დამზადებულია საქართველოში
19-05-2014
დამზადებულია საქართველოში
რატომ უნდა შევიძინოთ ქართული წარმოების ავეჯი?

საქართველოში ავეჯის წარმოება რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. თუმცა, ავეჯის ქართველი მწარმოებლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ქართული წარმოების ავეჯზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დღეს ნამდვილად მზადდება ხარისხიანი, კომფორტული, გამძლე, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ავეჯი. შესაბამისად, ქართული ავეჯის მიმართ მომხმარებელს გაუჩნდა ნდობა და ხშირ შემთხვევაში ევროპულს, სწორედ ადგილობრივი წარმოების ავეჯს ამჯობინებს. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ ქართული ავეჯის
ბაზარი, ევროპულთან შედარებით, უფრო ლოიალურია ფასების თვალსაზრისით და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიები მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავეჯს, ხელმისაწავდომ ფასად სთავაზობენ.

”დღესდღეობით ქართველ მწარმოებლებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამზადებულ ავეჯზე ბევრად უკეთესი ხარისხის ავეჯის დამზადება შეგვიძლია. საქართველოში ავეჯი იმავე ტექნოლოგიით
მზადდება, რასაც ევროპელი მეწარმეები იყენებენ. საქართველოში ავეჯის საწარმოებლად იგივე მასალა იყიდება, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ავეჯის ქართველ მწარმოებელს აქვს ხარისხიანი ავეჯის წარმოების ყველა საშუალება. მაგალითად, ჩვენ ვირჩევთ მაქსიმალურ ხარისხს მისაღები ფასის პირობებში. საქართველოში დამზადებული ავეჯი გათვლილია ყველა სეგმენტზე - ძვირადღირებულზე, საშუალოსა და დაბალზე”, - აღნიშნავს კომპანია ”ემბავუდის” წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, გიორგი დაბრუნდაშვილი.

ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ, ქართველი მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოში დამზადებული ავეჯის მიმართ. თუმცა, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მომხმარებელს გაუჩნდა ნდობა და შესაბამისად, სურვილი, შეიძინოს ქართული ავეჯი. ქართველ მეწარმეთა განცხადებით, განსხვავება ქართულ და ევროპულ ავეჯს შორის მხოლოდ მწარმოებელ ქვეყანაშია.

”ქართველი მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებლის ნაწილს ისევ შემორჩა მენტალიტეტი, რომ გადაიხადოს ორმაგი მხოლოდ იმიტომ, რომ ავეჯი დამზადებულია ევროპაში. ჩვენ გვინდა მომხმარებელთან მივიტანოთ გზავნილი, რომ საქართველოში მზადდება ხარისხიანი ავეჯი”, - აღნიშნავს გიორგი დაბრუნდაშვილი.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ქართველი მომხმარებელი ასევე თანდათან თავისუფლდება საბჭოთა დროინდელი მავნე ტრადიციისგან. ალბათ, გახსოვთ, ჩვენი მშობლების თაობაში, 70-80-იან წლებში ავეჯის მოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყალიბდებოდა. ქართველი მომხმარებელი კი საკმაოდ ძვირს იხდიდა საბჭოური წარმოების ავეჯში და თითქმის მთელი ცხოვრება აღარ ამბობდა მასზე უარს. დღეს ვითარება ამ მხრივაც შეიცვალა - ქართველი მომხმარებელი ამჯობინებს ფეხი აუწყოს ავეჯის მოდას, შეიძინოს ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული თანამედროვე ავეჯი ხელმისაწვდომ ფასად და რამდენიმე წელიწადში განაახლოს ის.

”თანამედროვე ავეჯის მოდა როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, ყოველწლიურად ახლდება. შესაბამისად, ავეჯში ინვესტიცია გაიზარდა, ავეჯის მოდა განვითარდა და ქართველმა მომხმარებელმაც ფეხი აუწყო ავეჯის მოდის მიმდინარეობას. ყოველივე ამან მიგვიყავანა იქამდე, რომ ავეჯის ბაზარზე ფასები დარეგულირდა. მაგალითად, ევროპელმა მომხმარებელმა იცის, რომ ხუთ წელიწადში მაინც უნდა გამოცვალოს ავეჯი. რაც შეეხება საქართველოს, ქართველი მომხმარებელი თანდათან ეწყობა ევროსტანდარტებზე და შეიძლება ითქვას, ავეჯის შეძენის მხრივ ერთგვარი თაობათა კონფლიქტიც კი შეინიშნება - ახალგაზრდა ოჯახები, განსხვავებით მშობლების თაობისგან, ამჯობინებენ არცთუ ძვირადღირებული ავეჯის შეძენას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის გამოცვლას. ახალგაზრდები ირჩევენ თანამედროვე დიზაინის ავეჯს და არა - ვთქვათ, კლასიკურ რუმინულ ავეჯს”, - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.

