სამი მუშკეტერის კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ - კვირის პალიტრა

სამი მუშკეტერის კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“

21 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი ბანკის ორგანიზებით გაიხსნება „სამი მუშკეტერის“ პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში.

ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას საშუალება ექნება, ნახოს „სამი მუშკეტერის“ ყველა დროის საუკეთესო ფილმები და გაიხსენოს ალექსანდრე დიუმას ამ გმირების მეგობრობის, ერთგულებისა და გვერდში დგომის დაუვიწყარი ისტორია!

ფესტივალი ტარდება თიბისი ბანკის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც თიბისის ბრენდის ახალი მეგობრები ხდებიან თანამედროვე მუშკეტერები - ათოსი, პორთოსი და არამისი.

ფესტივალის ფარგლებში, 21-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ნაჩვენები იქნება სხვადასხვა დროს - 1939 წლიდან 2011 წლამდე გადაღებული 8 ფილმი.

ფესტივალის დღეებში, ყოველდღე მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს ალექსანდრე დიუმას რომანის 2 ეკრანიზაცია -ერთი ძველი და ერთი ახალი. ფილმების დასაწყისი 20:00 საათზე და 22:00 საათზე.

თიბისი ბანკის მომხმარებლებისა და პარტნიორების გარდა, კინოფესტივალზე დასწრება შეეძლებათ ბანკის Ffacebook გვერდის მომხმარებლებს, რისთვისაც  უნდა დარეგისტრირდნენ კინოფესტივალის Fაცებოოკ აპლიკაციაში www.facebook.com/tbcbank

R