მამუკა ხაზარაძე - წლის მეწარმე 2014 - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე - წლის მეწარმე 2014

„წლის მეწარმის“ ტიტულის პირველი ქართველი მფლობელი მამუკა ხაზარძე (თიბისი ჯგუფი) გახდა - ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კონკურსის „წლის მეწარმე-2014“-ის გალა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

კონკურსი „წლის მეწარმე“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „EY საქართველოს“ ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა.

„დიდი მადლობა „EY საქართველოს" ორგანიზატორებს და ჟიურის. ვფიქრობ, ასეთიღონისძიებებიძალიანდიდი სტიმულია ქართული ბიზნესისათვის და სასარგებლოა ზოგადადბიზნეს-გარემოსთვის.რაც შეეხება ჩემს გამარჯვებას, ეს ეკუთვნის თიბისის მთელ გუნდს და მინდა  მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“ - განაცხადამამუკა ხაზარაძემ.

საერთაშორისოკონკურსის „წლისმეწარმე-2014"-ისჟიურისშემადგენლობაშიშედიოდნენ რუბენ ვარდანიანი (ტროიკა დიალოგის დამფუძნებელი, 2005 წლის რუსეთის მეწარმის ტიტულის მფლობელი და 2012 წლის მსოფლიო მეწარმის ჟიურის წევრი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), გიორგი ბაჩიაშვილი (თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), დევი ხეჩინაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე, აიპ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია) და გიორგი ჭირაქაძე (საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი).

R