სარეკლამო კატალოგი ბაზარზე გზას იკაფავს - კვირის პალიტრა

სარეკლამო კატალოგი ბაზარზე გზას იკაფავს

ფასდაკლების ვაუჩერები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი, ახლა სარეკლამო კატალოგ "ბროწეულსაც" აქვს

რეკლამა რომ ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა, ამაზე კარგა ხანია, აღარ დავობენ. ტექნოლოგიების განვითარებამ, სხვა სფეროების მსგავსად, სიახლეები რეკლამაშიც შემოიტანა. უფრო მრავალფეროვანი გახდა როგორც რეკლამის განთავსების საშუალებები, ასევე მომხმარებლისთვის სარეკლამო გზავნილის მიწოდების ხერხები.

ადგილობრივ ბაზარზე ერთი წელია, ყოველთვიური სარეკლამო კატალოგი "ბროწეული" გამოდის და მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიის ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ პროდუქციასა და სერვისს აცნობს. სურსათი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სამედიცინო მომსახურება - მომხმარებელს შეუძლია სარფიანი შეთავაზებები ერთად ნახოს, დეტალურად გაეცნოს მოცემულ პირობებს და სასურველი არჩევანი გააკეთოს. "ბროწეული" თვის საუკეთესო შეთავაზებების გზამკვლევია.

ბაზრის სხვადასხვა სექტორში დღეს მძაფრი კონკურენციაა და ყველა ცდილობს, რაც შეიძლება "ახლოს მივიდეს" მომხმარებელთან, დროულად და ამომწურავად მიიტანოს სათქმელი. სარეკლამო კატალოგში კი თვალსაჩინო და ტექსტური რეკლამის საუკეთესო სინთეზია და მომხმარებელი კონკრეტულ და სრულ ინფორმაციას იღებს - შეთავაზებების, პროდუქციის, ფასდაკლების შესახებ. ეს არ არის ზოგადი, ხმაურიანი რეკლამა, რომელმაც შეიძლება ფართო მომხმარებელი კი მიიზიდოს, მაგრამ ადგილზე მისული გაწბილებული დარჩეს იმის გამო, რომ გამოცხადებული ფასდაკლება ან სარფიანი შეთავაზება არ ვრცელდება მისთვის საინტერესო კონკრეტულ პროდუქტსა და სერვისზე. კატალოგში მოცემული რეკლამის გაცნობისას მომხმარებელმა ზუსტად იცის, სად, რას და რა ფასად შეიძენს.

"ბროწეულის" პოპულარობასა და ეფექტიანობას ისიც განაპირობებს, რომ სარეკლამო კატალოგი თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო ორშაბათს, ყველაზე მრავალტირაჟიან გაზეთებთან - "კვირის პალიტრასა" და "სიტყვა და საქმესთან" ერთად ვრცელდება. იმავე კვირის შაბათ-კვირას კატალოგი ქავთარაძის ქუჩაზე ჰიპერმარკეტ "გუდვილში" მისულ ყველა მომხმარებელს უსასყიდლოდ გადაეცემა. სარეკლამო კატალოგი წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" შესულ მომხმარებელსაც ურიგდება.

ქართულ სარეკლამო კატალოგს, რომლის ტირაჟი 45 ათასს აჭარბებს, ონლაინვერსიაც აქვს. ონლაინკატალოგის ნახვა მომხმარებელს პოპულარულ ვებგვერდებზე www.ambebi.ge, www. marao.ge და კვირისპალიტრა.გე შეუძლია.

თეა თაბაგარი (სარეკლამო კატალოგ "ბროწეულის" მენეჯერი): "სარეკლამო კატალოგი, რომელიც ყველაზე დიდტირაჟიან პერიოდულ გამოცემებთან ერთად ვრცელდება, კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაზარდონ მათი პროდუქციის, სერვისის ცნობადობა და მიზნობრივ აუდიტორიამდე დროულად მიიტანონ სათქმელი.

ცოტა ხნის წინ კატალოგს მორიგი სიახლე, ფასდაკლების ვაუჩერები შეემატა. ისინი ხელსაყრელი აღმოჩნდა როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესისთვის, რომელსაც ამ ვაუჩერებით გაყიდვა გაეზარდა. ყოველ ნომერში სხვადასხვა კომპანიის რამდენიმე ათეული ფასდაკლების ვაუჩერია წარმოდგენილი. ვაუჩერის ამოჭრისა და ამა თუ იმ ობიექტში წარდგენისას, მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქციაზე ფასდაკლებით ისარგებლებს. ვაუჩერზე მითითებულია ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის, სერვისის, მისი საწყისი და არსებული ფასის, ასევე ვაუჩერის გამოყენების ვადების შესახებ.

- როგორც ვიცი, ახლა კატალოგის მარტის ნომერი იგეგმება. რას შესთავაზებთ მომხმარებლებს?

