ევროპას ქართული ციტრუსის "არ სჯერა"
28-04-2014
ევროპას ქართული ციტრუსის "არ სჯერა"
"თუ  მაღალ-ხარისხიანი პროდუქცია გაძვირდება, შედარებით დაბალი ხარისხის შესაძლოა ძალიან გაიაფდეს"

ეკონომიკა, მოგეხსენებათ, ზუსტი მეცნიერება არ არის, ამიტომაც გახლავთ ძნელი ამ სფეროში ზუსტი პროგნოზების გაკეთება. დღეს, ერთი მხრივ, საქართველოს საგარეო ვალმა მცირედით დაიკლო, ექსპორტის მონაცემები თანდათან უმჯობესდება, იქმნება ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა ამოცანა საწარმოო სექტორისთვის გრძელვადიანი სესხების მიწოდებაა. მეორე მხრივ კი გაისმის ხმები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვიქადის... ვესაუბრებით ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძეს:

-
ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალმა მარტის ბოლოს 4,145 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 49,421 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. რით აიხსნება სახელმწიფო ვალის შემცირება?

- მარტივი ჭეშმარიტებაა: თუ ახალ ვალს არ აიღებ და კუთვნილ გადასახდელებს გაისტუმრებ, შენი ვალი შემცირდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სახელმწიფო ვალი
მნიშვნელოვნად აღარ გაუზრდია, ბოლო ხანებში ბიუჯეტში სისტემატურად არის გათვალისწინებული თანხა ვალების მომსახურებისთვის, ამდენად, სახელმწიფო ვალის კლება სავსებით ლოგიკურია. ცნობილია, რომ მთავარი არის არა ვალის სიდიდე, არამედ მისი შედარებითი მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ). ვალი არ არის სახიფათო, თუ მისი გასტუმრების საშუალება გაქვს, მთავარია, თანხა მიზნობრივად გამოვიყენოთ. საპირისპიროს მოწმე წარსულში, ანუ "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ვყოფილვართ.

- კონკრეტულად რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება?
- ევროატლანტიკური ინტეგრაციის  გზაზე თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, წარმოებაც შემცირებულია და ინვესტიციებიც, მაგრამ ახალი სტანდარტების დამკვიდრებისა და ამოქმედების შემდეგ ამ შეთანხმებას დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. თანდათან შეიცვლება ევროკავშირთან ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, რომელიც დღეს მკვეთრად უარყოფითია. რაც უფრო მალე გავივლით ადაპტაციას ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებთან, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ქართული ეკონომიკაც.

თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროკავშირში გაწევრების საწყის ეტაპზე პრობლემები შეექმნათ რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, პოლონეთს. მაგრამ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ გზაზე გონივრული ნაბიჯები გადადგეს, დღეს უკვე არცთუ ურიგო მდგომარეობა აქვთ. ცხადია, აქაც არის განსხვავებები, მაგალითად, პოლონეთს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ბულგარეთს, მაგრამ შედეგი ყველგან დადებითია. ამ ქვეყნების გამოცდილება კარგად უნდა შევისწავლოთ.

- ევროკავშირის წარმომადგენლები უარყოფენ მტკიცებას, რომ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შემდეგ საქართველოში საკვები გაძვირდება.

- ეს მოსაზრება ნამდვილად არ არის სწორი, მაგრამ თუ მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია შემოვა და არა სუროგატები, რომლებიც დღეს გვხვდება, შესაძლოა უფრო მაღალი ფასიც დაედოს. იმავდროულად, კონკურენციის კანონის "ოქროს წესიდან" გამომდინარე, დაბალხარისხიანი პროდუქცია პირიქით, შესაძლოა ძალიან გაიაფდეს. უარყოფითი მოლოდინი მართლაც გადაჭარბებულია. თუ სირთულეები შეიქმნება, უნდა გადავლახოთ. იმიტომ, რომ უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, ევროკავშირისაკენ სვლა უნდა განვაგრძოთ. რუსეთიც რომ ამ გზას დაადგებოდეს, მთლად უკეთესი იქნებოდა.

