ვინ შეიძლება იდგეს 34-ის უკან?
02-03-2015
ვინ შეიძლება იდგეს 34-ის უკან?
ახლა "ოსკარებით" დაჯილდოების თემა ყველაზე "ცხელია". იცოდით, რომ "ოსკარის" ქანდაკება, რომელზეც ბევრი ვარსკვლავი ოცნებებს, სულ ცოტა, 3 კილოგრამს იწონის და სიგრძით 34 სანტიმეტრია? დასანანია, რომ "ოსკარზე" ნომინირებულ ქართულ "მანდარინებს" კინოაკადემიის მთავარმა ჯილდომ გვერდით ჩაუარა და იდუმალი "34", რომელიც აგერ უკვე რამდენიმე კვირაა ყურს გვჭრის და თითქმის ყველას პირზე აკერია, "ოსკარის" ჯილდოს ნამდვილად არ უკავშირდება.

"34" შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: სატელევიზიო არხი, საცხოვრებელი კორპუსი, საარჩევნო უბანი, სკოლის ნომერი, იღბლიანი რიცხვი, სერიალის
ერთ-ერთი სერია, პერიოდული გამოცემის მორიგი გამოშვება, პროტესტის დღე, კანონის მუხლი, წლისთავი, საგამოცდო ბილეთი, თეატრის სეზონი, თავი წიგნიდან და წუთიც კი.
უპირველესად კი "34" ნატურალური რიცხვია 33-სა და 35-ს შორის, მაგრამ ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ რიცხვის უკან? არადა, კაცობრიობის ისტორიაში
არც ისე ბევრია მოვლენა, რომელიც შეიძლება 34-ს უკავშირდებოდეს.

მეცნიერებას თუ გადავავლებთ თვალს, მენდელეევის პერიოდულ სისტემაში 34-ე ელემენტი სელენიუმია (შE), სპორტის ისტორიაში კი 1953 წელს გერმანიაში "ფორმულა 1"-ის გრან-პრიზე 34 მონაწილე გამოვიდა და მანამდე ჩატარებულ ავტორბოლებს შორის ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. 34-ე კვირას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ახალი სიცოცხლე სწორედ 34-ე და 37-ე კვირებს შორის პერიოდში იბადება.
საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის სწორედ 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, რიგითი ნომერი 34 კი "საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას" მიენიჭა.

და კიდევ, გავიხსენოთ მხატვ­რული ფილმი "სასწაული 34-ე ქუჩაზე" _ მთავარი ჰოლივუდური ფილმი სანტაზე, რომელიც 1947 წელს გამოუშვეს. სწორედ ამ ფილმში შექმნა მსახიობმა ესმუნდ გვენმა სანტა-კლაუსის კლასიკური სახე, რომელსაც ფილმების მწარმოებლები დღემდე იყენებენ. სურათის საკულტო სტატუსს ოთხი რიმეიკისა და მის მოტივებზე ერთი მიუზიკლის გადაღება ადასტურებს. ასე რომ, 34, რომლის გამოჩენასაც ასე ველით, ჩვენს ქუჩაზე მოსული ნამდვილი სასწაული იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით