"თბილისი მოლში" სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" გაიხსნა - კვირის პალიტრა

"თბილისი მოლში" სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" გაიხსნა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xშ სათამაშოები" სულ რამდენიმე დღის წინ "თბილისი მოლში" გაიხსნა. მრავალფეროვანი არჩევანი, ცნობილი ბრენდები და 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქცია - "XSსათამაშოები" ყველა ასაკის ბავშვზეა გათვლილი. მულტფილმების გმირები, შემეცნებითი და გასართობი სათამაშოები - აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც ძალიან პატარებს უყვართ. საქართველოში ეს რიგით მესამე მაღაზიაა, "XS სათამაშოები" რუსთაველის 42 ნომერში მდებარე სავაჭრო გალერეაში და ბათუმშიც მდებარეობს. თბილისი მოლში, სულ რამოდენიმე დღეა გაიხსნა თუმცა მაღაზიას უკვე უამრავი ბავშვი სტუმრობს. ევროპული სტანდარტის შესაბამისი ხარისხი გულგრილს აქ შემოსულ ვერცერთ ადამიანს დატოვებს. მისაღები ფასები, ყოველთვიური ფასდაკლებები და ფასდაკლების ბარათები - "XS სათამაშოების" ქსელი მომხმარებელს განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს.

"XS სათამაშოები" არის საერთაშორისო ქსელი, აქ შეხვდებით მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის "ლეგო","სპაიდერ მენი", "სტარ ვორსი", "დისნეის სათამაშოები," ბარბი" "მონსტერ ჰაი" და ასე შემდეგ. მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს ყველა ასაკის ბავშვისთვის, თუმცა არც მოზრდილები მოიწყენენ აქ. გვაქვს როგორც ბავშვებისთვის , ისე მოზრდილებისთვის გასართობი სამაგიდო თამაშები. ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლები და ფასები გვაქვს ძალიან მისაღები, შემიძლია ითქვას, რომ ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს საქართველოში. ასევე ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ფასდაკლების ბარათებს, რომელიც გადაეცემა ყველა კლიენტს. ყველა ბარათის მფლობელისთვის თვეში ერთხელ გვაქვს 20% ფასდაკლება. ასევე არის ყოვეკლთვიური ფასდაკლების კუთხეები. ასე რომ "XS სათამაშოებიდან" უკმაყოფილო არავინ წავა."- განაცხადა "XS სათამაშოების" ქსელის მენეჯერმა ია ყიფიანმა.

"XS სათამაშოების" მაღაზიაში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ თვითონ გამოსცადონ სასურველი ნივთები და გაერთონ. აქ პატარებისთვის გასატესტი ადგილებია, სადაც სათამაშოებით გართობა, მულტფილმების ყურება და ხატვაც შეუძლიათ. უფროსებსაც და ბავშვებსაც სათამაშოების არჩევაში მაღაზიის კონსულტანტები დაეხმარებიან, რომლებმაც აქ არსებული ნივთების შესახებ ყველაფერი იციან და სასარგებლო რჩევებსაც იძლევიან. "XS სათამაშოების" ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრილი პატარები მაღაზიიდან გამოსვლას დიდხანს არ მოისურვებენ.

R