- სკეპტიკოსები იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ყურადღება მიექცევა ყველაფერს - პროდუქტის ხარისხს, ზომას და გარეგნულ იერსაც კი...
- ამ მხრივ ევროკავშირის სტანდარტები საკმაოდ მკაცრია. სურსათის უვნებლობის საკითხში ევროპელების პრეტენზიები საყოველთაოდ არის ცნობილი. იქაურ ქვეყნებში მომხმარებლის უფლებებსაც იცავენ და მოსახლეობის ჯანმრთელობასაც ზედმიწევნით უფრთხილდებიან. ევროპაში ყველაზე მაღალი სტანდარტია დაწესებული სურსათის ხარისხის, გარეგნული იერისა და შემადგენლობის თვალსაზრისით. მტკიცედ იცავენ მოსახლეობას გენმოდიფიცირებული პროდუქციისგანაც. არა მარტო შემადგენლობაზე, შესაწამლ საშუალებებსა და სასუქებზე, არამედ ზომასა და ფორმაზეც მკაცრი კონტროლია დაწესებული. მაგალითად, რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, ჩვენი მანდარინი ევროპული ბაზრისთვის შესაფერისი არ არის, რადგან იქ უფრო კარგი გემოს, ფერისა და ფორმის მანდარინი შედის სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ ევროპის ქვეყნებში ჩვენი მანდარინი რომც შევიტანოთ, ბაზარზე ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და თუ რუსეთის ბაზარი არ გამოვიყენეთ, ქართულ ციტრუსს საკმაოდ ცუდი პერსპექტივა აქვს. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს ვაშლზე, რომელიც პოპულარული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვაშლი ვიტამინებით მდიდარია და გემოც არაჩვეულებრივი აქვს, ზომისა და ვიზუალური მხარის გამო ევროპული ბაზრის სტანდარტებს ვერ მოერგება. ეს შეეხება ბევრ პროდუქტს, მათ შორის, ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებსაც.

- რა შეიძლება ითქვას იმ რეიტინგებზე, რომლებიც საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს? ზოგჯერ ისინი საკმაოდ დამაიმედებელია.
- მინდა დავასახელო ძალიან ცნობილი ფრეზერის ინსტიტუტის მიერ შედგენილი რეიტინგი "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი", სადაც ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით 152 ქვეყანას შორის საქართველო 25-ე ადგილზეა. რეიტინგის შედგენისას ფრეზერის ინსტიტუტი ბევრ კრიტერიუმს ითვალისწინებს: რამდენი იხარჯება ქვეყნის მთავრობისა და სახელმწიფო აპარატის შესანახად, რამდენად მყარია ვალუტა, რამდენად თავისუფალია ვაჭრობა და რამდენად მკაფიოა ბიზნესის რეგულაციები... ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა ჰონკონგი, რაც მოსალოდნელი იყო. ფრეზერის ინსტიტუტის ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება. საქართველო მასში მეორედ შეიყვანეს. შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში ჩვენ 42-ე ადგილი გვერგო. ასეთი რეიტინგები  წარმოდგენას გვაძლევს, რა ვითარებაა ამა თუ იმ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენს შემთხვევაში, თუნდაც იმავე რუსეთთან, ბელორუსთან, ან მეზობელ სომხეთთან შედარებით, როგორც ჩანს, ეკონომიკის თავისუფლების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. სწორედ ამით უნდა აიხსნას საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ყოფნა ამ ტიპის რეიტინგებში.

ხათუნა ჩიგოგიძე
goca
06 მაისი 2014 15:51
საქართველოს მთავრობა რატო არ ლაპარაკობს ამ საკითხებზე. მთელმა ევროპის და რუსეთის გადამზიდველებმა რომ აიკლეს საქართველოს გზები და ბაზარი............ Ни Россия, ни Казахстан не хотят идти на равноправные отношения в сфере автоперевозок в создаваемом Евразийском экономическом союзе. Об этом заявил Президент Беларуси Александр Лукашенко 2 мая на церемонии вручения государственных наград.


Отмечая заслуги Белорусской ассоциации международных автомобильных перевозчиков, глава государства подчеркнул: “Наша страна стремится занять достойное место на международном рынке транспортных услуг”.

“Что называется, на злобу дня – этот вопрос очень серьезно обсуждался тремя президентами во время встречи в Минске, – сказал Александр Лукашенко. – Здесь абсолютно неоднозначная ситуация – ни Россия, ни Казахстан не хотят идти на равноправные отношения в союзе в этой сфере. И тогда я жестко поставил вопрос: ну почему? А потому, что белорусские автоперевозчики на голову выше россиян и казахстанцев, и мы с ними не можем конкурировать. На что я сказал: вот дела, небольшая Беларусь “задушила” большую Россию”.

Как отметил Александр Лукашенко, “действительно, в этом есть большой смысл – наши автоперевозчики вне конкуренции на постсоветском пространстве, и не только, в Европе в целом”.
DINO_ZAUR
06 მაისი 2014 10:17
რა რეიტინგები, რა მოწინავე პოზიციები. სულ გამოშტერდა ეს ხალხი. გადმოდით თქვენი ჯიპებიდან, გადით სოფლებში, თუნდაც ქალაქში გაიარეთ . ხალხს თავის გატანა უჭირს თვიდან თვემდე . საჭმლის ფული არ აქვსთ . რა წინსვლაზე და აყვავებაზე საუბრობთ. მითუმეტეს ეს ეკონომისტები. პოლიტიკოსი ხომ არ ხარ შე მამაცხონებულო ტყუილები აბრახუნო შენც . თქვი რაა სიმართლე !!!

რედაქტორის რჩევით