foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანია - ერთი წელი ქართულ ბაზარზე - კვირის პალიტრა

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანია - ერთი წელი ქართულ ბაზარზე

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  ის მოსწონს ყველას -  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში, ქალბატონსა თუ მამაკაცს.

foodpanda  მომხმარებლისმოთხოვნებზეორიენტირებულიკომპანიაა, რომელიცისეთითანამედროვეტექნოლოგიურისიახლისგამოყენებით, როგორიცაამობილურიაპლიკაცია, საკვებისშეკვეთასბევრადუფრომარტივსადასახალისოსხდის, რაცმომხმარებლისმაქსიმალურკომფორტსგანაპირობებს. გამარტივებულიფორმით 70-ზემეტიკვებისობიექტიდანკერძებისშეკვეთადაადგილზემიტანათბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისადარუსთავისმასშტაბითსაიტისგარდა ( www.foodpanda.ge )მობილურიაპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაცშეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინსაკვებისშეკვეთისსერვისი, რომელიცმსოფლიოს  45-ზემეტქვეყანაშია.

გერმანულმაბრენდმაქართულბაზარზეოპერირება 2014 წლისმარტშიდაიწყო. როგორ აფასებენ ისინი ქართულ ბაზარზს და რა სიახლეს გვთავაზობენ სამომავლოდ,

გვესაუბრება „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში  გიგა ქერქაძე

-    ერთი წელი გახდება, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყეთ, როგორ შეაფასებდით ადგილობრივ ბაზარს?

-    ბაზარზე 10 თვიანი მუშაობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუდპანდამ მოახერხა საქართველოს ბაზარზე მყარად საკუთარი ნიშის  დამკვიდრება. ცნობილია, რომ  ფუდპანდა 40-ზე მეტი ქვეყანაში საქმიანობს და მუდმივად ხდება სხვადასხვა ბაზრების შედარება. სხვადასხვა  პარამეტრით საქართველოს შედეგები შთამბეჭდავია, განსაკუთრებით კი,  აღსანიშნავია ფუდპანდას  მობილური აპლიკაციის პოპულარობა საქართველოში. სულ მალე,  ჩამოტვირთვების რაოდენობა 40 ათასს  გადააჭარბებს და ჩვენი შეკვეთების უმეტესობა სწორედ ამ არხის საშუალებით შემოდის. სხვა ქვეყნებთან მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად თუ შევადარებთ ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, რაც პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა და ბაზარი არათუ მზად არის თანამედროვე ინტერნეტ სერვისების მისაღებად, არამედ ბევრ  განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ ამ მიმართულებით. ეს ძალიან სასიხარულოა ფაქტია და აღნიშნული შედეგის ჩვენებით ხელს ვუწყობთ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინდუსტრიის წინსვლას.

-    თავდაპირველად თბილისის მაშტაბით დაიწყეთ, რომელსაც მოჰყვა რუსთავი, ბათუმი, ბოლო დროს ქუთაისი... რეგიონში გასვლის ეფექტს როგორ შეაფასებთ, რამდენად მოთხოვნადია თქვენი სერვისი და  როგორ მიიღო მომხმარებელმა?

-    თბილისის შემდეგ,  რეგიონებშიც ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ჩვენს სერვისზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაგვიწყია აქტიური მარკეტინგული კამპანია თბილისის გარეთ, რეგიონებშიც უკვე შევიძინეთ მრავალი ერთგული მომხმარებელი. შეიძლება ითქვას  ხშირ შემთხვევაში ბათუმის და ქუთაისის მომხმარებლები თბილისის მომხმარებლებზე უფრო აქტიურებიც არიან, რადგან ძალიან ხშირად გვიგზავნიან  წერილებს და სხვადასხვა შენიშვნებს, რჩევებს  ჩვენს სერვისთან დაკავშირებით. ეს უკუკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია.

-    როგორია ქართველი მომხმარებელი - როდესაც ის აკეთებს შეკვეთას, მომთხოვნია, სულსწრაფი, რას ირჩევენ ყველაზე მეტად .. არის თუ არა კორპორატიული შეკვეთები და ა.შ.

-     ვერ გამოვყოფ ქართველი მომხმარებლის განსაკუთრებული თვისებებს, რადგან ყველანაირი ტიპის მომხმარებელი სარგებლობს ჩვენი სერვისით და ალბათ ისედაც ყველა ქვეყანაში მომხმარებელი მაინც ერთნაირია: მათ როცა შიათ, მათი სურვილია საკვები მიუტანონ დროულად, თბილად და კარგად შეფუთული. შეკვეთების მიხედვით, რა თქმა უნდა, სწრაფი კვების ობიექტებია ყველაზე პოპულარული, თუმცა ქართული სამზარეულოც საკმაოდ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. რაც შეეხება კორპორატიულ სეგმენტს, შეიძლება ითქვას, რომ ფუდპანდას სერვისით თითქმის ყველა წამყვანი ქართული კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველდღიურად და ჩვენი ცნობადობა კორპორატიულ სეგმენტში ძალიან მაღალია. ამის გადამოწმება იოლია, გამოკითხეთ  სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელი...

