ევროპული პაბი ქართულ სამზარეულოში
18-11-2013
ევროპული პაბი ქართულ სამზარეულოში
"პაბი" ლუდხანას, ტრაქტირს ნიშნავს, სადაც მთავარი მენიუ ლუდი, სპირტიანი სასმელები და მრავალგვარი "კრეკერია". თუმცა ცოტა ხნის წინ პაბის კლასიკური ნიშა "ქართულმა პაბმა" დაარღვია. ის თბილისის პერიფერიულ უბანში, გლდანში გაიხსნა, და აქ შეგიძლიათ, გარდა ლუდისა, ხინკალი, ქაბაბი და მწვადიც მოატანინოთ.

დავით ყაზახაშვილი ("ქართული პაბის" დირექტორი):
ბაზარზე "ქართული პაბი" ორი თვის წინ გამოჩნდა, მაგრამ მისი დაარსების იდეა დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიბადა. გვინდოდა, კომფორტული გარემო შეგვექმნა, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ხალხმრავალ რაიონში,
გლდანში.

მანამდე შევისწავლეთ ბაზარი და, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაიონში ბევრი კვების ობიექტია, აღმოვაჩინეთ, რომ ზოგადად, ხარისხის პრობლემა დგას. ამასთან ერთად, არ არის გარემო, რომელიც გამორჩეული იქნება მაღალი სტან
დარტით - როგორც საკვების მომზადების, ასევე მომსახურების თვალსაზრისით. ჩვენმა გათვლამ გაამართლა, "ქართული პაბი" ძალიან მალე გახდა პოპულარული და არა მხოლოდ გლდანელები, არამედ ქალაქის ცენტრალური უბნებიდანაც მოდიან ჩვენთან სტუმრად, რაც ძალიან გვახარებს.

რვა წელია ამ სექტორში მუშაობის გამოცდილება მაქვს, მათ შორის უცხოეთშიც. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამფუძნებლებმა საქმე მანდეს. პაბისთვის იჯარით ავიღეთ სამსართულიანი შენობა. პირველ სართულზე მოვაწყეთ სამზარეულო, რომელიც შემინულია და კერძები, ფაქტობრივად, სტუმრის თვალწინ მზადდება. მეორე სართულზე მცირე, 35 სტუმარზე გათვლილი დარბაზია. მესამე სართულზე გახლავთ ძირითადი დარბაზი ორი ღია ვერანდით, რომელიც 145 კაცზეა გათვლილი. მოკლედ, იდეალური გარემოა შექმნილი, რათა სტუმარი მოვიდეს და ისიამოვნოს. ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა შენობის რემონტი. დავიქირავეთ დიზაინერები, რადგან პაბისთვის სპეციფიკური გარემოა საჭირო, ოთხი თვე კი ასეთი გარემოს მოსაწყობად ძალიან ცოტაა. სარემონტო სამუშაოებთან ერთად ვარჩევდით კადრებს. ძირითადი კრიტერიუმი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გახლდათ. პაბში ოცი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული.

გვინდოდა მიგვეღწია ევროპული პაბისა და ქართული სამზარეულოს სინთეზისთვის და "ქართული პაბიც" ამიტომ დავარქვით. უფრო ზუსტად, მიზანი იყო ქართული სამზარეულო ევროპულ გარემოში. რაც შეეხება საკვებს, ნედლეულს, რისგანაც კერძები მზადდება, თავიდანვე გადაწყდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ახალი და ადგილობრივი წარმოების და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის. სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა სხვა შესაძლო კონკურენტებთან შედარებით, რომ ჩვენთვის ხარისხის კონტროლი უმთავრესია. ამ პირობებშიც კი, როცა მაღალი ხარისხი მეტ ხარჯს უკავშირდება, მაინც შევძელით, სხვა კვების ობიექტებთან შედარებით, თანაბარი ფასები შეგვენარჩუნებინა. ფასი ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა გქონდეს ისეთი ფასები, რომ სტუმარს შენთან შემოსვლის შეეშინდეს. წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ფასები სტაბილური იყოს. რაც შეეხება სასმელს, გვაქვს გერმანული და ადგილობრივი წარმოების ლუდი. მოკლედ, მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენთან უკრავს ცოცხალი ბენდი და მომსვლელს შეუძლია, ფაქტობრივად, ყოველდღე ლუდის ფესტივალზე იგრძნოს თავი".

ტელ.: 2147077


P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 2725283.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით