სალომე შელიას ფინანსური რჩევები -7 თებერვლიდან - თიბისი ბანკის ახალი პროექტი
06-02-2014
სალომე შელიას ფინანსური რჩევები -7 თებერვლიდან - თიბისი ბანკის ახალი პროექტი
სოციალურ ქსელებში ახალი სახე გამოჩნდა.ვისაც ამ ახალი სახის პრომო ჯერ არ გინახავთ, გეტყვით, რომ ეს სალომე შელიაა - თიბისი ბანკის ახალი პროექტის ავტორი.  http://bit.ly/SalomeShelia მხოლოდ ერთ დღეში სალომე შელიას ვიდეო 4000-მდე ადამიანმა ნახა. დაინტერესებულ მკითხველს გვსურს, უფრო დეტალურად უნდა მოვუყვეთ პროექტის შესახებ.  

თიბისი ბანკი იწყებს ქართულ საბანკო სივრცეში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ პროექტს „სალომე შელიას ფინანსური რჩევები“, რომლის მიზანსადამიანებისთვის სასარგებლო ფინანსური რჩევების მიცემა წარმოადგენს.  
პირადი ფინანსების სწორი განკარგვა, ფულის
ყაირათიანად ხარჯვა, დაზოგვა - ეს ის თემებია, რომლებიც ასე გვაწუხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად არ ვიცით, ვის მივმართოთ კომპეტენტური რჩევისათვის.  
სალომე შელია გახდება თქვენი პირადი ფინანსური მრჩეველი და მოკლე, საინტერესო ვიდეო რგოლების საშუალებით შეეცდება, მოგცეთ საჭირო რჩევები, რაც დაგეხმარებათ თქვენი ყოველდღიურობის უზრუნველყოფასა და მომავლის
სწორად დაგეგმვაში.

სალომე შელია გამოცდილი მენეჯერი, კვალიფიციური ბიზნეს კონსულტანტი, წარმატებული მეწარმე და პირადი ფინანსების ექსპერტია.ვიდრე თიბისი ბანკთან ერთად თავის პროექტს   წამოიწყებდა,  ძალიან წარმატებული მენეჯერული კარიერა ქონდა როგორც კომერციულ, ისე საჯარო და  არასამთავრობო სექტორებში. სალომეს მენეჯემენტის სფეროში საკონსულტაციო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიას „IMG“, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა ფოთის პორტი, სოკარი,  აქსისი და სხვა მრავალი.

სალომე შელიას აქვსმაგისტრის ხარისხი MBA ბიზნესის ადმინისტრირებაში  ჩასე ჭესტერნ ღესერვე  უნივერსიტეტის ჭეატჰერჰეად მენეჯმენტის სკოლიდან;  ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მაგისტრი.   

„შევეცდები ჩემი მსმენელი თავიდანვე დავარწმუნო იმაში, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ფული ბევრი გაქვთ თუ ცოტა. მართვა  ნებისმიერი რაოდენობის ფულს სჭირდება. მცდარი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან დაზღვეული არავინაა – არც მდიდარი, არც ღარიბი. თუმცა, რაც უფრო შეზღუდულია თქვენი ფინანსური სახსრები, მით უფრო სავალალო შეიძლება იყოს არასწორი გადაწყვეტილებების შედეგებიც,“ - ამბობს სალომე შელია.  
მან უკვე ჩაწერა პირველი ვიდეო-ბლოგი, რომელსაც სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოება 7 თებერვალს ყოუტუბე-ზე და თიბისი ბანკის ფაცებოოკგვერდზე იხილავს. ასე რომ, ყველას, ვისაც გაღელვებთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, დაინტერესდით, ჩაერთეთ, უყურეთ და მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებისთვის სასარგებლო ამ პროექტში - „სალომე შელიას ფინანსური რჩევები“.

R
სადღო
07 თებერვალი 2014 12:07
ჭეატჰერჰეად ტფრხყტსრკ უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა ჩემი ოცნების სკოლაა! ან მანდ გავაგეთებ ემბიეის ან არანაკლებ ცნობილ ხშშტრპკ ჟზბგრყის კვლევით ინსტიტუტში.

რედაქტორის რჩევით