- მარტის ნომერთან დაკავშირებით აჟიოტაჟია. დამკვეთების დიდი რაოდენობა გვყავს და გვერდების გადანაწილება მიდის, რადგან აქ მარტის თვის საუკეთესო შეთავაზებები იქნება თავმოყრილი. კონკურენტი ფირმები, რომელთა წინადადებები ერთ კატალოგში განთავსდება, ერთმანეთს უკეთესი წინადადებების მოფიქრებაში ეჯიბრებიან. შედეგად კმაყოფილია მომხმარებელიცა და რეკლამის დამკვეთიც.

- რამდენი ხნით ადრე უნდა დაიჭირონ კომპანიებმა თადარიგი, რომ კატალოგის გვერდებზე მათი შეთავაზებაც მოხვდეს?

- ჯობს კატალოგის გამოსვლამდე ორი კვირით ადრე მაინც დაგვიკავშირდნენ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ დამკვეთის ინტერესების გათვალისწინება და საუკეთესო კონკრეტული შეთავაზების ჩამოყალიბება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეთავაზებების რაოდენობაში დამკვეთი შეზღუდული არ არის.

თამაზ ცუცქირიძე ("კაფელის სახლის" მენეჯერი): "კომპანიებისთვის ეს კატალოგი რეკლამირების საკმაოდ კარგი და ეფექტიანი საშუალებაა. აქ შეგიძლია განათავსო როგორც კომპანიისა და პროდუქციის საიმიჯო გვერდები, ასევე მიაწოდო მომხმარებელს ინფორმაცია ფასდაკლებების, სხვადასხვა აქციის შესახებ ან მათთვის ექსკლუზიური შეთავაზება გააკეთო. რადგან კატალოგს გავრცელების ძალიან ფართო არეალი აქვს, მომხმარებლის ინფორმირებულობის თვალსაზრისით, შედეგი ძალიან კარგია.

ფასდაკლების ვაუჩერების სისტემა კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა. ბევრმა ადამიანმა მოგვმართა უკვე ვაუჩერით და საკმაო ფასდაკლებით შეიძინა კონკრეტული პროდუქცია. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ კატალოგის მეშვეობით საინტერესო შეთავაზებების მომხმარებლისთვის გაცნობას".

თინათინ ასათიანი (გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი): "ბროწეულის" ყოველ ნომერში საშუალოდ სამი-ოთხი საინტერესო შეთავაზება გვაქვს და მომხმარებელიც აქტიურობს. მხოლოდ ვაუჩერებით 600-700 წიგნს იძენენ. კატალოგში ჩვენს შეთავაზებებს სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების წიგნის მოყვარულებს ვარგებთ. ვთავაზობთ როგორც მხატვრულ, ასევე საბავშვო ლიტერატურას, სამეცნიერო და ენციკლოპედიურ გამოცემებს. გარდა ამისა, რადგან მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება დიდია, საგრძნობი ფასდაკლებით ვთავაზობთ წიგნებს, სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ". ვაუჩერის განაღდების ვადა ჩვენ შემთხვევაში ათი დღეა, რაც სავსებით საკმარისია არჩევანის გასაკეთებლად და წიგნის შესაძენად. რაც შეეხება ფასდაკლებებს, ეს უპრეცედენტო შეთავაზებებია, რომელთა მიღება მომხმარებელს მხოლოდ "ბროწეულით" შეუძლია. სხვადასხვა შემთხვევაში ფასდაკლება 40%-დან 60%-მდე მერყეობს".

ეთერ ქავთარაძე (კომპანია "მეგატექნიკის" მარკეტინგის მენეჯერი): "კატალოგში თავმოყრილია მრავალფეროვანი და სეზონისთვის აქტუალური შეთავაზებები, სხვადასხვა სახის აქცია და ფასდაკლების კუპონები. ყველამ იცის, რომ "კვირის პალიტრას" ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს, ამიტომ, კატალოგი ამ გაზეთთან ერთად გავრცელება თავისთავად მეტყველებს, რამდენი ადამიანი ეცნობა "ბროწეულსა" და იქ განთავსებულ შეთავაზებებს. ჩვენ უკვე დიდი ხანი ვთანამშრომლობთ კატალოგთან, თითქმის ყველა ნომერში გვაქვს საინტერესო შეთავაზებები მომხმარებლისთვის და შედეგითაც კმაყოფილი ვართ. ეს რეკლამირების ეფექტიანი და ხელსაყრელი საშუალებაა. კონკრეტული საქონლის რეალიზაციის ზრდასთან ერთად, ჩვენი კომპანიის ზოგადი რეკლამირებაც გამოგვდის, ფაქტობრივად, ორმაგ ეფექტს ვიღებთ".

P.S. სარეკლამო კატალოგი "ბროწეულის" მიზანია, მისი მოსახელე ხილის მსგავსად, ათას საინტერესო და გემრიელ მარცვალს შეიცავდეს. მუშაობის პირველმა წელმა აჩვენა, რომ ბაზარი კეთილგანწყობილად შეხვდა სიახლეს და კატალოგს კარგი, საქმიანი პერსპექტივები აქვს. დაწინაურებულ ქვეყნებში გამომავალი, დღეს უკვე სქელტანიანი კატალოგებიც, ოდესღაც სწორედ ასე იკვლევდნენ გზას წარმატებისკენ.

სარეკლამო კატალოგი "ბროწეული".

ტელ.: 272-52-83