განახლებული სმს სერვისი თიბისი ბანკისგან - “TBC SMS “
23-10-2013
განახლებული სმს სერვისი თიბისი ბანკისგან - “TBC SMS “
მათ, ვისაც გსურთ, მარტივად აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები და მუდმივად იყოთ ინფორმირებული  მათზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ, თიბისი ბანკი გთავაზობთ განახლებულ სმს სერვისს.
TBC SMS-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

•    მიიღოთ ინფორმაცია ტრანზაქციების, ანაბრების, სესხებისა და სხვა საბანკო სერვისების შესახებ
•    შეასრულოთ ტრანზაქციები ბანკში შესაბამისი SMS ბრძანების გაგზავნით
განახლებული სმს სერვისის საშუალებით მომხმარებელს უკვე შეუძლია მიიღოს შეტყობინება ისეთი პროდუქტებისა და ტრანზაქციების შესახებ, როგორებიცაა:
•    ბანკომატებსა და მაღაზიებში ბარათით შესრულებული ოპერაციები
•    ფილიალში თანხის
შეტანა და გატანა  NEW!
•    ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა და გადარიცხვა NEW!
•    ინტერნეტ და მობაილ ბანკით განხორციელებული ოპერაციები  NEW!
•    დეპოზიტებთან დაკავშირებული შეტყობინებები
•    საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული შეტყობინებები, მათ შორის სესხის გადახდის შემახსენებელი სმს-ები
•    ავტომატურ გადარიცხვებთან დაკავშირებული შეტყობინებები

სერვისის ჩასართავად საკმარისია, დარეკოთ თიბისი ბანკის
სატელეფონო ცენტრში 227 27 27 და დააფიქსიროთ მობილურის ნომერი, რომელზეც გსურთ სმს შეტყობინებების მიღება. რაც მთავარია, სმს სერვისის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერი მოდელის მობილურ ტელეფონზე - ამისათვის არც სმარტფონია საჭირო და არც ინტერნეტ კავშირი. აღნიშნული სერვისით სარგებლობას მომხმარებელი შეძლებს თვეში მხოლოდ 1 ლარად.

ასე რომ იჩქარეთ, ჩართეთ განახლებული სმს სერვისი, აკონტროლეთ თვენი ანგარიშები და მუდმივად იყავით ინფორმირებული თქვენს ანგარიშებთან დაკავშირებით!

R

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით