"გარე დაქირავებულთა" ქვეყანა?!
21-04-2014
"გარე დაქირავებულთა" ქვეყანა?!
"საქართველო შესაძლოა ერთადერთი სახელმწიფოც კი იყოს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი ჰყავს დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით"

როგორც უნდა ვატრიალოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, შევადაროთ გასულ წლებს და პროგნოზები ვაკეთოთ, უკვე წლებია, ქვეყანაში სოციალური ფონი ხელშესახებად არ უმჯობესდება. უმუშევრობა მაღალია, დასაქმება - დაბალი, ხელფასი კი თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის კაცს. ისტორიული ეკონომიკური პარალელების გავლებისას აღმოჩნდა, რომ ერთი საუკუნის წინ, მაგალითად, ამერიკელი მუშის ხელფასის მსყიდველობითი უნარი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე
დღეს დასაქმებული რიგითი ქართველისა...

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ქართველი კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტურ წერილებში გვხვდება ევროპელი და ამერიკელი მუშების მაშინდელი შემოსავლების ეკონომიკური სტატისტიკა. დღევანდელ საქართველოსთან მათი შედარებით მრავლისმეტყველი სურათი მივიღე.

რის შეძენა შეეძლო ხელფასით ერთი საუკუნის წინ ამერიკელ მუშას და რის შეძენა შეუძლია დღეს საქართველოს
დასაქმებულ მოქალაქეს? ბევრ პოზიციაში ჩვენი დასაქმებულებისთვის შედარება წამგებიანი აღმოჩნდა. ამერიკის მაშინდელი ფასების გათვალისწინებით, იქაური მუშის ხელფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღევანდელი საშუალო ხელფასი საქართველოში. მაგალითად, თუ ასი წლის წინ ამერიკელ მუშას თავისი ხელფასით 115 კგ ხორცის შეძენა შეეძლო, 2013 წლის ბოლო კვარტალის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულ ადამიანს ხელფასით საშუალოდ მხოლოდ 70 კგ ხორცის ყიდვა შეუძლია. ამერიკელი მუშა თუ 805 კგ ხორბალს იყიდდა, ჩვენთან მხოლოდ 615 კგ მოუვა. უარესი მდგომარეობაა ბინის დაქირავების შესაძლებლობებით - ასი წლის წინ ოკეანის გაღმა მომუშავეთა უპირატესობა ხუთჯერ მეტია, ხოლო ჟურნალ-გაზეთების შეძენის მსყიდველუნარიანობით - სამჯერ მეტი.
ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვადარებდით ამერიკელი მუშისა და საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. თუმცა საშუალო რანგის მოხელეებისა და კლერკების ხელფასები ამერიკაში მუშის ხელფასს გაცილებით ჭარბობდა და თუ მათ შევედრებით, განსხვავება კიდევ უფრო მკვეთრად თვალში საცემი იქნება.

ამერიკაში დღეს საშუალო ხელფასი 3.900 დოლარია, ჩვენთან კი *800 ლარის ფარგლებშია (დაახლოებით 460 დოლარის ეკვივალენტი). მაგრამ იმის გამო, რომ ფასები აქ შედარებით დაბალია, ვიდრე ამერიკაში, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დაახლოებით აშშ-ში 780-დოლარიან ხელფასს შეესაბამება. მკითხველმა შეიძლება იფიქროს, არც ისე ცუდად ყოფილა საქმეო, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან ყოველი ათასი ეკონომიკურად აქტიური ადამიანისგან ხელფასს მხოლოდ 323 იღებს, ამერიკაში კი - 865.
ზოგიერთი საქონელი ჩვენთან უფრო მეტიც კი ღირს, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, საქონლის ხორცი, ბანანი, კვერცხი. ბენზინიც საკმაოდ ძვირია, ვიდრე იქ - დაახლოებით 22%-ით. შედარებით იაფია პური, გაზის საფასური დაახლოებით თანაბარია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს მოხდა ლარის დევალვაცია დოლარის მიმართ. ეს რომ არა, საქართველოში, აშშ-თან შედარებით, მეტი სიძვირე იქნებოდა.

ცალკე უნდა გამოვყოთ უთანაბრობა უმუშევრობის თვალსაზრისით, რასაც სტატისტიკა პირდაპირ არ აღრიცხავს და მას მკვლევრები ანგარიშობენ. კერძოდ, ამერიკაში უმუშევრობის დონე დაახლოებით 7%-ია, ჩვენთან - 15%. თითქოს განსხვავება არც ისე დიდია. უმუშევრობის ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი არის, მაგალითად, ესპანეთსა (27%) და საბერძნეთში (25%). მაგრამ საქმე ის არის, რომ თავად დასაქმების სტრუქტურაა დარღვეული. საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 38 დაქირავებულია, 62 კი თვითდასაქმებული, ევროპაში კი ხელფასს 100-დან 85 იღებს და თვითდასაქმებული მხოლოდ 15-ია. აშშ-ში ყოველი 100 დასაქმებულისგან დაქირავებით მომუშავეა 93, თვითდასაქმებული - 7.

- ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ბევრი ეკონომიკური პარამეტრი იცვლებოდა, მაგრამ თითქმის არ უმჯობესდება უმუშევრობის მაჩვენებელი...

- უმუშევრობის ოფიციალური დონე ბოლო წლებში ნელ-ნელა მცირდება, თუმცა ზრდის ასეთი ტემპი ილუზიურ ეფექტს ქმნის და ვითარებას ხელოვნურად აუმჯობესებს. საქართველოში სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევარი 7%-ია, ქალაქად კი თითქმის 27%. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, შრომისუნარიან ასაკში ქალაქში მოიჩქარიან სამუშაოს საშოვნელად, ან უცხოეთში მიდიან შრომით მიგრანტებად. საქართველო იმ იშვიათ სახელმწიფოთა შორისაა და შეიძლება ერთადერთიც კი იყოს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი ჰყავს დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საქართველოდან გასულია 750-800 ათასი კაცი, რომლებიც დაქირავებით მუშაობენ საზღვარგარეთ და გაცილებით ნაკლებია დაქირავებულები ქვეყნის შიგნით. ამიტომ უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 15% იქნება, 13% თუ 12%, რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, რადგან ჩვენთან თვითდასაქმებულების ძალიან დიდი არმია ვითარებას ხელოვნურად ალამაზებს.
ამ საკითხს თუ მკაცრად მივუდგებით და უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების წასვლის საფუძვლად მივიჩნევთ იმას, რომ შინ სამსახური ვერ იშოვეს, მართალია, ეს არ იქნება შესაბამისი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმუშევრობის დათვლის მეთოდი, მაგრამ რეალური უმუშევრობის დონე ჩვენთან 45% და მეტიც გამოვა.
ჯერჯერობით ჩვენი მოხუცების პენსიაც ჩამორჩება წინა თუ ახლანდელი მთავრობის დაპირებულ თანხებს. შარშან პენსია კი გაიზარდა, მაგრამ ლარის კურსმა დაიწია და 100-დოლარიანი პენსიაც ჯერ მხოლოდ ჰორიზონტზე მოჩანს, რომელსაც უახლოვდები, ის კი მაინც შორსაა...
ბირთვისელი
19 მაისი 2014 15:02
იმის გასაგებად თუ რამდენი უმუშევარი გვყავ საჭიროა მხოლოდ დავითვალოთ რამდენი ადამიანი იხდის გადასახადს ხოლო დანარჩენი არის უმუშევარი და შემოსავლის არ მქონე ეს არის ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი და ვნახავთ რომ საქართველოში 15 პროცენტი კი არა 65–75 პროცენტი იქნება უმუშევარი დანარჩენი მონაცემები არის ტყუილი და ნაცრის თვალებში სეყრა. ეგრე შევარდნაძემაც გამოაცხადა სოფელში მცხოვრები მოსახლეობა თვით დასაქმებულებად მაგრა სინამდვილეში სოფლის მოსახლეობას თავიანთი სამყოფი სარჩო საბადოც ძლივა მოჰყავთ შემოსავალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
Mware
24 აპრილი 2014 08:02
AმერიკაშI პროდუკტების ხარისხი Uპრო მეტია მანდ რა Xარისხის პროდუკტსაც კიდიან AმერიკაშI მაგ ხარისხის Pროდუქტსს ა. NაგავშI კრიან ანKიდევ აიაპებენ რომ Mალე გაასაგონ. Uხარისხო პროდუქცია რომელიც ცჰინეტიდან 3 გრეიდიტ სჰემოდის მანდ Aქ დოლარიან MაგაზიებშI ნახავტ.ასე Eდზახიან ასეტ ხარისხიტ გასასაგებელ Mაგაზიებს საქარტველოსჰი კველაპერი Dზალიან დვირია ტანაც ჩAლოBიტ კიდიან ამერიკაშI კი პაჟკობიტშHეგიდლია იკიდო ცოტაოდენი Pულის წამატებიტ რიტაც Mოგებული მკიდველიც გამოდისს. Xელპასები კი ეჰ არ Mინდა გული დაგწკვიტოტტ თQვენც კარგად ხვდებიტ.აკაც Uჯირს ხალხსს მაგრამ ღRa სჰედარებაა . Gმერტო გველა გაჯირვებულ Kეტილ ადამიანსს გაუმარტე Xელი
maxo
23 აპრილი 2014 10:55
სმაგიეროდ ქვეყნის მამები ხომ გვყავს მაძღრად,მაგათ ვენაცვალე.

რედაქტორის რჩევით