KENWOOD - მსოფლიოს ბაზრის ლიდერის ახალი შემოთავაზებები - კვირის პალიტრა

KENWOOD - მსოფლიოს ბაზრის ლიდერის ახალი შემოთავაზებები

ევროპის ლიდერი უხუცესი ინგლისური ბრენდი, KENWOOD, რომელიც საქართველოს ბაზარზე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და მრავალფეროვანი აქციით შემოვიდა, თავის მომხარებელს მაცივრების და სარეცხი მანქანების ფართო არჩევანს და უპრეცენდენტო აქციას სთავაზობს.

მომხმარებელი, რომელიც აქციის ფარგლებში ძველი სარეცხი მანქანის შეცვლას KENWOOD-ის ახალი მოდელით გადაწყვეტს, ნებისმიერი მოდელის არჩევის შემთხვევაში 100 ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. შეძენის დღიდან, მომხმარებელი უფასო მიტანის, მონტაჟის და 3 წლიანი სრული და უფასო სერვისით ისარგებლებს. ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი და უნაღდო ფორმით, ასევე 24 თვემდე 0%-იანი განვადებითაც.

ამავდროულად, KENWOOD-ის აქციის ფარგლებში მომხმარებელი, რომელიც შეიძენს A+ კლასის სარეცხ მანქანას განვადებით, გადახდილი თანხის 10% უკან დაუბრუნდება. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი KENWOOD-ის სარეცხი მანქანების ყველა მოდელი, A + ენერგოეფექტურ კლასს მიეკუთვნება.

KENWOOD-ის სარეცხი მანქანები შექმნილია უახლესი ტექნოლოგიებით. Nano tec AG+ სტერილიზაციის ტექნოლოგია უზრუნველყოფს სარეცხის სრულფასოვან სისუფთავეს ვერცხლის იონების დახმარებით. ეკონომიური რეცხვის რეჟიმით სარგებლობა მომხმარებელს მისცემს საშუალებას დაზოგოს როგორც სარეცხი საშუალებები, ასევე წყალი და ელექტრო ენერგია. სარეცხი მანქანის სრული ფუნქციონალი, მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით არის შემუშავებული და მათ სრულ კომფორტზე არის მორგებული.

KENWOOD-ის ბრენდის მოკლე ისტორია: კომპანია პირველად ინგლისში, 1947 წელს Kenneth wood-ის (Ken-wood) მიერ დაფუძნდა, რა დროსაც პირველად გამოჩნდა ბაზარზე KENWOOD-ის ინოვაციური პურის ტოსტერი. ამჟამად უკვე კენვუდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. 1974 წელს ბაზარზე მსხვილი საოჯახო ტექნიკის წარმოების ხაზის გაფართოება გახდა საჭირო. კერძოდ, დიდი მაცივრებისა, სარეცხი მანქანების და ჭურჭლის სარეცხი მანქანების ხაზით. KENWOOD-ის მხსვილი საოჯახო ტექნიკა ექსკლუზიურად, ევროპის საუკეთესო ქარხნებში იწარმოება. ბრენდის მაღალმა ცნობადობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მისი პროდუქტის გაყიდვები ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, შორეული აღმოსავლეთის და იაპონიის ბაზარზე.

2010 წლიდან, KENWOOD-მა წარმოების განსავითარებლად, დანერგა ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორიც არის direct drive, nano-silver, quick wash, eco wash and multi flow, ყველა მიღწეული მაღალი ეფექტურობის ტექნოლოგიები მიზნად ისახავს ნაკლები ბუნებრივი რესურსების მოხმარებას და ბუნების დაცვას. ბრენდის მიერ მსოფლიო ბაზარზე განვლილი საინტერესო გზისა და მის მიერ წარმოებული სრულყოფილი ტექნიკის დამსახურებით, KENWOOD ბაზარზე ლიდერის პოზიიციას ინარჩუნებს.

(R)