მთავრობის სამფაზიანი გეგმა
16-03-2015
მთავრობის სამფაზიანი გეგმა
ექსპორტის გაზრდის გარდა, იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებაც დადებით შედეგს მოიტანდა

საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის 3-ნაწილიანი გეგმა აქვს. ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც გასულ კვირას ხმაურით წარიმართა. ოპოზიცია ფინანსურ კრიზისში ბრალს ხელისუფლებას სდებს, უმრავლესობა კი ყველაფერში ეროვნული ბანკის ბრალეულობას ხედავს. სიტუაცია კრილოვის იგავს­ ემსგავსება, სადაც გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია ტვირთს სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან...

რაც შეეხება მთავრობის გეგმას, ის სამ ნაწილად იყოფა: მოკლევადიანი, რომელიც 2015
წლის მარტ-ივნისის პერიოდს მოიცავს; საშუალოვადიანი, რომელიც გათვლილია 2015 წლის ბოლომდე და გრძელვადიანი - 2015-2017 წლებისთვის.
მთავრობის მოკლევადიანი გეგმა, პირველ რიგში, დაჩქარებულ რეჟიმში საპრივატიზაციო ობიექტების რეალიზაციას გულისხმობს. ასევე, ტურიზმის მნიშვნელოვან წახალისებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნესის წამახალისებელი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენელი:
"ავადმყოფს შველა უნდოდა მაშინ, როცა დაავადების სიმპტომები გამოჩნდა.

ჩვენ ეკონომიკის მკურნალობას მას შემდეგ ვიწყებთ, რაც დაავადება მწვავე ფორმებში გადაიზარდა.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა არის სამთავრობო პოლიტიკის მიზანი - ის, რომ ლარი დოლარის მიმართ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, თუ ის, რომ ლარის შემდგომი დევალვირება გაჩერდეს?
"ქამრების შემოჭერა" ეკონომიკაში ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
საბიუჯეტო სახსრების უფრო ხელმომჭირნედ ხარჯვა და ამ ფულის ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადატანა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოგვცემს. საბიუჯეტო სახსრები ლარშია და რა მიმართულებითაც უნდა დაიხარჯოს, ლარი-დოლარის თანაფარდობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს.

დაიწყო მასობრივი პრივატიზაციის ტალღა, რაც 2013-2014 წლებში არ ყოფილა და აგრეთვე, საუბარია ინვესტიციების მოზიდვაზე. რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა მონაცემები, რომ შარშან შემოვიდა რეკორდული მოცულობის ინვესტიციები ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. და ამ პირობებშიც კი, ლარი გაუფასურდა. საუბარი ინვესტიციების კიდევ უფრო, მაქსიმალურად გაზრდაზე პრობლემის მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვარების მცდელობაა. შეუძლებელია, საქართველოში ერთბაშად ინვესტიციის იმხელა ნაკადი შემოვიდეს, რომ ლარზე ამან მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობას, ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ის ნაბიჯი, რასაც ყოველთვის მივესალმები - იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ეკონომიკის რეალური სახე. ლარის წარმოების ზრდით გამყარება ან წარმოების შემცირებით გაუფასურება - რეალური მდგომარეობის ამსახველია. ამ შემთხვევაში ეს არის მთავრობის მხრიდან გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი. თუმცა, მე უფრო რეალურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქციის გამოჩენა ადგილობრივ ბაზარზე. ეს ასევე დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე, რადგან აღარ დაგვჭირდება დამატებითი დოლარი იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი სუსტი ეროვნული ვალუტის გამოყენება ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის
- როცა ეროვნული ვალუტა უფასურდება, იმპორტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ადგილობრივი წარმოება.

მოკლევადიან პერსპექტივაში, საქართველოს ეკონომიკის რეანიმირების ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს, რომელიც ამისთვის არაფერს აკეთებს. პირიქით, გასულ კვირას 900 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გასცა იმ პირობებში, როცა ლარი განიცდის დევალვაციას. აქედან 200 მილიონი მუდმივმოქმედი სესხია, რაც ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკაში ლარის მოცულობა კიდევ 200 მილიონით გაზარდა. 2 კვირის წინ ლარი შედარებით გამყარდა, როცა ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,30 ლარიდან ჩამოვიდა 2,10 ლარზე, შემდეგ ისევ დაიწყო გაუფასურება და ეს იმ 200 მილიონი ლარის დამსახურება იყო. ეროვნული ბანკი თავისი ხელმძღვანელობით დღეს არის ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და მისი ყოველი ნაბიჯი ცხადყოფს ამას.

სწორედ გაცხადებულმა სამთავრობო პოლიტიკამ დააბალანსა ის, რომ ეკონომიკაში დამატებით 200 მილიონი ლარის გაშვების შემდეგ ეროვნული ვალუტა კიდევ არ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ამ ქმედების საპასუხოდ, მთავრობას შემხვედრი ნაბიჯები რომ არ გადაედგა, დღეს ლარი და დოლარის გაცვლითი კურსი 1/3-თან იქნებოდა".
ალექს
23 მარტი 2015 14:06
სამწუხაროდ ეკონომიკური ბლოკი ვერ აღიქვამს სისტემურად არსებულ მდგომარეობას და ვერ ხედავს ეკონომიკური კოლაფსის მიზეზს,გუნდში არ არიან პრაქტიკოსები,აპარატჩიკებია სულ,რომელთა თეორიული ცოდნა შემოიფარგლება სამი ღერი ინგლისურის და ექსცელ კომპუტერული პროგრამის ცოდნით,მთელი სისტემა და ასობით ამსუბუქებული "სპეციალისტი" დაკავებულია პიარ საქმიანობით,უსაგნო პრეზენტაციებით ,კორიდორებში ყავა სიგარეტის ფურშეტ ბრეიქების ფონზე .
მიზეზი კოლაფსის ხელისუფლებაა ,კოლაფსი მოქკავშირით დაიწყო,ნაცებმა,იგივეა რაც მოქკავშირი,უბრალოდ დროში ორიენტაციისათვის ვიყენებ,დააგვირგვინეს , იმუსავა სქემამ ხელისუფალის არაპროფესიონალიზმი +სიხარბე+უზნეობა=ეკონომიკურად აქტიური მასის განადგურება ,ნიჰილიზმი,კოლაფსი.
რა ეშველება?ეკონომიკას მთავრობა ვერ აღაღორძინებს,ვერც ივანიშვილი,მათ უშედეგო შეძახილებისგან თავი უნდა შეიკავონ,ხელი არ უნდა შეუშალონ პროგრამული პიარ ჩარჩოებით,როგორიცაა აწარმოე საქართველოში(წყალში გადაყრილი ფულია,სუფთა პიარ პროექტია და არ ღირდა ამდენად)სოფლის მეურნეობის განვითარები პროგრამა და სხვა.დაკარგულია ხელისუფლების კავშირი ხალხთან,აღადგინეთ !!ხალხი აღადგენს ეკონომიკას,ხელი არ შეუშალოთ,მოხელეები ჩამოაშორეთ მართვით სადავეებს,მათ ინიციატივებს ნუღარ მისცემთ პრიორიტეტს,ასეთი ინიციატივა მოდის არაპროფესიონალიზმისგან და მიზნად კორუფციული გარიგების შესაძლებლობა აქვს,მოხელის კეთილშობლებას ვერ შეძლებთ,ფუნქცია უნდა შეეცვალოს-აღასრულოს მეწარმის საინიციატივო შეკვეთა და მოარგოს სახელმწიფო ღონისძიება მეწარმის შეკვეთას,დღეს პირიქითაა,ამიტომაც არ მუშაობს.