-    თქვენს პარტნიორებზე რას გვეტყვით? უკვე მაჩვენებელმა 80-ს გადააჭარბა....

-    ჩვენი პარტნიორების რიცხვი მუდმივად იზრდება, თუმცა ამავდროულად ხდება რესტორნების ბუნებრივი გადარჩევაც. ვგულისხმობ,  რომ ჯამში გახსნის დღიდან 150-ზე მეტ რესტორანთან გავაფორმეთ კონტრაქტი, უბრალოდ მუშაობის პროცესში ბაზარი თავად არეგულირებს თამაშის წესებს. ჩამონათვალში დარჩა ის, ვინც  ხარისხიანი და მრავალფეროვანი კერძების მიწოდება შეძლო. ადრე თუ ჩვენ გვიწევდა მათზე გასვლა, ახლა ისინი აქტიურობენ და ცდილობენ ჩვენს პატრნიორების ჩამონათვალში მოხვედრას და ხდება მათი უკვე საწყის ეტაპზე შეფასება.

-    რეგიონის გაფართოვებას თუ გეგემავთ და გახვალთ თუ არა  კახეთში, სამგეროლოში... და ა.შ

-    2015 წელს გვაქვს გეგმაში, რომ დავამატოთ კიდევ ახალი ქალაქები. ზუსტად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით სად, მაგრამ სავარაუდოდ ამის განხორციელებას წლის მეორე ნახევარში შევძლებთ.

-    შესრულდა თუ არა ის გეგმები რა გეგმებითაც აპირებდით ერთი წლის წინათ ქართულ ბაზარზე შემოსვლას?

-     შეიძლება ითქვას ყველა გეგმა რაც 2014 წლის დასაწყისში გვქონდა დასახული, წარმატებით შესრულდა.

-    აქციები პარნიტორებთან ერთად ანუ  თუ იგეგემება ფასდაკლებისა და წამახალისებელი აქციები მომხარებლებისთვის?

-    ფუდპანდაზე აუცილებლად ყოველთვის იქნება სხვადასხვა წამახალისებელი აქციები ჩვენი მომხმარებლებისათვის. ამ ეტაპზე მაგალითად, მიმდინარეობს ლოიალურობის კამპანია და ყოველ მე-5 შეკვეთაზე მომხმარებელი საჩუქრად იღებს 10 ლარიან ვაუჩერს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს შემდეგი შეკვეთის განხორციელებისას. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ კიდევ ერთ საინტერესო წამახალისებელ აქციას, თუმცა დეტალებს ახლა ვერ გაგიმხელთ. იმისათვის რომ არ გამოგეპაროთ საინტერესო სიახლეები, მომხმარებლებს მოუწოდებთ რომ თვალყური ადევნონ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/foodpanda.ge

-    სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით რა ქტივობები განახორციელეთ და მომავალშიც თუ გეგემავთ?

-    მიუხედავად იმისა რომ ჯერ Startup კომპანია ვართ და არ გაგვაჩნია მძლავრი ფინანსური რესურსები, ფუდპანდა ყოველთვის ეცდება რომ იყოს აქტიური საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის კუთხითაც. 2014 წელს რამდენიმე საქველმოქმედო ინიციატივიდან გამოვარჩევდი საკვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კამპანიას,  რომელიც ოქტომბრის თვეში განხორციელდა. ჩვენ მივეცით საშუალება ჩვენს მომხმარებლებს, რომ სოციალური ქსელში აქტივობის მეშვეობით, დახმარებოდნენ შეზღუდულიშესაძლებლობისმქონესოციალურადდაუცველბავშვებს, რომელთაც ჩვენ სხვადასხვა საკვები პროდუქტი გადავეცით. მსგავსი ტიპის აქციები აუცილებლად 2015 წელსაც განხორციელდება.

-    სამომვალოდ რას გვეტყვით? როგორ ხვდებით 1 წლის იუბილეს ქართულ ბაზარზე?

-    რა თქმა უნდა,  ჩვენი პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად - 21 მარტს დიდი გეგმები გვაქვს. დეტალურად გეგმების შესახებ აუცილებლად შეიტყობთ მარტის დასაწყისში.  არ გამოტოვოთ და იყავით ჩართულები ჩვენს სოციალურ ქსელში.

R