დიდი "გამგე" 10.10.10
24-03-2014
დიდი "გამგე"  10.10.10
10 წამში გამინისტრება და 10-საათიანი დაკითხვა 10 წლის შემდეგ

"2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა, გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი. დაახლოებით 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი"... - ეს ჩანაწერი კახა ბენდუქიძემ 2010 წლის 19 მაისს გააკეთა.
ძნელია, ივა
რაუდო, რა ჩანაწერებს გააკეთებს ბენდუქიძე პროკურატურაში 10-საათიანი დაკითხვის შემდეგ, თუმცა, საგამოძიებო ორგანოში მასზე საინტერესო ჩანაწერი უკვე არსებობს. საქმე საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“დიდი ოდენობით ქონების მითვისებას ეხება. პროკურატურა ამბობს, რომ ეს ქონება„გასხვისდა კანონის გვერდის ავლით.

კერძოდ, ჯერ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი არასამეწარმეო იურიდიულ პირად გარდაიქმნა და 14 კვლევით-სამეცნიერო
ინსტიტუტთან ერთად, ის შპს ,,აგრომეტის" საწესდებო კაპიტალში შემცირებული ღირებულებით შეიტანეს. შემდეგ შპს ,,აგრომეტის" 100%-იანი წილი - 5,15 მლნ დოლარად და 8 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით - იმ აგრარულ უნივერსიტეტს მიჰყიდეს, რომლის დამფუძნებელიც "აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდია", ეს ფონდი კი კახა ბენდუქიძის "ცოდნის ფონდმა" დააფუძნა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,აგრომეტის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო საბაზრო ღირებულება - რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტი. პროკურატურას მაგალითად მოჰყავს 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის საბაზრო ღირებულება 10,79 მლნ ლარია, რომელიც კაპიტალში 59 ათას ლარად შეიტანეს.

ბენდუქიძე ამბობს, რომ მისი დაბარების მოტივი პოლიტიკურია და პროვოცირება მისმა უკრაინულმა აქტივობამ მოახდინა. რაც შეეხება სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, ბენდუქიძე ამბობს, რომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ჩვენს ქვეყანაში არაფერი ღირს, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ დიდი კაპიტალი არ ტრიალებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას ბოლო დროს ურთიერთობა კახა ბენდუქიძესთანაც დაეძაბა. ამ ვერსიას ისიც ამყარებდა, რომ ჟვანიამ ბენდუქიძე რამდენიმე სკანდალის გამო ეკონომიკის მინისტრობიდან გაათავისუფლა და რეფორმების საკითხში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა. პირველი სკანდალი იმას მოჰყვა, რომ ბენდუქიძემ უყვირა ევროგაერთიანების კომისიას, რომელიც საქართველოს მთავრობის თხოვნით იყო ჩამოსული და რომელსაც შვედეთის ეკონომიკის მინისტრი ქალი ხელმძღვანელობდა. როდესაც ბენდუქიძისთვის უთქვამთ: ჩამოვედით, რომ თქვენს ქვეყანას დავეხმაროთო, უპასუხა - თქვენ სოციალ-დემოკრატები ხართ და თუ დახმარება გინდათ, სასწრაფოდ გაეთრიეთ ჩემი ქვეყნიდანო. მერე მთავრობის სხდომაზე დედა აგინა ენერგეტიკის მინისტრ ნიკოლოზ გილაურს. ამის შემდეგ გადაიყვანა ჟვანიამ რეფორმების მინისტრად, თუმცა ამის გამო ხელისუფლებაში მისი გავლენა არ შესუსტებულა.

ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობისას განახლდა პრივატიზაციის პროცესი და სახელმწიფო მნიშვნელობის ბევრი ობიექტიც გაიყიდა. სწორედ მან ბრძანა, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა. ამის გამო მას საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა, ზვიად გამსახურდიას მომხრეები ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციებსაც აწყობდნენ, სადაც გაჩნდა ბენდუქიძის ახალი ეპითეტი–- იუდა.

ლაშა ჩხარტიშვილი, ყოფილი უფლებადამცველი: "ბენდუქიძის ჩამოსვლის მიზანი კარგად ჩანს მისი მოწაფის, ლარისა ბურაკოვას მიერ 2011 წელს გამოცემულ წიგნში "რატომ შეძლო საქართველომ..." იქ არის ასეთი პასაჟი: რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე 1992-2005 წლებში, არკადი ვოლსკი ეუბნება ბენდუქიძეს: "საჭიროა საქართველოში წასვლა", ბენდუქიძე მიუგებს: "მე სხვა გეგმები მაქვს"... ვოლსკი: "სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა"... ასე რომ, 2004 წლის მარტში ბენდუქიძე საქართველოში ჩამოვიდა სააკაშვილისა და პუტინის შეთანხმებით. ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა 2003 წლის შემოდგომაზე. ბენდუქიძე გამოგზავნეს ეკონომიკური ოკუპაციის, ანუ ინვესტიციის გზით საქართველოს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩასაგდებად.

