„მაკდონალდსი“ მომხმარებელს უფრო მეტად მოსახერხებელ, უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდას თავაზობს - კვირის პალიტრა

„მაკდონალდსი“ მომხმარებელს უფრო მეტად მოსახერხებელ, უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდას თავაზობს

თბილისი, 19 ნოემბერი, 2013 –„მაკდონალდსმა“, VISA–მ და საქართველოს ბანკმა, ერთობლივად განაცხადეს, „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების დანერგვის შესახებ. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „მაკდონალდსი“ მომხმარებლებს, საკუთარი რესტორნების ქსელში, ყველა ტიპის საბანკო ბარათთან ერთად, თანამედროვე VISA payWave  უკონტაქტო ბარათით გადახდას თავაზობს.

თანამედროვე მომხმარებელს მოთხოვნილება აქვს ისარგებლოს გადახდის სწრაფი, მარტივი და მოხერხებული შესაძლებლობებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სავაჭრო ობიექტებში, სადაც მომსახურების სისწრაფე ხარისხთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში უნაღდოანგარიშსწორებისსისტემის დანერგვისას, განსაკუთრებულიყურადღება ექცეოდა მომხმარებლისმომსახურებისსისწრაფის გაუმჯობესებას და, ამავდროულად მომხმარებლის უსაფრთხოებისდაცვას, რაც 2013 წლამდე შეუძლებელი იყო. დღეს ეს შესაძლებელი გახდა VISA-ს მარტივი, თანამედროვე პროდუქტისა და საქართველოს ბანკის ახალი თაობის ტერმინალების დანერგვით. „გადახდა ასევე შესაძლებელი იქნება, საქართველოში ინოვაციური მეთოდით – NFC სმარტფონის  ტერმინალთან ახლოს მიტანით“ - განაცხადა „მაკდონალდსის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

„მაკდონალდსის“რესტორნებშიVISA payWave-ით გადახდის უპირატესობებია:

-    გადახდის სიმარტივე და სისწრაფე - ნებისმიერიბარათით გადახდისდამუშავებისდრო3 დან 8 წამამდეა;

-    უსაფრთხოება -  ბარათის მფლობელი ანგარიშსწორებას მოლარის გარეშე განახორციელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბარათის მფლობელი ინარჩუნებს კონტროლს საკუთარ ბარათზე;

-    კომფორტი - 45 ლარამდე მოცულობის ყიდვის ოპერაცია პინ კოდის შეყვანის გარეშეა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის თანხის გადახდის პროცესს.

2013 წლის ბოლომდე „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში შესაძლებელი იქნება უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა.

R