რატომ აბანდებს სომხეთში 600 მლნ დოლარს ქართველი ბიზნესმენი
01-09-2014
რატომ აბანდებს სომხეთში 600 მლნ დოლარს ქართველი ბიზნესმენი
"სააკაშვილი რომ დამინახავდა, თავს უკან აბრუნებდა"

"გაზტურბინული თბოელექტროსადგურების მშენებლობის იდეა მანამდე საქართველოში გვქონდა"


ცოტა ხნის წინ სომხური მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია Anaklia IEP Holding-ი (Industrial Eco Park), რომელსაც ყველაზე მდიდარი ქართველების ოცეულში შესული ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობს, სომხეთში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ ფულით ვანაძორში აიგება გაზზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე *540 მეგავატი იქნება და საიდანაც სომხური მედიის ცნობით, ელექტროენერგია ექსპორტით ისევ საქართველოში უნდა შემოვიდეს.


საქართველოში თემურ
ქარჩავას ბიზნესი არა აქვს, მისი აქტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია. მისი სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიზნესმენმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მითვისებაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო, 2001 წელს კი მისი დაკვეთით ღრმაწყლიანი
პორტის პროექტიც შეიქმნა.
2009 წელს ლონდონში მყოფ ქარჩავას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და მალე ანაკლიაში სააკაშვილისა და ბიზნესმენის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესმენის ცნობით, ანაკლიაში მოლაპარაკება ორ დღეს მიმდინარეობდა, განხილვაში ჩართული იყვნენ ექსპერტებიც. ამის შემდეგ სააკაშვილმა განკარგულება გასცა პორტის მშენებლობის შესახებ. ეკონომიკის სამინისტრომ პორტის მშენებლობისთვის გამოყო 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რისთვისაც თემურ ქარჩავას კომპანია "ანაკლია-პორტმა" 6,7 მილიონი ლარი გადაიხადა. ქარჩავას კომპანიამ პორტის სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიმდინარეობდა. თუმცა,
მოულოდნელად სააკაშვილმა ანაკლიაში ქალაქ ლაზიკისა და ლაზიკა-პორტის მშენებლობის შესახებ დაიწყო საუბარი. 2011 წლის მარტში კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმება შპს "ანაკლია-პორტთან", ჩამოართვა მას ნაყიდი მიწის ნაკვეთი და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა 100 მილიონი დოლარის საჯარიმო სანქციების დაკისრებას - იმ არგუმენტით, რომ "ანაკლია-პორტი" მშენებლობის გრაფიკში ვერ ჩაეტია.

თემურ ქარჩავა, ბიზნესმენი:
- სომხეთში განსაკუთრებით კარგი პირობები შეგვიქმნეს თბოელექტროსადგურის ეფექტურად მუშაობისთვის. სომხეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, კომპანია Aნაკლია IEP Hოლდინგ-ს ეძლევა გარანტია, რომ წელიწადში 1 მლრდ კუბმ გაზს სტაბილურად მიიღებს, მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია კი შეუფერხებლად გავა საექსპორტოდ. გარდა ამისა, კომპანია ისარგებლებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით.

- ელექტროენერგია ექსპორტით საქართველოში შემოვა?
- მოგეხსენებათ, ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა იგეგმება, სადაც ასევე შეიქმნება ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი და ყველა ამ ობიექტს წელიწადში საშუალოდ 800 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია დასჭირდება. საქართველოში დღესA არსებული ენერგორესურსებით კი ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. თუ სახელმწიფოს ნება იქნება, თბოელექტროსადგურში გამომუშავებულ ელექტროენერგიას უპირველესად საქართველოში შემოვიტანთ. ჯერჯერობით ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ამ ელექტროენერგიის გასაღების ბაზარი, მათ შორის - თურქეთი, ირანი და რუსეთი.

- რატომ გადაწყვიტეთ თბოელექტროსადგურის აშენება სომხეთში და არა საქართველოში? რუსული გაზი აზერბაიჯანულზე ძვირი ღირს, ხოლო 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია არც ჩვენს ეკონომიკას აწყენდა.
- კომპანია წარმოებისთვის საჭირო გაზს მიიღებს როგორც რუსეთიდან, ასევე ირანიდან და მისი ფასი 1 ათას კუბმ-ზე 185 დოლარი იქნება. სომხეთს, ირანსა და რუსეთთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სომხეთი მომავალი 20 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიიღებს გაზის მისთვის საჭირო მოცულობას. ძირითადად, სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა სომხეთში თბოელექტროსადგურის აგება. თუმცა, მანამდე გაზტურბინული თბოელექტროსადგურების მშენებლობის იდეა საქართველოში გვქონდა. ჩვენი სურვილები და პროექტები საქართველოს ხელისუფლებას გავაცანით. ერთ-ერთი ასეთი თბოელექტროსადგური ანაკლიაში უნდა აშენებულიყო და მისი სიმძლავრე 220 მეგავატი იქნებოდა. ორი გაზტურბინა, თითო 275 მეგავატი სიმძლავრისა, გარდაბანში დაიდგმებოდა. ერთსაც ტყიბულში ნახშირზე უნდა ემუშავა. ოთხივე ამ სადგურის გამომუშავებული სიმძლავრე 1000 მეგავატამდე იქნებოდა, მაგრამ მთავრობამ რატომღაც არ ისურვა ამ პროექტის განხორციელება.
ამ გადაწყვეტილებით საქართველომ დაკარგა - სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა და ფინანსური ენერგორესურსი.

- ხელისუფლებამ თუ იცოდა, რომ ქართული კომპანია სომხეთში ასეთ მასშტაბურ ინვესტიციას ახორციელებდა?

- მე თავისუფალი ბიზნესმენი ვარ. არც ერთ ხელისუფლებაზე არ ვყოფილვარ დამოკიდებული...
ბოლოს საქმიანი ვიზიტი სომხეთში 14 აგვისტოს მქონდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შემთხვევით შევხვდი სასტუმრო "მარიოტში". სწორედ აქ შეიტყო საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციის შესახებ.

- სამართლებრივი დავა შპს "ანაკლია-პორტსა" და სახელმწიფოს შორის ჯერ არ დამთავრებულა?

-  "ანაკლია-პორტს" მოეხსნა ის ჯარიმები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ თითქოსდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაგვაკისრა. ახლა კომპანიის კუთვნილი მიწების დაბრუნების საკითხი დგას. ეს არის 2100 ჰექტარი, რომელიც ჩვენს კომპანიას ეკუთვნოდა და სადაც პორტი უნდა აშენებულიყო. ეს საკითხიც სასამართლომ უნდა განიხილოს, თუმცა, ხელისუფლებასაც აქვს უფლება, მიწა დაგვიბრუნოს. მთავრობის ნება თუ იქნება, პორტის მშენებლობის დაწყება 6 თვეში შეიძლება.

- თუ სახელმწიფო სადავო მიწას არ დააბრუნებს, თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
- საერთაშორისო სასამართლოს მივმართავ. ეს უკვე პრინციპის საკითხია.

- თქვენი და სააკაშვილის ურთიერთობა როგორ დასრულდა? მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტის იდეა წაგართვათ, არ შეხვედრიხართ?

- ბევრჯერ შევხვდი შემთხვევით, ხან საპატრიარქოში, ხანაც ანაკლიაში, მაგრამ რომ დამინახავდა, თავს უკან აბრუნებდა, გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. მორცხვობდა, ალბათ, მაგრამ თავის არჩეულ გეზს მაინც არ ღალატობდა.
სოფო
28 ოქტომბერი 2014 01:55
ჩემზე უკეთ მაგ პიროვნებას (როგორ შეიძლება მას პიროვნება უწოდო) არავინ იცნობს. ათასჯერ გამაცურა, აფერისტია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე მაგ პიროვნების "ბიზნესმენობაზე " ბევრი რამ ვიცი და სიამოვნებით მივცემდი ინტერვიუს რომელიმე არხის , რომელიმე ჟურნალისტს, აფერისტი და უპასუხისმგებლო ადამიანია! მხოლოდ გეგმებს სახავს, განხორციელებული მაგისი საქმე, პატიოსანი შრომით მე ჯერ არ მინახავს! ხელფასები დასარიგებელი აქვს თანამშრომლებისათვის და ტელეფონსაც აღარ პასუხობს! ხალხის ხარჯზე უნდა მაგას რაიმეს მიღწევა, ეგ თავის სიცოცხლეში ვერაფერს მიაღწევს ამდენი ხალხის ცოდვით!!!! გასაგდებია ეგ საერთოდ საქართველოდან, ეგ იოლი ფორმაა კიდევ! დაიჭირონ უნდა!
simartle
05 სექტემბერი 2014 11:18
Pakti-ს
100% იანი მართალი ხარ,600 მილიონი კი არა 50 მილიონამდე ვალები აქვს(ისე კაი ცხოვრება უყვარს,ოღონდ ეგ ოხერი კაი ცხოვრება ძვირი ჯდება).ან ისევ ბლეფია,ანდა ვინმე რუსებს ფულს უპრავებს,თანაც თუ აშენდა ძალით აყიდებინენებ საქართველოს მაგ ელექტროენერგიას.
aragus
04 სექტემბერი 2014 10:46
რომელი მიწების დაბრუნებაზეა საუბარი, ხალხს რომ აახია სახელმწიფომ რაფორმით მიცემული და ქარჩავას რომ გადასცა მერე იმაზე ხომ არა ?

რედაქტორის რჩევით