ბენდუქიძე ჩამოსვლისთანავე ეკონომიკის მინისტრი გახდა და თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი გაყიდა: "მადნეული", "თბილისის წყალი", "თელასი" და მასთან მიბმული ენერგოსადგურები, აგრეთვე "კვარციტი", ფეროშენადნობთა ქარხანა, "აზოტი", "ყაზტრანსგაზი", "ელმავალმშენი", საკომუნიკაციო სისტემები და "რაო ეესისთვის" გადაცემული სადგურები. ბენდუქიძემ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაყიდა ბათუმისა და ფოთის პორტები, ენგურჰესი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის სექტემბერში (აგვისტოს ომის შემდეგ!) ენგურჰესი რუსულ კომპანია "რაო ეესს" მიჰყიდეს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "რაო ეესს" შორის საიდუმლო მემორანდუმი გაფორმდა.
ბენდუქიძის ბოლო სურვილი იყო გაზსადენისა და რკინიგზის გასხვისება, მაგრამ ამას, საბედნიეროდ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა შეუშალეს ხელი. მათ 2005 წელს გამოყვეს თანხა და დაიწყო გაზსადენის რეაბილიტაცია იმ პირობით, რომ მის გაყიდვაზე ლაპარაკი აღარ იქნებოდა 2011 წლის ბოლომდე მაინც. იმავე წლის მიწურულს ხელისუფლება კვლავ ფიქრობდა გაზსადენის გასხვისებას, მაგრამ ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ვეღარ გაბედეს".

სახელმწიფო სამსახურიდან საგანმანათლებლო სექტორში გადასული ბენდუქიძე საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მანამდე, ვიდრე 2013 წლის მაისში აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ შეუწყვიტეს, რასაც სტუდენტთა პროტესტი მოჰყვა. ავტორიზაცია უნივერსიტეტს მალევე აღუდგა, თუმცა ბენდუქიძის წინააღმდეგ ბრალდებების სერია გაგრძელდა. ზესტაფონის მოსახლეობა კახა ბენდუქიძეს სოფელ საქარის ღვინის უნიკალური ენოთეკის გამო დაუპირისპირდა. მოსახლეობის თქმით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა 17 000 ღვინის ბოთლი ჩალის ფასად - თითო 23 თეთრად - შეიძინა და რაიონიდან მათ გატანას გეგმავდა. ენოთეკის დამცველები ამბობდნენ, რომ საქარის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი 130 წლისაა და მასში ჩამოსხმული ღვინის პირველი ბოთლი 1905 წლით თარიღდება. 2011 წელს პრემიერ ნიკა გილაურის ბრძანებით საქარის საცდელი სადგური აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა და ის ბენდუქიძის ხელში აღმოჩნდა. აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე ირიცხებოდა ასევე მეაბრეშუმეობის ინსტიტუტი, რომლის დემონტაჟი და ქართული აბრეშუმის ჭიის კვერცხების განადგურებაც "იუდად" წოდებულს უკავშირდება.

დღეს ბენდუქიძე არასამეწარმეო იურიდიული პირის, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელია, რომელმაც ორი უმაღლესი სასწავლებელი - "თავისუფალი უნივერსიტეტი" და "აგრარული უნივერსიტეტი" დააფუძნა. ბენდუქიძის საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მისი ქონება. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან ბიზნესგამოცემებში ის თითქმის არასდროს ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყაროს ცნობით, მას დაახლოებით მილიარდი დოლარის ქონება აქვს. დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2003 წელს, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის წინ, ბენდუქიძის ქონებას რუსი სპეციალისტები 64 მილიონ დოლარად აფასებდნენ.

საქართველოდან - საქართველოში

გამინისტრებამდე პროფესიით ბიოლოგსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, კახა ბენდუქიძეს, საქართველოში ცოტა თუ იცნობდა. მოსკოვში ახალგაზრდა წავიდა ასპირანტურაში სასწავლებლად. ცოტა ხანს პროფესიით იმუშავა - ლაბორატორიის გამგე იყო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამ საქმიდან ხეირი არ იქნებოდა და რუსეთში სამეწარმეო საქმიანობას მიჰყო ხელი. შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია -„გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები. ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება "ნიპეკს", "პრომტორგბანკის" დირექტორთა საბჭოს, გემთმშენებელი გაერთიანება "ალმაზის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო. ხელმძღვანელობდა "ურალმაშის" დირექტორთა საბჭოსაც. იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის ივნისში კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.
lali
03 აპრილი 2014 21:40
ძალიან გთხოვთ ამ ადამიანის ინტევრიუები წერეთ,ოღონდ ფოტოების გარეშე.....
b-n benduqizes
31 მარტი 2014 06:37
მოვა მიქელგაბრიელი და დაგრჩება ოხრად, მადლი ქენი სხვას მიეცი.......
Vaxo
31 მარტი 2014 06:29
თავისი შვილი და ძირი არ ყავს და ნეტა ვის უნდა დაუტოვოს ამხელა ქონება? იქნებ მიშვილოთ ბ-ნო კახა ? თან ობოლი ვარ და ჩემი მხრიდან არავინ შეგაწუხებტ.

რედაქტორის რჩევით