კიდევ ერთი უპირატესობა, რაც საქართველოში დამზადებულ ავეჯს, ევროპულთან შედარებით აქვს, ეს მომხმარებლის დაცულობაა. განსხვავებით ევროპული ავეჯის შეძენისგან, საქართველოში დამზადებული ავეჯის შემთხვევაში, პრობლემის აღმოჩენისას, მომხარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს მწარმოებელს და დაზიანებული ავეჯის შეკეთება მოსთხოვოს. შესაბამისად, ქართველი მწარმოებლები მოტივირებული არიან, უფრო მაღალი ხარისხის ავეჯის წარმოებაზე და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე.

”ჩვენს ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებლები რეკავენ და გვთხოვენ, საფირმო მაღაზიაში შეძენილი ევროპული ავეჯის რესტავრაციას. ფირმები, რომლებიც მხოლოდ იმპორტირებულ ავეჯს სთავაზობენ მომხმარებელს, ვერ უზრუნველყოფენ რესტავრაციას. ჩვენ, ქართველი მწარმოებლები, არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალურები, მაგრამ ჩვენ მივდივართ აქეთკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მომხმარებლებს, რომლებიც რეკავენ ჩვენს ცხელ ხაზზე. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს და ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მომსახურებასა და ხარისხს. ქართველი მომხმარებლის დახმარებით, რომელიც იძენს ქართულ ავეჯს, კომპანია ”ემბავუდი” იზრდება. დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ბევრად უკეთეს ავეჯს ვაწარმოებთ, ვიდრე ბევრი ევროპელი მწარმოებელი”, - ამბობს კომპანია ”ემბავუდის” წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, გიორგი დაბრუნდაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქართველებმა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა, ვისწავლოთ ქართული პროდუქციის ყიდვა. როგორც გიორგი დაბრუნდაშვილი აღნიშნავს, აუცილებელია შეიკრას ერთი მთლიანი წრე - მომხმარებელმა შეიძინოს ადგილობრივი წარმოების ავეჯი, საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტი, ქართული ფეხსაცმელი, სამშენებლო მასალა და ა.შ.

აუცილებელია, რომ ეკონომიკაში შეიკრას წრე და ქართველმა მეწარმეებმა გავაძლიეროთ ჩვენი წარმოება. უნდა მოხდეს ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, რომელიც რეალურად ხარისხიანია.

კრიზისის პერიოდში, განსაკუთრებით 2009 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ”ემბავუდი” იყო საქართველოს ექსპორტიორთა ათეულში. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ავეჯზე, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის მოთხოვნა. როდესაც გაქვს ასეთი პოროდუქტი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ცნობადობის ზრდა და თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდულობენ საქართველოში დამზადებულ ავეჯს, მოდით, ქართველებმაც შევიძინოთ”, - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.

R
tengiz meskhidze
23 მაისი 2014 01:40
15 წელი შპს "რანდი"-ს მიერ კაკლის ხიდან დამზადებულ საძინებლებში მძინავს. ისეთი გამძლე და ლამაზია, რომ დღესაც აღფრთოვანებული ვარ იმ სპეციალისტების ნამუშევრით, რისთვისაც მათ საქვეყნოდ ვუხდი მადლობას. :)
nino
20 მაისი 2014 10:56
ძალიან მიხარია რომ ნელა ნელა ის დრო მოდის ჩვენს ქვეყანაშიც კეთდება კარგი ავეჯი და მე პირადად უკვე ვიყიდე კიდეც, კმაყოფილიც ვარ, მიხარია რომ ჩემი ფულით რაც გადავიხადე რამდენიმე ქართული ოჯახი ცოტა ფეხზე დადგება. ქართველები იმას რომ ვისწავლით ჩვენ ქვეყანაში გაკეთებული ვარჩიოთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ მერე მართლა ცხოვრება გაგვიუმჯობესდება. სამწუხაროდ ჩვენთან სხვა კულტურაა დამკვიდრებული, ეს კაფელი ესპანურია, ეს ავეჯი იტალიური და რა ვიცი.

რედაქტორის რჩევით