2013 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერები - კვირის პალიტრა

2013 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერები

ყოველი წლის ბოლოს ჟურნალი "ფორბსი" აფასებს, მილიარდერთა მსოფლიო კლუბის რომელმა წევრმა გაატარა უფრო "დამკვრელურად" გასული 12 თვე და რამდენი მილიარდით გაზარდა თავისი "დანაზოგი". რეიტინგის შესადგენად, მომატებული კაპიტალი აითვლება 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 20 დეკემბრამდე. "მილიარდერი-2013-ის" სიას სათავეში მოექცა სათამაშო კორპორაცია "ლას ვეგას სანდზის" მთავარი აქციონერი და გენერალური დირექტორი შელდონ ადელსონი. უმსხვილესი კაზინოების მფლობელმა შარშან "ჯეკპოტი მოხსნა" - მის კაპიტალს $15 მლრდ შეემატა და ზრდამ 68% შეადგინა. ტოპათეულის დანარჩენი ადგილები ერგოთ წამყვან ტექნოლოგიურ ბიზნესმენებს "ფეისბუკის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის "მეთაურობით" და სავაჭრო იმპერია "უოლ-მარტის" მემკვიდრეებს. არ ასუსტებს თავის "რკინის მარწუხებს" არც ლეგენდარული "ომაჰელი ორაკული" უორენ ბაფეტი.

1. შელდონ ადელსონი - ქონება $37,2 მლრდ; 2013 წელს მიმატებული კაპიტალი - $15 მლრდ (+68%): "ლას ვეგას სანდზის" მთავარმა აქციონერმა და გენერალურმა დირექტორმა შელდონ ადელსონმა შარშან თითქოს საკუთარ კაზინოშივე ითამაშა და მოიგო: კორპორაციის აქციათა კოტირებათა ზრდის ხარჯზე ის $15 მილიარდით ანუ თითქმის 70%-ით გამდიდრდა! მისმა ქონებამ $37 მილიარდს მიაღწია და ამერიკელ მილიარდერთა რეიტინგში მე-11 ადგილიდან მე-5-ზე გადაინაცვლა. ცოტა არ იყოს გასაკვირია, მაგრამ ამგვარი ზრდის საფუძველი გახდა არა სათამაშო ბიზნესის მსოფლიო დედაქალაქი ლას-ვეგასი, არამედ ადელსონის ბიზნესის ექსპანსია მაკაოსა და სინგაპურში;

2. მარკ ცუკერბერგი - ქონება $25,8 მლრდ; 2013 წლის ნაზრდი - $13,6 მლრდ (+112%);

3. ჯეფ ბეზოსი - ქონება $36,9 მლრდ; 2013 წელს იშოვა $13,9 მლრდ (+56%);

4. უორენ ბაფეტი - ქონება $60 მლრდ; 2013 წელს მიმატებული კაპიტალი - $12,1 მლრდ (+25%);

5. კრისტი უოლტონი - ქონება $37,5 მლრდ; 2013 წლის ნაზრდი - $10,7 მლრდ (+40%);

6. რობსონ უოლტონი - ქონება $35 მლრდ. 2013 წელს მიმატებული კაპიტალი $10,1 მლრდ (+41%);

7. ელის უოლტონი - ქონება $35 მლრდ. 2013 წელს მიმატებული კაპიტალი $10,1 მლრდ (+40%);

8. ჯიმ უოლტონი - ქონება $35,5 მლრდ. 2013 წელს მიმატებული კაპიტალი $10 მლრდ (+39%);

9. ლარი პეიჯი ("გუგლის" თანადამფუძნებელი) - ქონება $30,5 მლრდ. 2013 წელს მიმატებული კაპიტალი $9,4 მლრდ (+26%);

10. ბილ გეიტსი - ქონება $74,1 მლრდ. 2013 წელს მიმატებული კაპიტალი $9,3 მლრდ (+14%).