უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმი
17-12-2013
უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და კომპანია Microsoft საქართველოს ორგანიზებით გაიმართა უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმი - ხარისხის განვითარება ინსტიტუციური ეფექტურობისთვის და ტექნოლოგიების როლი უმაღლეს განათლებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტებისა და საჭიროებების განხილვა და იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტების და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, რომელიც ხელს უწყობს სწავლა/სწავლების, ადმინისტრირების პროცესების თუ ინფრასტრუქტურის მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციური ეფექტურობის
ზრდას.

ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განათლების სფერო კი უმნიშვნელოვანესი რგოლი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გავრცელდეს  საქართველოში, რაც გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს და ეფექტურს გახდის ორგანიზაციაში მიმდინარე ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს.

ლიდერთა ფორუმზე პრეზენტაცია წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ. სპეციალურად ფორუმისთვის თბილისში ჩამოვიდა განათლების გადაწყვეტების ექსპერტი, Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის წევრი ოლივერ ზოფიჩი, რომელმაც წარმოადგინა უახლეს ქლაუდ ტექნოლოგია Office 365. მან აღნიშნა, რომ „Microsoft-ის ტექნოლოგიები უნივერსიტეტებისთვის სწავლა/სწავლების, ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საუკეთესო ერთიან გარემოს ქმნის“. განათლებაში თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა Microsoft საქართველოს განათლების მენეჯერმა შოთა მურცხვალაძემ. ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარმოადგინეს ბიზნესის წარმომადგენლებმა (დავით კიზირია - Innovative Systems Management, დავით გაბრიჩიძე - UGT, დავით რამიშვილი - High Tech Solutions), რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საუნივერსიტეტო საკითხებზე.

ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს განათლებაში ტექნოლოგიების ზოგად ტენდენციებსა და როლზე და Microsoft-ის სტრატეგიებზე ამ მიმართულებით, ასევე განათლების უახლეს ქლაუდ ტექნოლოგიებზე; სწავლა/სწავლების პროცესების ახალი მეთოდების დანერგვასა და შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებზე; უნივერსიტეტის ადმინსიტრირების პროცესებსა და გადაწყვეტებზე, რომლებიც უკვე წარმატებით ინერგება ქართულ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  ასევე უნივერსიტეტის IT ინფრასტრუქტურის მოწყობის ტექნოლოგიურ საშუალებებზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე მოწვეულ სტუმრებს ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ესაუბრა და Microsoft-თან თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა: „ჩვენმა უნივერსიტეტმა Microsoft-ის პროდუქტების სრული ლიცენზირება მოახდინა“. Microsoft-ის ტექნოლოგიით საშუალება გვაქვს უზრუნველვყოთ კომპიუტერული ქსელის  გამართული მუშაობა და უსაფრთხოების დაცვა, აგრეთვე, მისი დახმარებით ყველა კომპიუტერის  ტექნიკური მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ეს კომფორტს წარმოადგენს ორგანიზაციისთვის, რომელსაც ფილიალები აქვს.
ჩვენ დავნერგეთ  ვირტუალური სასწავლო გარემო, რომლის საშუალებით საუნივერსიტეტო კურსები უკვე ონლაინ არის ხელმისაწვდომი. ამ სისტემის საშუალებით უკვე ვატარებთ ტესტირებებს და გამოცდებს.დაინერგა კორპორატიული ელექტრონული ფოსტის სერვისი - ყველა თანამშრომელს და სტუდენტს აქვს პერსონალური საუნივერსიტეტო ელფოსტის მისამართი, რომელიც ინტეგრირებულია ონლაინ კონფერენციის სისტემასთან“.

ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისთვის და გამორჩეული პარტნიორობისთვის Microsoft-ი აგძელებს სრულიად ახალი პროგრამის იმპლემენტაციას უნივერსიტეტში, რომლიც სტუდენტებს გაუუმჯობესებს ტექნოლოგიებთან წვდომას.

Microsoft-ი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს თანამშრომლობას. ხარისხის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამდეროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იყოს უმაღლესი უნივერისტეტებისთვის.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით