩეხური  ბრენდის - შკოდას  ახალი ცენტრი გაიხსნა. მოწვეული სტუმრებისთვის ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, გაიმართა.

შკოდას ახალი ცენტრის გახსნას დაესწრნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს სექტორისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები,  დიპლომატები და მედია. ასევე, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი და საქარველოში ყველაზე დიდი საავტომობილო ჰოლდინგის - იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო შკოდას სრულიად ახალი მოდელი- ღაპიდ-ი,  რომლის წარმოებაც კომპანიამ
2013 წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული მოდელი უკვე კარგად ცნობილი მოდელების Octavia -სა და Fabia-ს კლასებს შორისაა. Skoda Rapid-ი სხვა მოდელებთან შედარებით უფრო ეკონომიურია, ის მეტად კომფორტული და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

ამასთან, ახალი მოდელის ფასი $16 350-დან იწყება.
როგორც შკოდას ოფიციალურ წარმომადგენლობაში - იბერია ბიზნეს ჯგუფის
მენეჯმენტში აცხადებენ, საქართველოში ბრენდის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა. „შკოდას ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და გაფართოების ძირითადი მიზეზი, ბრენდის ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნაა, რომელმაც დიდი ცენტრის აუცილებლობა შექმნა. შკოდამ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ხარისხიანი ახალი ავტომობილის შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად,“ - აცხადებს იბერია ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.

საღამოზე ასევე მოეწყო მსუბუქი ავტომობილის - განახლებული შუპერბ-ის პრეზენტაცია,  რომელიც წარმომადგენლობითი კლასის სედანია, აღჭურვილია TSI ძრავით, და  გამოირჩევა თავისი სიმძლავრით და ეკონომიურობით.
საზეიმო გახსნაზე კომპანიამ ორი საგზური გაათამაშა, - 2 კაციანი მოგზაურობა  პრაღაში და 2 კაციანი საგზური „შატო მერე“-ში.

შკოდას ცენტრში წარმოდგენილი ავტომობილების შეძენის გარდა, მომხმარებელი  სასურველი კომპლექტაციის ავტომობილის შეკვეთასაც შეძლებს. „მიგვაჩნია, რომ  შკოდა-ს ახალი ცენტრი, მომხმარებლისთვის მეტად კომფორტული და მოსახერხებელი იქნება, ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ავტოსერვისი, რაც გულისხმობს ავტომობილის დიაგნოსტიკას და შეკეთებას. ასევე შესაძლებელი იქნება ორიგინალი სათადარიგო ნაწილების შეძენა“- განაცხადა Skoda-ს ცენტრის დირექტორმა  დავით ჯოხაძემ.

იბერია ბიზნეს ჯგუფი შკოდას ოფიციალური წარმომადგენელია. ჩეხური ბრენდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს  ყველაზე გაყიდვადი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს.  დღეს-დღეობით შკოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია საქართველოს კორპორატიულ სეგმენტში.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით