ფოთის ნავთობტერმინალი - ბიზნესაქტივი თუ პოლიტიკური იარაღი?!
05-01-2015
ფოთის ნავთობტერმინალი - ბიზნესაქტივი თუ პოლიტიკური იარაღი?!
ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ამ გარიგებით ბევრი არაფერი შეიცვლება და ეს წმინდა ბიზნესინტერესებია"

გასული წელი ხმაურიანი და მასშტაბური ბიზნესგარიგებით დასრულდა, რომლის შემდეგაც ფოთის პორტის ნავთობტერმინალისა და "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა. რუსული ენერგოკომპანია "როსნეფტი" ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს შეიძენს. გარიგების მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციისთვის. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა, თუმცა,
ცნობილია, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს დარჩება.

"როსნეფტი", რომელიც რუსეთის სტრატეგიული კომპანიების ნუსხაშია შესული, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი აქციების 69,5%-ს "როსნეფტეგაზი" ფლობს, რომელიც 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. "როსნეფტის" აქციების მხოლოდ 19,75% ეკუთვნის BP-ის, ხოლო დარჩენილი 10,75% თავისუფალ მიმოქცევაშია.

ბიზნესგარიგების მხარეებმა
უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ საქმიანობას ამიერკავკასიაში.
ფოთის ტერმინალის გამტარობა 8 მლნ ტონა ნავთობპროდუქტია წელიწადში.
ამ გარიგებას საქართველოს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ არანაირი ბერკეტი არა აქვთ იმისთვის, რომ ეს გარიგება ჩაშალონ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საზოგადოებას შეახსენა, რომ "პეტროკასი" თავის დროზე წინა ხელისუფლების წევრების საკუთრება იყო.

თავის დროზე, "პეტროკას ენერჯი გრუპი", ისევე როგორც მისი შვილობილი "გალფი", იგივე შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია", საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა,  კეზერაშვილმა  განაცხადა, ჩემი წილი "გალფში" რუსეთში მცხოვრებ ებრაელ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მივყიდეო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაშინაც და ახლაც, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" 100%-იანი წილის მფლობელი, ამერიკაში რეგისტრირებული Energy Investment Venture Holdings-ია, რაც საეჭვოს ხდის, მართლაც დათმო თუ არა კეზერაშვილმა თავისი წილები ბიზნესში იაკობაშვილის სასარგებლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, "ვიმ ბილ დანის" ყოფილმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა კეზერაშვილის "პეტროკას ენერჯი გრუპში" აქციების საკონტროლო პაკეტი 2013 წელს შეიძინა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მფლობელების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის. არც საქართველოს სამეწარმეო რეესტრში იძებნება ამ სახელწოდების კომპანია, თუმცა, რეგისტრირებულია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია", რომლის 100%-ს, "გალფის" არ იყოს, ოფშორში, კვიპროსზე რეგისტრირებული "ნექსტრა სერვისიზ ლიმიტედი" ფლობს. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კომპანიას საქართველოში იურიდიული მისამართი ერთ შენობაში აქვთ.

მოკლედ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეპატრონეების ძებნა დაახლოებით იგივეა, რაც შავი კატის ბნელ ოთახში დაჭერა, თუმცა, კეზერაშვილი-იაკობაშვილის ტანდემი ბევრი ეჭვის საბაბს იძლევა და მეტი ყურადღებისკენ გვიბიძგებს, მით უფრო მაშინ, როცა საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს შეეხება. სწორედ ფოთის ტერმინალის საშუალებით ხვდება ნავთობპროდუქტები საქართველოს ბაზარზე. არსებული ინფორმაციით, დავით იაკობაშვილმა რუსეთის ნავთობისა და გაზის სფეროში საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ 2014 წლის 19 სექტემბერს სოჭში გამართული საინვესტიციო ფორუმის კულუარებში მიიქცია, როცა ფოთის ნავთობტერმინალის სიმძლავრეების გაორმაგების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე:
"როსნეფტმა", პუტინის უმთავრესმა ეკონომიკურმა იარაღმა, დასავლეთის მიერ სანქციადადებულმა კომპანიამ, ფოთის პორტი ჩაიგდო ხელში.
რუსეთი საქართველოს ეკონომიკური მომწყვდევის სომხურ სცენარს ავითარებს. შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება.

ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ გარიგების ბოლომდე მიყვანა. ამის იურიდიული საბაბი არსებობს. ეს კომპანია შავი ზღვის შელფში უკანონოდ აწარმოებს ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოებს "აფხაზეთის მთავრობის" მიერ გაცემული "ლიცენზიის" საფუძველზე. იაკობაშვილმა თუ ეს ხელისუფლების ზურგს უკან გააკეთა, მისაღებია ზომები, თუ ხელისუფლების ნებართვით, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე! სასწრაფოდ უნდა განაცხადოს მთავრობამ, ეს გარიგება მის ზურგს უკან მოხდა, თუ მისი თანხმობით. ეს არის სამხედრო აგრესიის ტოლფასი აქტი. ეს არ არის უბრალო ყიდვა-გაყიდვა. ეს მიბმულია ვერაგ გეგმებზე: რკინიგზა, დაღესტნის გზა, კადიროვის წამოყრანტალება ტრანსკავკასიური რკინიგზის შესახებ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თემის წამოწევა აფხაზების მიერ, "აზოტის" მყიდველების ჩამოსვლა რუსეთიდან, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში ყაზახების დაბრუნება და მათი განცხადება, რომ მომავალ წელს აპირებენ მის გაყიდვას (რა თქმა უნდა, რუსებზე), რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლების თემის წამოწევა (თბილისში, რუსთავში). ნელ-ნელა მიდის მზადება ეკონომიკური მოგუდვის სცენარის ხორცშესასხმელად. გაიძვერა ადამიანები ამაში ფულს იშოვიან.

არ უნდა გატარდეს რეესტრში აქციების გადაცემა. გამოყენებულ უნდა იქნეს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". "როსნეფტი" აფხაზეთში უკანონოდ საქმიანობს. აქვს ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, ეწევა ნავთობის დაზვერვით სამუშაოებს შავ ზღვაში.

არათუ გარიგების გაუქმება, არამედ სანქციების დაწესებაც შეუძლია საქართველოს მთავრობას "როსნეფტისთვის", როგორც აფხაზეთში უკანონოდ მოქმედი სუბიექტისთვის; ანუ "როსნეფტი", ჩვენი კანონით, შავ სიაშია.
ასეთივე კანონი მიიღო უკრაინამ და წარმოიდგინეთ, რას იზამდა, ოდესის პორტი რომ ეყიდა.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ მთავრობამ ეს არ იცოდა, ცუდ დღეშია ჩავარდნილი. მაგრამ მისი მოვალეობაა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. არ გამოვა ხელების დაბანა. ფოთის ნავთობტერმინალის გაკონტროლება ზეწოლის იარაღი იქნება აზერბაიჯანისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც მას იყენებენ.

არ არის გამორიცხული, რუსეთმა ანაკლიის პორტის ტენდერშიც მიიღოს მონაწილეობა შენიღბულად.
ეს რუსეთის იმ დოქტრინის ნაწილია, რომელიც ენერგეტიკული იმპერიის სახელითაა ცნობილი და რომელიც ჩუბაისმა მაშინ გაახმაურა, როცა რუსი დეპუტატების კრიტიკას უპასუხა, თუ რატომ უნდა ეყიდა რუსეთის ენერგოკომპანიას "თელასი". როგორც ამერიკულმა კომპანიამ მიჰყიდა "თელასი" რუსებს, ასე მიჰყიდა რუსმა ბიზნესმენმა იაკობაშვილმა ფოთის პორტი რუსებს. ჯერ 49 პროცენტი, მერე ორ - საკონტროლო პროცენტს ათმაგ ფასს დაადებს. მთავრობამ და უპირველესად ენერგეტიკის მინისტრმა, კარგად წაიკითხონ კანონი, სანამ რამეს იტყვიან".

ქართველ ეკონომისტთა დიდ ნაწილს ამ გარიგებაში განსაკუთრებული საფრთხე არ დაუნახავს.
ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მიუხედავად იმისა, რომ ამ გარიგების ერთ მხარეს დგას რუსეთის სახელმწიფო კომპანია, ხოლო მეორე მხარეს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კომპანია "პეტროკასი", რომელიც მან საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისგან იყიდა, ვფიქრობ, ამ გარიგებით ბევრი არაფერი შეიცვლება და ეს წმინდა ბიზნესინტერესებია".
ალექს
16 იანვარი 2015 20:11
ფოთის ნავთობტერმინალი ერთი პატარა ტაშტია მართლა ტერმინალთან შედარებით,ბათუმის მასზე 50-ჯერ დიდია და არის ყაზახების,ანუ საბაჟო ევრაზიული კავშირის ,ანუ ვისი ყოფილა ?ვინ მისცა ?როდის ?
რატომ არ გააკეთეს აქციონირება თავის დროზე ,იყიდიდა აქციებს ხალხი-საქართველოს ხალხი ,და მტრის ხელში ვერ ჩავარდებოდა !?
რკონოგზის აქციონირება რატომ არ გაკეთდა ?
სხვა სტრატეგიული ობიექტების ?
არ შეეძლოთ 30 % ბირჟაზე დაედოთ ისე,რომ საქართველოს მოქალაქის გარდა ვერავის ეყიდა ?!
100 %-თ რუსული კომპანიების ხელში როგორ აღმოჩნდა დიდ დიდი სტრატეგიული ობიექტები ?
ფულს სუნი არა აქვს,მართალია,პოლიტიკის სუნი აქვს!!!!
papa
11 იანვარი 2015 19:00
,,ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო,,---ისე გამოგდის

დემაგოგიაო......ნებისმიერი წერილი მხოლოდ დემაგოგიით და ქართველი ხალხის ლანძღვითა გაქვს გამოტენილები და კიდევ ჩემი პოსტებიააა დემაგოგიააა??
---ყველა წერილი ხალხის ლანძღვის ერთი და იგივე ლოზუნგებით გაქვს გავსებული
რაღამც მიშა აღარ აირჩიეს, ამის გამო გაბრაზებული მთელი საქართველო მოტყუებული, შტერი, რუსეთურმეები და ფულზე გაყიდული გგონია... შეურაწყოფააა ეს აბა რაარი ?? შეურაწყოფა რა, მარტო გინებააა?? შენზე უფროსს თაობას, მხოლოდ და მხოლოდ,,ლანძღავ,,
,,ვინც ჩვენთან არააა ის ჩვენი მტერიაო,,კომუნისტების ამ ლოზუნგს ზუსტად იყენებთ. ვინც თქვენებურად არ ხედავს მოვლენებს, ყველა მტერი გგონიათ და ყველას რუსეთურმეობას აბრალებთ
ასაკიდან გამომდინარე მესმის, რომ მხოლოდ 90--ანი წლებიდან იწყებ ყველაფრის ათვლას და ყველაფრის შედარებას. მაგ საშინელ პერიოდდში გატარებული ბავშობის გამო, მაშინდელიც და მანამდელიც შენთვის ყველაფერი მიუღებელია.
პაკრიშკების დაწვა, უშუქობა, უგაზობა,.. მხედრიონი .... კი ის პერიოდი მესმის, ძალიან ცუდი იყო, მაგას არავინ დავობს, მაგრამ იქნება მანამდე(რაც შენ არ გახსოვს და არ იცი) ბასტი ბუბუსი არ იყოს, ციდან სულ ,,კამფეტები ცვიოდა,,?
(ისე მარტლა კამფეტები ... არასოდეს არ ცვიოდა)
რაღამც ასაკის გამო ძველი პერიოდი არ იცი,.. ზნაჩიტ მანამდელი ყველაც და ყველაფერი ცუდი იყოოო?
იმ ე.წ. სალანძღავი პერიოდიდან შენთვისაც სათაყვანო იმდენ ხალხს ჩამოგითვლი რომ ..... მიხვდები მასე ერთ ცეცხლში ყველას და ყველაფრის დაწვა არ შეიძლება
მაგალითისთვის... რაღამც 1981 წლის დინამო, თქვენ თაობას არ გინახიათ,.. რა,.. ის დინამო არ არსებობდააა??ან მაგარი არ იყოოო?? დიახ, სწორედ ის დინამო იყო, საკლუბო გუნდების დონეზე მთელ ევროპას რომ აზანზარებდა..
..დღეს ეს წარმოუდგენელია ხომ??
არადა მართლა ასე იყო და აჰააა ეხლა .. იძახეთ გინდა თუ არა მაშინ ყველაფერი ცუდი იყო და არც მასეთი დინამო არსებობდა--თქო
კომუნისტური გადმონაშთი ..კორუმპირებული...და ა.შ.
სადღა არიან ის ე.წ.კომუნისტური პერიოდის ხალხი ცოცხალი??იმათი რა გეშინიათ?
ან იმათი თანამდებობები სად გაგიგიაა?
სამი ოთხი კაციიი??
რაღამც თქვენზე 10--15 წლით უფროსები არიან კომუნისტური გადმონაშთები არიაან??
ხელს გიშლიან და იმიტოომ??
ვინ მიასუნინებდა მაშინ ასაკის გამო იმათ თანამდებობებს??(მალალეტკები იყვნენ)
მენტალობით კიდევ ...... კომუნისტური მენტალობის თქვენი თაობა უფროა(,,პავლიკ მოროზოვებივით,,) ვიდრე ის თაობები, ვისსაც თქვენ ეგრე ადვილად ლანძღავთ
ერთი უფროსებს შეეკითხე, გოდორის იგავ-არაკი--ის გოდორი დაგორავს და ყველაგანაც მიგორდება
ჰოო კიდევ..... ამ ერთი კვირის წინ კემერონმა ევროკავშირი აღარ გვინდა, გამოსვლაზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთო...
რა გამოდის ეხლა ეს?? კემერონიც პუტინის მოსყიდული და რუსეთურმეააა?? იმასაც რუსის ნასებში სიარული მოუნდააა??
ადრე გიპასუხე.... ერთი და იგივე ფაქტებს სრულიად საპირისპიროდ ვხედავთ მეთქი---ეგრეა, ეგრე
ეს კი ეგრეა მაგრამ.....მაინც პატივისცემით....
აბა დროებით....
glaxuna
09 იანვარი 2015 16:12

პაპა

სიძულვილი გალაპარაკებს და არა ც ო დ ნ ა ...


ა ზ ზ რ ზ ე არა ყოფილხარ,აზზრზე !!!

აბა კარგად გაარკვიე 2003 წლამდე საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთზე...ანუ ,საქართველოს ისტორიაში საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს ყველაზე დაუნდობელ მტერთან :

როგორც ეკონომიკური ,ისე ენერგეტიკული...

და მერე...2012 წლისათვის,რამდენი პროცენტით იყო შემცირებული,ეს დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა,როგორც ეკონომიკურად,ფინანსურად ისე...ენერგეტიკულად,

და ნუ ეწევი დ ე მ ა გ ო გ ი ა ს !!!

აღარ ბოლდება ხალხი და ამას 2016 წლისათვის დაინახავ-თ!


ამათ ვერ უშველით კრემლი,ახალი შოუები და მილიარდების აფრიალება,მათი გუბერნატორის მიერ და მით ქართველობის კიდევ ერთხელ... გ ა ბ რ ი ყ ვ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს...

რაც შეეხება არსებულ ხელისუფლებას,რაც უფრო დრო გადის,მით უფრო ა შ კ ა რ ა და ნათელი ხდება,2012 წლიდან ხელისუფლებაში კრემლის მ ე ს ჩ ა ნ ი ხალხი,რომ მოვიდა და შ ე დ ე გ ა დ,მით ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს რეგრესი ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით ა შ კ ა რ ა ა,სახელმწიფოებრიობის ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ ი ც კი ეცემა ..პარტნიორი და ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ მეგობარი დასავლეთ ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ ი საზოგადოების თვალში,

რომელიც უ დ ი დ ე ს ფინანსურ,პოლიტიკურ და სამხედრო მხადაჭერას გვიცხადებენ საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს აღდგენის დღიდან,ანუ 1990-ანი წლებიდან,

და ეს...სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის არ მქონე,კრიმინალურ-ფარისეველი,ქართულ საბჭოთა საზოგადოებისადმი,

რაც არის ძ ი რ ი თ ა დ ი -მიზეზი,იმისა,რომ აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დაგვარად,სახელმწიფოებრიობის განმვითარება-განმტკიცებას ვერ ვახერხებთ...

მალე პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლებს ქართველობა ამ მესჩან,მხდალ და უ ღ ი რ ს მეოცნებეებს,საკუთარ უ ს უ ს უ რ ე ბ ი ს ..ნაციონალებზე გადაბრალებას,რომ ცდილობენ მ უ დ ა მ ყოველგან და ყველაფერში,და მათ დასჯას,მტრის ინერესებებისათვის,რომ მათგან უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ი ლ ი იყონ....ძალაუფლების შენარჩუნებისათვის,მხოლოდ უ წ ი გ ნ უ რ თ ა ...დასაბოლებლად და გ ა მ ო ს ა ყ ე ნ ე ბ ლ ა დ...როგორ ფიქრობ,ამას ხალხი ვერ ხვდება ?!

ა ღ ა რ უნდა ქართველ ახალგაზრდობას ამ მუდამ მენტალურად ავადმყოფ რუს -მონღოლების კავშირებში,რადგან მუდამ სიძულვილზე,ძალადობასა და უსამართლობაზე დაფუძნებულ კავშირებში რ ე ა ლ უ რ ა დ არანაირი პ რ ო გ რ ე ს ი არ მ ო ხ დ ე ბ ა,არც ერთი მიმართუილებით...

,,ნაციონალები,, და მიშა ,სწორედ იმიტომ მოიშორეს,რომ ეს ,,პროექტები,, განეხორციელებათ და მით საქართველო დაქუცმაცებულ,კრიმინალურ გუბერნიებად გადააქციონ...

თორე ისინი დასავლეთის ს ა ნ ქ ც ი ე ბ ს ა ც შეურთდებოდნენ,უკრაინას ძლიერ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხადაჭერას გამოუცხადებდნენ ფაშისტური რუს-მონღოლეთითან ტერიტორეიული მთლიანობის დაცვისათვის ბრძოლაში (რომელიც ა რ ა ს ო დ ე ს არ ცნობს რაიმე სამართლებრივ ნორმებს ,ხელშეკრულებებს...)და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე საგანგაშო ვითარებას შექმნიდნენ ყველა საერთაშორისო იმსტიტუტებში...

ასე,რომ ა ზ ზ რ ი არა აქვს..დ ე მ ა გ ო გ ი ა ს,ქართველობა მთლად ბრიყვი არ არის,

მართალია ტოტალური დემაგოგიით,საოცარი დ ა პ ი რ ე ბ ე ბ ი თ და მტრის ფ უ ლ ი ს აფრიალებით... გ ა ა ბ რ ი ყ ვ ე ს 2012 წლისათვის,მაგრამ ბრიყვი არ არის და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ნ ა თ ე ლ ი ხდება მისთვის ყოველივე.

სიცრუესა და
სიბნელეში ახლა,რომ დღეს ცხოვრობს ...

პოლიცია ... მილიციად იქცა და კრიმინალს შეეკრა,შედეგად 1990-ანი წლების კრიმინალური ვითარების წინაპირობები ა შ კ ა რ ა დ იქმნება,

ხალხი,რომ მუდმივ შ ი შ ს ა და შანტაჟის მოლოდინში,ანუ დ ა შ ი ნ ე ბ უ ლ ი ყავდეთ და ხმას ვერ იღებდნენ მათი ერთობლივი ქმედებებიდან გამომდინარე...

ეკონომიკურ,
ფინანსურ,
საბიუჯეტო საკითზებს,რომ არ შევეხოთ,

არც ნეპოტიზმს,
არც შერჩევით სამართალის შესახებ
,არც 100 ქარხანაზე,

ტარიფებზე,თუ ბენზინის ფასსზე...

ასე დ ა ს ა ვ ლ ე თ ი,რომ არ მიგვიღებს,ესეც ა შ კ ა რ ა ა,ხოლო...უ ღ ი რ ს ო ე ბ ი მხოლოდ კრემლს ჭირდება!!!

მაგრამ ,,სანთელ-სარკმეველი თავის გზას არ დაკარგავს,,...

რედაქტორის რჩევით