დაცვის კომპანია ,,ალგანმა" საზეიმოდ აღნიშნა 10 წლის იუბილე - კვირის პალიტრა

დაცვის კომპანია ,,ალგანმა" საზეიმოდ აღნიშნა 10 წლის იუბილე

მაშინ, როდესაც ყველას სძინავს, არ სძინავთ ,,ალგანის" თანამშრომლებს. ისინი 24 საათის განმავლობაში ფხიზლად დგანან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე.  ათი წლის წინ, როდესაც ქართულ რეალობაში დაცვის კომპანია ,,ალგანი" დაარსდა. უკვე არსებობდა მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობამ დროს ვეღარ გაუძლო და მალევე დაიხურა. დაცვის კომპანია ,,ალგანი" კი სულ უფრო ძლიერდებოდა, იზრდებოდა  ხვეწდა მომსახურეობას და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე წლებია ის ცნობადი ბრენდია, რომელსაც ენდობიან!

31 იანვარს ,,ალგანმა" ათი წლის იუბილე ფუნიკულიორზე საზეიმოდ აღნიშნა. შტუმრებს შორის ბევრი ცნობადი სახე, კომპანიის პარტნიორები, კლიენტები,   ერთგული თანამშრომლები იყვნენ. კომპანიამ პარტნიორებსა და ერთგულ თანამშრომლებს სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადასცა.

კომპანია არაერთგზის მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში, 2009 წლის აგვისტოში დაასრულა წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა ვარკეთილში; იმყოფება რა კომპანიის პატრონაჟის ქვეშ, უსასყიდლოდ იცავს ისტორიულ სახლ-მუზეუმებს და ძეგლებს, დღესასწაულებზე აფინანსებს სათნოების სახლ "კათარზისს". რამდენიმე ათეული ალგანელი ყოველთვიურად გასცემს სისხლს. კომპანიას მიღებული აქვს სამადლობელო წერილები როგორც საჯარო უწყებებიდან, ისე კლიენტებისგან/პარტნიორებისგან.

გიგა ნემსაძე, დაცვის კომპანია ,,ალგანის" დამფუძნებელი:

-ბატონო გიგა, პირველ რიგში  გილოცავთ ათი წლის იუბილეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღნიშნეთ. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია წარმატებულად მოღვაწეობს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ „ალგანს“ ენდობიან. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- დიდი მადლობა. კომპანიის ათი წლის იუბილეს აღნიშვნით ჩვენს პარტნიორებსგადავუხადეთ მადლობა ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის. დავაჯილდოვეთ წარმატებული, ერთგული ალგანის თანამშრომლები. დიახ,  ყოველწლიურად სულ უფრო მეტი კომპანია, ადამიანი უკავშირებს საქმიაობას ,,ალგანს", რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი თანამშრომლები პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. 2014 წელს გავხსენით რუსთავის ფილიალი.

მიმდინარე წელს დაგეგმილია იმერეთისა და შიდ აქართლის რეგიონალური ფილიელბის გახსნა. ხოლო 2016 წელს კახეთისა და სამეგრელოს ფილიალები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებენ სრულ მომსხურებას.

ჩვენი მიზანია 2017 წლამდე წარმოდგენილნი ვიყოთ მთელ საქართველოში, ვისურვებდი აფხაზეთშიც!

- როგორ შეაფასებთ განვლილ 10 წელიწადს?

- იყო ჩადებული ბევრი შრომა, ენერგია, ძალისხმევა.. ვხვეწავდით მომსახურეობას, ვიძენდით გამოცდილებას.. იყო გარკვეული სირთულეებიც, თუმცა ყველაფერი წარმატებით გადავლახეთ და უკვე წლებია ვართ ლიდერი კომპანია დაცვის სფეროში. ამ წლების მანძილზე შევისყიდეთ რამოდენიმე მსხვილი კონკურენტი. დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა ევროპის და აზიის დაცვითი ტექნიკის წამყვან მწარმოებლებთან. წლიდან წლამდე იზრდება ობიექტების/კლიენტურის რაოდენობა, შესაბამისად უფრო მეტ თანამშრომელს ვასაქმებთ. თბილისის 3 ქვეგანყოფილების გარდა, უკვე გახსნილია რეგიონალური ფილიალები ბათუმსა და რუსთავში.

- როგორცვიცი, ამ ყველაფრისგარდა, თქვენიკომპანიააქტიურადარისჩართულიქველმოქმედებაში...

- ნამდვილადასეა. წლებია ვთანამშრომლობთ სისხლის ბანკთან, სათნოების სახლთან.10 წლის იუბილეზეც გავაფორმეთ მემორანდუმი სისხლის საქალაქო სადგურთან, სისხლის უანგარო დონაციაზე. პატრონაჟს ვუწევთ წმინდა გიორგის ტაძარს, უფასოდ ვიცავთ რამოდენიმე სახლ-მუზეუმს; ვეხმარებით სტუდენტებს.10 წლის იუბილეზე გაფორმდა მემორანდუმები რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელ-თან. კერძოდ, საავიაციო და თავართქილაძის უნივერსიტეტებთან, რაც გულისხმობს სტუდენტების სტაჟირებას და დასაქმებას დაცვის კომპანია "ალგანში". "ალგანის" თანამშრომელთათვის სისტემატურად იმართება უფასო კონსულტაციები და ტრეინინგ-კურსები.

-რატომ უნდა ავირჩიოთ დაცვის კომპანია ,,ალგანი"?

- დაცვის კომპანია ალგანი ორიენტირებულია მაღალ სტანდარტებზე, ჩვენ ვთავაზობთ სრულყოფილ და ეფექტურ მომსახურებას. 12 მჭიდროდ განლაგებული სწრაფი რეაგირებისჯგუფები თბილისის მაშტაბით. ეს განაპირობებს ეფექტურ რეაგირებას განგაშებზე.  თბილისი გვაქვს 3 ქვეგანყოფილება (ისანი-სამგორი; გლდაი ნაძალადევი და დიდუბე-ჩუღურეთი). 24 საათიანი მონიტორინგი; სპეციალური გამოყოფილი ეკიპაჟები ახორციელებენ უწყვეტ რეჯიმში შემოწმებას როგორც ცოცხალი ძალის ასევე ტექნიკური საშუალებების ობიექტების. მომსახურეობის ამაღლების მიზნით დანერგილია ფეხით მოსიარულე ჯგუფები, რომელიც მნიშვნელოვან გამზირებებზე განახორციელებენ პატრულირება; ეს მომსახურეობა განპირობებულია საცობების არსებობის გამო.

თორნიკე ყაჯრიშვილი

R