ყველაზე დიდ საახალწლო ფეიერვერკს ქობულეთში გაისვრიან
31-12-2014
ყველაზე დიდ საახალწლო ფეიერვერკს ქობულეთში გაისვრიან
2014 წლის ყველაზე დიდ ფოიერვერკს ქობულეთში გაისვრიან, ამის შესახებ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი იტყობინება: ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერით 31 დეკემბერს ქობულეთში დიდი ზეიმი გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში ქობულეთის ცენტრალურ პარკში იქნება ბავშვთა უფასო გასართობი პროგრამები ანიმატორების შესრულებით, იქნება საბავშვო მიუზიკლი, კონკურსები და შეჯიბრებები, მთელი კვირის მანძილზე ქობულეთის პარკის ყველა ატრაქციონი იქნება უფასო.

საღამოს 21:00 საათიდან გაიმართება კონცერტი, ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით, რომელიც ღამის პირველ საათამდე გასტანს. ახალი
წლის დადგომას ქობულეთი საქართველოში ყველაზე გრანდიოზული 10 წუთიანი ფეიერვერკით შეხვდება.

ფონდის სახელით ვულოცავთ საქართველოს მოსახლოებას დამდეგ შობა ახალ წელს, ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დამდეგ 2015 წელს. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადმიანს რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩვენი საქველმოქმედო
ფონდის აქტიურ და გამართულ მუშაობაში, რომელთა დახმარებითაც ფონდი ყოველდღიურად ზრუნავს 700-ზე მეტ მოხუცებულზე, მზრუნველბა მოკლებულ ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

შეგახსენებთ, რომ კიევის ყოფილი მერის უკრაინელი მილიარდელის საქველმოქმედო ფონდი 3 წელია საქართველოში აქტიურად არის დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. ფონდი ყოველდღიურად ეხმარება 700-ზე მეტ მოხუცებულს, მრავალშვილიან ოჯახებს და მის საკუთრებაშია თბილისში არსებული საოჯახო ტიპის ბავშთა სახლი, ასევე ჩერნოვეცკის ფონდის მართვაშია ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სახლი.

(R)

გია
02 იანვარი 2015 03:28
მაინტერესებს საქართველოში ყოველწლიურად ვინ რამდენს ხარჯავს ქველმოქმედებაში
უნდა ვიცოდეთ მათი სახელები მითუმეტეს არაქართველების ასეთი პატივისცემა მართლაც დასაფასებელია

რედაქტორის რჩევით