„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ავტო განვადებაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს
24-02-2015
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ავტო განვადებაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს
“ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს სთავაზობს გრანდიოზულ ავტოგანვადების აქციებს ბანკ „რესპუბლიკასთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად.აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ტოიოტას შემდეგი უახლესი მოდელები: RAV4, Corolla, Prado დაLand Cruiser 200განსაკუთრებული პირობებით.
აღსანიშნავია საჩუქრების ის ფართო ჩამონათვალი, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ავტოგანვადებით სარგებლობის შემთხვევაში. მათ შორის არის 1 წლიანი უფასო გეგმიური ავტოსერვისი, 5 წლიანი გარანტია (3 წელი საქარხნო + 2 წელი დამატებითი გარანტია „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“), ავტომობილის უფასო რეცხვა მთელი
წლის განმავლობაში, ფასდაკლება სერვისზე,ტოიოტას ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებზე,1-წლიანი „კოპენბურის“ ექსკლუზიურიავტოდაზღვევა (სრულიკასკო) და სხვა.
გასულ გამოცდილებაზე დაყრდნობითშემუშავდა ახალი პაკეტები, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და მოთხოვნებზე, შესაბამისად გასული აქციებისგან განსხვავებით შეთავაზებები უფრო დახვეწილი და მიმზიდველია მომხმარებლისთვის.

აღნიშნული ავტოგანვადების აქციები არცერთ მომხმარებელს არ დატოვებს გულგრილს - საჩუქრების
ჩამონათვალის სიიდან ნებისმიერი მომხმარებელს შეუძია იპოვოს საკუთარ სურვილებზე მორგებული პაკეტი.

აქციებით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ეწვიოს „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მისამართზე ვაკე, უნივერსიტეტის ქუჩა N6.

აქცია ძალაშია 2015 წლის 15 აპრილის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არის ტოიოტას ახალი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელის ავტომობილებს, უმაღლესი ხარისხის სერვისს და მხოლოდ ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.


R

ირაკლი
21 თებერვალი 2017 12:35

შემოთავაზება მომწონს გთხოვთ ფასების გამოქვეყნებას ავტ-ომანქანების მარკების მიხედვით
tamazi
24 თებერვალი 2015 14:27
შემოთავაზება მომწონს გთხოვთ ფასების გამოქვეყნებას ავტ-ომანქანების მარკების მიხედვით

რედაქტორის რჩევით