ეკონომიკური ჯინი გამოშვებულია
14-07-2014
ეკონომიკური ჯინი  გამოშვებულია
შემოსავლების უთანაბრობით საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი უსწრებს

"ჯინის კოეფიციენტი" - ასე ჰქვია სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობის საზომია. კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს და რაც უფრო ახლოს არის 0-თან, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება, ხოლო რაც უფრო ახლოს არის მაჩვენებელი 1-თან, შემოსავლების გადანაწილება მით მეტად უთანასწოროა.

საქართველოში "ჯინის კოეფიციენტი" 0,42-ია. ეს მიუთითებს, რომ საშუალო ფენა ჯერ კიდევ შორს არის ჩამოყალიბებისგან. ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა მეტად მცირეა, საზოგადოება, პრაქტიკულად, მხოლოდ
მდიდრებად და ღარიბებად იყოფა. ბოლო წლებში "ჯინის კოეფიციენტი" ოდნავ არის შემცირებული: 2006 წელს საქართველოში ის 0,45 იყო, ყველაზე მაღალი კი 2009-2011 წლებში - 0,46.

სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე "მოწინავე" ქვეყანაა დოვლათის უთანასწოროდ გადანაწილების თვალსაზრისით. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორისაც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
მკვლევართა
აზრით, ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ბევრი გარემოება უშლის ხელს, მათ შორის, მაღალი უმუშევრობა. გარდა ამისა, მოქმედებენ ბიზნესები, საიდანაც მიღებული შემოსავლები, ძირითადად, საზოგადოების მდიდარ ფენაში ნაწილდება.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - არც ერთი ქვეყნის საზოგადოებაში არა აქვს მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირი შემოსავალი. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ თვალის ფერით, სიმაღლით თუ ასაკით, არამედ სოციალური მდგომარეობითა და შემოსავლების სიდიდითაც. რამდენად მაღალია ან დაბალი ეს სხვაობა, სწორედ ამის დასადგენად გამოიყენება "ჯინის კოეფიციენტი", რომელიც გასული საუკუნის ცნობილი იტალიელი ეკონომისტისა და სტატისტიკოსის, კორადო ჯინის სახელს უკავშირდება.
წარმოვიდგინოთ ჰიპოთეზური ვარიანტები: მაგალითად, თუ საზოგადოება 1.000 წევრს ითვლის და ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, მაშინ "ჯინის კოეფიციენტი" იქნება ნულის ტოლი, ხოლო საპირისპირო ვარიანტში, როცა 1.000 კაციდან მხოლოდ 1-ს აქვს შემოსავალი და დანარჩენს - არა, ეს კოეფიციენტი იქნება 1-ის (ანუ 100%-ის) ტოლი. რა თქმა უნდა, რეალობაში ასე არ არის. რაც უნდა ღარიბი საზოგადოება ცხოვრობდეს ქვეყანაში, განსაზღვრული შემოსავალი მაინც აქვს. ვთქვათ, ინდოეთში დღესაც ძალაშია საზოგადოების კასტებად დაყოფა, მაგრამ მინიმალური საარსებო შემოსავალი უდაბლეს კასტებსაც აქვთ.

რაც უფრო მაღალია "ჯინის კოეფიციენტი", მით უფრო მაღალია სოციალური დიფერენცირება და სახელმწიფომ ამ უთანაბრობის შესამცირებლად შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მიჩნეულია, რომ თუ საზოგადოების ყველაზე მდიდარი 10%-იანი ნაწილის შემოსავლები 10-ჯერ და მეტად აღემატება ყველაზე ღარიბი 10%-ის შემოსავლებს, ყალიბდება სოციალური დაძაბულობა და გაუცხოება. ფაქტობრივად, ყალიბდება განსხვავებული სუბკულტურა - ცხოვრების წესის, მოხმარების და ა.შ. შესაბამისად, "ჯინის კოეფიციენტი" ძალიან კარგი ინდიკატორია სოციალური დუღილის ტემპერატურის შესაფასებლად. სამწუხაროდ, საქართველოში ეს კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია - 0,42 ქულას (ანუ 42%-ს) შეადგენს, ოღონდ მთლიანი შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით. კონკრეტულად ფულადი შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით კი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 49%-ს უტოლდება. ეს სხვაობა ცხადყოფს, რომ რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით მეტად ცდილობს, შემოსავლები მიიღოს ნატურალური ფორმით - სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ხოლო უფრო მაღალშემოსავლიან ოჯახებში ნატურალური შემოსავლები შედარებით ნაკლებია. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში საშუალო ფენა მცირეა და ამინდს ვერ ქმნის.

საზოგადოდ, რაც უფრო დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით მეტია იქ "ჯინის კოეფიციენტი" და შემოსავლებს შორის უთანაბრობა. მაგალითად, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ნამიბიაა, სადაც ეს კოეფიციენტი 76,3%-ს შეადგენს, ნორვეგიაში კი - 25,8%-ს.

საშუალო ფენაზე დგას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის 70-80%. ასეთი ფენის არარსებობა ან მეტისმეტი სიმცირე შესაძლოა დიდად სარისკო იყოს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უპირველესად სწორედ საშუალო ფენის შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული. ამისთვის ხელი უნდა შეეწყოს მცირე და საშუალო ბიზნესსა და მოქალაქეთა დასაქმებას, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს განათლება, ჯანდაცვა - ყველაფერი, რაც ადამიანს განვითარებისთვის სჭირდება.
luxo
19 ივლისი 2014 10:22
kapitalizmi zneobaze Zaladobaa. . .

“mdidars, umetes wilad, sikvdilis maxlovebisas axsendeba, rom
am qveynad, Raribebic arian” ლ.
gamoviareT, gza cicabo, da nisliani,
sad ar viyaviT, xan gvawvimda da xan gvaTovda,
xan gaviyaviT, xan SeverTdiT, magram mizani,
egeb xvalisTvis, zegisTvis ki, arasdros gvqonda.
ar gagikvirdeT, arc dRes viciT: zeg sad viqnebiT,
aRmarT-daRmarTi daviTvaleT, ukve ramdeni;
ver amovxseniT, aRar gveyo azri mignebis,
ase Tu vivliT, sad mivalT da bolos ra gvelis.
veluri yofa, ojaxuri, Temuri klani,
feodaluri , yaCaRuri, monuric vcadeT,
xan Rvinos vsvamdiT, xanac sisxliT viyaviT mTvrali,
kvamli da kvnesa adioda, miwidan camde.
socializmi gavayalbeT, kapitals vendeT,
TiTqos davwynardiT, isic mxolod sikvdilis SiSiT,
magram droebiT, ra iqneba zeg da mis Semdeg,
aravin icis, sad daiwyebs atomi SiSins.
goneba radgan dagvibnela, gaumaZRrobam,
zRaprebsRa SerCaT ciskara da xari nikora,
matlis umravles gamravlebam, mospo dandoba,
Surma da seqsma wagvleka da gadagviyola.
me vis ras verCi, iyos glaxa da gind fuliani,
Cemi msgavsia, da isini dRes Tu mxednian,
xval me gavxedni, radgan mec var adamiani,
dRes rac momiva, saxvaliod maTi xvrdria.
suls, Tu gavyidiT oqrosaTvis, aRar aqvs azri,
ra fass mogvcemen, tona oqros, grams Tu uncias,
usulod yofna, zneobidan suyvelas dagvclis,
uzneo kacs ki, siyvaruli ar SeuZlia.
kapitalizmi, uxeSia Tavis bunebiT,
cxovrobs da fiqrobs dadgenili mkacri wesebiT,
ar hyavs mudmivi axlobeli, arc megobrebi,
mxolod mudmivi, mudmivi, aqvs interesebi.
fulis gulisTvis, sastikia, daundobeli,
mogebisarvis, ra aris rom, man ar ikadros,
misTvis zneoba monetaa, fuli romelic,
portmaniT daaqvs, valebSi rom gadaixados.
qvelmqmedia, Tu mogeba amas moiTxovs,
pirjvarsac iwers, rom sizmari kargad auxdes,
taZarsac agebs, iqneb RmerTis guli moigos,
vai Tu marTla, saiqios karTan dauxvdes.
radgan yvelafers, aqvs Tavisi kargi da cudi,
albad xarisxi unda iyos, msajuli qveynad,
socializmi axal engelss, axal maqss ucdis,
kapitalizms ki, rac ekuTnis, is unda erqvas,
. . .
is yayaCoa da masaviT maTrobelaa,
is zneobisTvis aRmarTuli, saxrCobelaa.

nino
15 ივლისი 2014 13:17
იმიტომ რომ ჩვენი ხალხი გაუმაძღარია, ჩვენმა მთავრობამ რომ ხელფასები დაინიშნა ტყუილია, ბევრს შეშურდება, ალბათ ეს რომ სცოდნოდა ხალხს ივანიშვილის მიტინგზე არავინ მივიდოდა, რა გამოვიდა ისევ ახალი მგლები მოვიდნენ სათავეში, ახლა სანამ ეგენი გაძღებიან, მერე სხვა ივანიშვილი გამოჩნდება და ისევ შეიცვლება მთავრობა, ახლა ისინიც ხომ უნდა გავიდნენ ევროპაში, და ამასობაში ჩვენ საწყალი ხალხი სულ გადავშენდებით. რა ჯინის კოეფიციენტი, ბევრი ოჯახი მოხუცების პენსიებით ცხოვრობს, გადით აბა რაიონებში. 16 პრეცენტია უმუშევარიო, ხომ სისულელე სტატისტიკაა, კარტოფილი რომ მოყავს და მწვანილი ეგ მუშაობაა, ტანსაცმელსაც ბოსტანში ხომ არ მოიყვანს?

რედაქტორის რჩევით