ერთი ბრენდის ისტორია - კვირის პალიტრა

ერთი ბრენდის ისტორია

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კომფორტულ გარემოში განტვირთვა  საუკეთესო საშუალებაა. საღამოს რბილ სავარძელში მოკალათებასა და ტელევიზორის  ყურებას არაფერი ჯობია. ყველა ჩვენგანს შინ საყვარელი ადგილი აქვს, მე - ჩემი სავარძელი. საბჭოთა დროინდელი ხის მასიური ავეჯი წლების წინ რბილმა და კომფორტულმა ჩაანაცვლა. კარგია სახლის ძვირად ღირებული უცხოური ბრენდის ავეჯით მოწყობა, მაგრამ, ვფიქრობ, პრიორიტეტს საკუთარ ქვეყანაში დამზადებულს უნდა ვანიჭებდეთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართული წარმოება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე უცხოური, რატომ უნდა გადავყაროთ ფული?!

რამდენად შესაძლებელია საქართველოში დამზადებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის შეძენა? ამჯერად მკითხველის ყურადღებას ავეჯის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაზე გავამახვილებთ.

როგორ დაიბადა "ემბავუდი" საქართველოში?  ბრენდის ისტორიაზე "ემბავუდის" რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორს, გიორგი დაბრუნდაშვილს ვესაუბრეთ:

- ავეჯის დამზადება საქართველოში 2007 წლიდან დავიწყეთ. ჩამოვიტანეთ გერმანული დანადგარები, რომ წარმოებული ავეჯი ევროპული ხარისხის შესაბამისი  ყოფილიყო. მალე კომპანიამ ბრენდმაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. "ემბავუდის" პირველი მაღაზია 2009 წელს გაიხსნა, წლის ბოლოს 7 მაღაზია გვქონდა. დღეს კი უკვე 32 მაღაზია გვაქვს. კომპანია საქართველოს ფარგლებს გარეთაც წარმატებით საქმიანობს: აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყაზახეთსა და თურქეთში. 2010 წლიდან განხორციელდა სპეციალური პროექტი გერმანელ ტექნოლოგებთან ერთად, რომლის შედეგადაც შემოვიღეთ ორწლიანი საგარანტიო მომსახურება, ანუ ჩვენთან შეძენილ პროდუქციას, თუ ქარხნული წუნი აღმოაჩნდა, ორი წლის განმავლობაში მომხმარებელს მის შესაკეთებლად არანაირი თანხის გადახდა არ უწევს; ხოლო თუ ავეჯი მომხმარებლის მიზეზით დაზიანდა, ამ შემთხვევაშიც უფასოდ ვემსახურებით, მომხმარებელი მხოლოდ დეტალის საფასურს იხდის. გარდა ამისა, ჩვენს მაღაზიებში მოქმედებს 0%-იანი განვადება. შეძენილი პროდუქციის მომხმარებელთან მიტანა და აწყობა უფასოა. მაგალითად, თუ მომხმარებელს საძინებლის მთლიანი კომპლექტის შეძენა არ შეუძლია, ვაძლევთ საშუალებას, მისთვის სასურველი საძინებელი გარნიტურიდან ერთი  ნებისმიერი ნივთი შეიძინოს. ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქცია "დამზადებულია საქართველოში". ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოშიც შეიძლება მზადდებოდეს ხარისხიანი ავეჯი, რომელიც კარგად იყიდება და ექსპორტზეც გაგვაქვს.

წლის ბოლოს საქართველოს მასშტაბით "ემბავუდის" 40 მაღაზია იქნება. ივნისის ბოლოს კი ბათუმში კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება.

- რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

- წარმატების ძირითადი ფაქტორებია: ხედვა, რომ ვიყოთ ახლოს მომხმარებელთან და  შევთავაზოთ  თანამედროვე დიზაინი, ევროპული ხარისხი და მისაღები ფასი.

- მასალები საიდან ჩამოგაქვთ?

- ძირითადი მასალები ჩამოგვაქვს ევროპიდან, აქსესუარები - თურქეთიდან. იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქციის ფასი მისაღები ყოფილიყო, "ემბავუდმა" 2009 წელს გარდაბანში გახსნა ავეჯის ნახევარფაბრიკატის ქარხანა. ჩვენ ვზრუნავთ კომფორტზე, ხარისხზე და გვინდა, ფასიც კომფორტული იყოს.

უახლოესი ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, კიდევ უფრო საინტერესო დიზაინი შევთავაზოთ მომხმარებელს და მათი ინდივიდუალური მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. გვსურს, გავხდეთ  ლიდერები ავეჯის ბაზარზე თანამედროვე დიზაინითა და ყველაზე კომფორტული ნაწარმით.

კომპანიაში ამჟამად 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. ბრენდი მომავალში კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს პროდუქციის ექსპორტს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

R