სს „წყალი მარგებელი“ აგრძელებს პროექტს „განათლებული მომავლისთვის“
24-01-2014
სს „წყალი მარგებელი“ აგრძელებს პროექტს „განათლებული მომავლისთვის“
სს „წყალი მარგებელი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს. ამ მიზნით, კომპანია   პროექტს „განათლებული მომავლისთვის“ წელსაც აგრძელებს. წელს, განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნულიოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, „წყალი მარგებლი“ ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამ მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში ორიკვირიანი ენის კურსით დააჯილდოვებს.

ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობებს კომპანია დააფინანსებს. ეროვნული ოლიმპიადის საბოლოო შედეგები 2 მაისს გახდება ცნობილი.

კომპანია „წყალი მარგებლმა“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწვალეებისთვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლებისა და  წახალისების მიზნით, 2013 წელს სპეციალური პროექტი „განათლებული მომავლისთვის“ შეიმუშავა. შარშან, მოსწავლეები განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შეირჩა. რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე - გვანცა ცინცაძე (53 ქულა), ლუკა
ყაჭეიშვილი (50 ქულა) და მაგდა მამალაძე (45 ქულა)  2013 წლის აგვისტოში, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსებზე გაემგზავრნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო საპილოტო პროექტი, რომელმაც  ყოველწლიური სახე მიიღო და წელსაც გრძელდება. კომპანია ‘წყალი მარგებელი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწვალეებს მოუწოდებს აქიტიურად თვალყური ადევნონ კომპანიის პროექტებს, რათა მომავალში თავადაც გახდნენ ამ პროექტის მონაწილენი.

R
fdvgbsev
01 თებერვალი 2014 19:38
რად გვინდა ეგ განათლებული მომავალი, ჩვენ კაიბიჭურ-ქურდული მომავალი გვჭირდება, მაგისთვის არ ავირჩიეთ ქოცნება

რედაქტორის რჩევით