"უცხო ხილი" "ბროწეულთან" ერთად - კვირის პალიტრა

"უცხო ხილი" "ბროწეულთან" ერთად

ფასდაკლების ვაუჩერებმა მომხმარებლის აჟიოტაჟური მოთხონა გამოიწვია

სარეკლამო კატალოგი "ბროწეული" უკვე ერთი წელია გამოდის და მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიის ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს. კვების პროდუქტები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სამედიცინო მომსახურება - მომხმარებელს "ბროწეულში" შეუძლია ყველა სარფიანი შეთავაზება ერთად ნახოს, დეტალურად გაეცნოს მოცემულ პირობებს და სასურველი არჩევანი გააკეთოს.

ასე რომ, "ბროწეული" თვის საუკეთესო შეთავაზებების გიდია.

თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო ორშაბათს, "ბროწეული" ყველაზე მრავალტირაჟიან გაზეთებთან - "კვირის პალიტრასა" და "სიტყვა და საქმესთან" ერთად ვრცელდება. იმავე კვირის შაბათ-კვირას კი, კატალოგის 5 000 ეგზემპლარი ქავთარაძეზე მდებარე ჰიპერმარკეტ "გუდვილში" მისული მომხმარებლის ხელში ხვდება. სარეკლამო კატალოგი წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" შესულ მომხმარებელსაც გადაეცემა.

ქართულ სარეკლამო კატალოგს, რომლის ტირაჟი 40 ათასს აჭარბებს, ონლაინვერსიაც აქვს. ონლაინკატალოგის ნახვა მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდებზე: www.kvirispalitra.ge, www.ambebi.ge, www.marao.ge.

მრავალფეროვანი შეთავაზებების გარდა, სწორედ "ბროწეულის" საშუალებით შეუძლია მომხმარებელს გაეცნოს ყველაზე სარფიან წინადადებებს, ხელსაყრელ ფასსა და გრანდიოზულ ფასდაკლებას მისთვის საინტერესო და სასურველ პროდუქციაზე.

სარეკლამო კატალოგი, რომელიც ყველაზე დიდტირაჟიან პერიოდულ გამოცემებთან ერთად ვრცელდება, კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაზარდონ მათი პროდუქციის, სერვისის ცნობადობა და სათქმელი მიზნობრივ აუდიტორიამდე მიიტანონ. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი შესაძლებლობებია კომპანიებისთვის მომხმარებლების ზრდის გარანტი და რეკლამის განთავსების ყველაზე ეფექტიანი საშუალება.

ცოტა ხნის წინ კი "ბროწეულში" კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაინერგა - ფასდაკლების ვაუჩერები, რომელიც ერთნაირად ხელსაყრელი აღმოჩდა, როგორც მომხმარებლის ასევე ბიზნესისთვის, რომელსაც გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდა. "ბროწეულის" ყოველ ნომერში, სხვადასხვა კომპანიის, რამდენიმე ათეული ფასდაკლების ვაუჩერია წარმოდგენილი. ვაუჩერის ამოჭრის და ამა თუ იმ ობიექტში წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებით ისარგებლებს. ვაუჩერზე მითითებულია ამომწურავი ინფორმაცია, როგორც პროდუქციის, სერვისის, მისი საწყისი და არსებული ფასის, ასევე ვაუჩერის გამოყენების ვადების შესახებ.

თამაზ ცუცქირიძე ("კაფელის სახლის" მენეჯერი): "ეს კატალოგი კომპანიებისთვის პროდუქციის რეკლამირების საკმაოდ კარგი და ეფექტიანი საშუალებაა. აქ შეგიძლია განათავსო, როგორც კომპანიის, პროდუქციის საიმიჯო გვერდები, ასევე მიაწოდო მომხმარებელს ინფორმაცია ფასდაკლებების, სხვადასხვა აქციის შესახებ ან ექსკლუზიური შეთავაზება გააკეთო მათთვის. რადგან კატალოგს გავრცელების ძალიან ფართო არეალი აქვს, შედეგი მომხმარებლის ინფორმირებულობის თვალსაზრისით ძალიან შედეგიანია. საინტერესოა და აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის მთლიანად სარეკლამო კატალოგი და ერთგვარი გზამკვლევი მომხმარებლისთვის პროდუქციის არჩევისა და შეძენისთვის.

