ხუდონჰესის ინვესტორები გამოჩნდნენ...
31-03-2014
ხუდონჰესის ინვესტორები გამოჩნდნენ...
"ამ პროექტთან  დაკავშირებული ყველა საგადასახადო ოპერაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება"

ჰუდონჰესის მშენებლობის საკითხი კვლავაც გაურკვეველია. ინვესტორები მთავრობისგან მშენებლობის ნებართვას ელოდებიან, მოსახლეობა კი უარზეა. ჰესის აგებას კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯია" აპირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი "ტრანსელექტრიკა ლიმიტედია". აქამდე კონსორციუმის ინვესტორები საჯაროდ არ გამოჩენილან და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან დაკავშირებით ეჭვიც ბუნებრივად გაჩნდა. თუმცა ახლა ინვესტორები გამოჩნდნენ, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრასაც გეგმავენ და იმის იმედიც აქვთ, რომ მშენებლობა მალე დაიწყება.

მოჰინდერ ვერმა, ინვესტორი:
"ვიცოდით, რასაც ვეჭიდებოდით. გარწმუნებთ, ამ პროექტს ყველა სტანდარტის დაცვით განვახორციელებთ. მუშაობა მსოფლიო ბანკის დადგენილი წესებით მიმდინარეობს, ამიტომაც მონაწილეობდა კვლევებში არაერთი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია.

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ხუდონის პროექტი დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებათა შორის უდიდესია. ჯამური ინვესტიცია 1,2 მილიარდი დოლარია. პროექტი შევისწავლეთ ფინანსური, ტექნიკური და გარემოზე ზემოქმედების
კუთხით, გავითვალისწინეთ მთავრობის ფაქტორიც. სოფელ ხაიშსა და კაშხლის სავარაუდო ადგილს პირველად 2005 წელს ვეწვიე. მას შემდეგაც არაერთხელ ჩავედი იქ. 27-ზე მეტი კაშხალი გვაქვს აშენებული მთელ მსოფლიოში. სოფლის მოსახლეობასთან დისკუსიებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გამოიძებნოს ყველა მხარისთვის მისაღები კომპრომისული ვარიანტი. სვანეთის მოსახლეობისთვის ხუდონჰესი ახალი ცხოვრების დაწყების შანსი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა იქნება.
"კონტინენტალ კონსტრაქშენი" 60-წლიანი გამოცდილების კომპანიაა. იგი იმ კონსორციუმის ერთ-ერთი მხარეა, რომელიც ხუდონის პროექტს აფინანსებს და ახორციელებს. მისი დასრულების შემდეგ სხვა პროექტებზეც ვიმსჯელებთ".

ბუპენდრა კანსაგრა, ინვესტორი: "მთავრობისგან ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ შევძლებთ, სხვა ინვესტორებთანაც ვიმუშაოთ, რათა მათაც შეიტანონ წვლილი პროექტის განხორციელებაში.  
"ტრანსელექტრიკა ჯორჯია" საქართველოშია რეგისტრირებული და ყველა გადასახადს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაიხდის. ოფშორულ ზონაში კი მისი მფლობელი ერთ-ერთი კომპანიაა დარეგისტრირებული. ყველა ოპერაციას ქართული კომპანია შეასრულებს. ამ ოფშორების უკან ჩვენ ვდგავართ და ჩვენი დაფუძნებულია კომპანია, რომელმაც ხუდონჰესი უნდა ააშენოს. ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა საგადასახადო ოპერაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება".
gio
05 აპრილი 2014 15:24
ეს ჰესი აუცილებლსდ უნდა აშენდეს ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრი არის არის სპეკულიცია და სინამდვილესთან არავითარ კავშირშია ჟინვალჰესი არის ამის დასტური ეთი კიდევ მსგავი ჰესი სასიკეთოდ შეცვლიდა თბილის გარემოს

რედაქტორის რჩევით