ფასდაკლების ვაუჩერების სისტემა კი კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა. სულ რამდენიმე კვირაა, რაც გამოდის და ბევრმა ადამიანმა მოგვმართა უკვე ვაუჩერით და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინა კონკრეტული პროდუქცია. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ "ბროწეულის" მეშვეობით საინტერესო შეთავაზებების გაცნობას მომხმარებლისთვის და ვფიქრობთ, რომ ვაუჩერების სისტემა მომავალში კიდევ უფრო აქტუალური იქნება, ბაზარზე კი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება ასეთი შინაარსის სარეკლამო კატალოგი".

თინათინ ასათიანი (გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი): "ბროწეულის" ყოველ ნომერში საშუალოდ სამიოთხი საინტერესო შეთავაზება გვაქვს და მომხმარებელიც აქტიურობს. მხოლოდ ვაუჩერებით მომხმარებელი 600-700 წიგნს ყიდულობს. ყოველ კატალოგში ჩვენს შეთავაზებებს სხვადასხვა ასაკის, გემოვნების წიგნის მოყვარულებს ვარგებთ. მაგალითად, ვთავაზობთ, როგორც მხატვრულ, ასევე საბავშვო ლიტერატურას, სამეცნიერო და ენციკლოპედიურ გამოცემებს. გარდა ამისა, რადგან მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება დიდია, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ვთავაზობთ წიგნებს, სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ". ვაუჩერის განაღდების ვადა ჩვენ შემთხვევაში 10 დღეა, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა არჩევანი გააკეთოს და წიგნი შეიძინოს. რაც შეეხება ფასდაკლებებს, ეს არის უპრეცედენტო შეთავაზებები, რომელთა მიღებაც მომხმარებელს მხოლოდ "ბროწეულით" შეუძლია და სხვადასხვა შემთხვევაში ფასდაკლება 40%-დან 60%-მდეა".

ეთერ ქავთარაძე (კომპანია "მეგატექნიკის" მარკეტინგის მენეჯერი): "კატალოგში თავმოყრილია მრავალფეროვანი, სეზონისთვის აქტუალური შეთავაზებები, სხვადასხვა სახის აქცია და ფასდაკლების კუპონები. ყველამ იცის, რომ "კვირის პალიტრას" ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს, ამიტომ ის, რომ ეს კატალოგი ამ გაზეთთან ერთად ვრცელდება, თავისთავად მეტყველებს, რამდენი ადამიანი ეცნობა "ბროწეულს" და მასში არსებულ შეთავაზებებს. ჩვენ უკვე დიდი ხანი ვთანამშრომლობთ "ბროწეულთან", თითქმის ყველა ნომერში გვაქვს საინტერესო შეთავაზებები მომხმარებლისთვის და შედეგითაც კმაყოფილი ვართ. "ბროწეული" რეკლამირების ეფექტური და ხელსაყრელი საშუალებაა".

P.S. სწორედ ამ ხელსაყრელი და ექსკლუზიური აქციებისა და ფასდაკლების ვაუჩერების გამო, სარეკლამო კატალოგი "ბროწეული" დიდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებელთა შორის. ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას მომხმარებელი დიდი ინტერესით ელოდება, რათა ისარგებლოს ხელსაყრელი შეთავაზებებით, ფასდაკლების აქციებითა და ვაუჩერებით. მოკლედ, "ბროწეული" ყველა ოჯახში სასურველი სტუმარი გახდა, სადაც მას ოჯახის ყველა წევრი ინტერესით ეცნობა.

ტელ.: 272 52 83

ეკა ქავთარაძე