თუ გინდათ განვითარება,გაანალიზებინეთ არსებული მდგომარეობა დარგობრივ ბიზნესასოციაციებს,მათი არხით გახვალთ პირადაპირ მეწარმე სუბიექტზე,ისინი თავად დაგანახვებენ სად ,რის, ამუშავება შეიძლება და როგორ , და წყალს ნუ ატანთ სიმწრით ნაშოვნ ფულებს ,ასოციაციების კონსოლიდაცია მოახდინეთ სავაჭრო სამრეწველო პალატაში,მას თავში ჩაუყენეთ მოქმედ გამოცდილ მეწარმეთა 2-3 კაციანი ჯგუფი,შეუქმენით პატარა აპარატი,შეარჩევენ,გუბერნატორებმა მიიღონ ყოველი სოფლიდან 3 გლეხი ფერმერი,მერე იმ 100- დან ამოარჩიონ 10 და ერთად მივიდნენ დანელიასთან ,ეს სასწრაფოა !!!!!!
დანელიასთან მივიდნენ,პირიქით არა,დანელიამ უნდა გლეხისგან მოისმინოს კაბინეტში მარტომ რა უნდა ექნა და რა აქნევინეს გარემოცვამ !!!!
დაავალეთ კახი კალაძეს გადავიდეს სავაჭრო სამრეწველო პალატაში შეთავსებით და უზრუნველყოს მეორე ვიცეპრემიერის რესურსის ჩართულობა ამ პროცესში,მოამზადეთ ხადური კარდინალური ცვლილებებისათვის სგადასახადო ადმინისტრირების სისტემური ცვლილებებისათვის,საფუძველი ჩაუყარეთ მთავრობის ალტერნატივას სამრეწველო სავაჭრო პალატაში-არა პოლიტიკურს არამედ სამეურნეოს,აქ შეკვეთა ჩამოყალიბდება მთავრობისათვის ,თქვენი მთავრობის რესურსი იხარჯება თავისავე გამოგონილ პროგრამებში,ამ პროგრამებს არ აქვთ ბმა რეალურ მეურნეობასთან.პირადად თქვენ გამოყავით ყოველი კვირის ერთი დღის ნახევარი დარგებთან სასაუბროდ,მიიღეთ 2-3 პირი და მოუსმინეთ,ამ პირებს დარგობრივი ასოციაციები
დაავალეთ კახი კალაძეს ყოველი კვირას 2030 გადაცემის ფორმატში მიიყვანოს 2-3 მეწარმე ,ჩაწერონ წინასწარ კახისთან მათი საუბარი,მერე თავად აყურებინონ,დაამონტაჟებინეთ და გააკეთეთ ონლაინ ინტერაქტიური გადაცემა-დაარქვით მეურნეობა საყოველთაო კეთილდღეობისათვის და გაუშვით 2 საათის განმავლობაში 18.00-20.00
ღარიბაშვილმა გაამაგროს მთავრობა და თვეში ერთხელ 10 კაციან ფორმატში მოუსმინოს იმ ბიზნესს რომელსაც არ იცნობს,ვისაც იცნობს იმათ ისედაც ხვდება,ამ 10 კაცს გამოყოფს სავაჭრო სამრეწველო პალატა ,კახი და კვირიკაშვილი ამ 10 კაცის შერჩევაში არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას,რადგან ეს ათი კაცი პრემიერთან მივა კახიზე ,ხადურზე და კვირიკაშვილზე სასაჩივროდ,2 თვეში ერთხელ მაგ 20 -დან 5-5 თქვენ მიიღეთ ,ამჯერად ღარიბაშვილზე საჩივრით!!!!ეს პროცესი გაიმეორეთ მთელი წელი და გექნებათ კარგი მეოთხე წელი,თუ არა, მე არაფერი დამაბრალოთ ,საკუთარ თავებს დააბრალეთ,წლის ბოლოს მოახსენეთ ხალხს იმის შსერულება რაც გირჩიეთ!!!!!
ალექს
23 მარტი 2015 06:59
სამწუხაროდ ეკონომიკური ბლოკი ვერ აღიქვამს სისტემურად არსებულ მდგომარეობას და ვერ ხედავს ეკონომიკური კოლაფსის მიზეზს,გუნდში არ არიან პრაქტიკოსები,აპარატჩიკებია სულ,რომელთა თეორიული ცოდნა შემოიფარგლება სამი ღერი ინგლისურის და ექსცელ კომპუტერული პროგრამის ცოდნით,მთელი სისტემა და ასობით ამსუბუქებული "სპეციალისტი" დაკავებულია პიარ საქმიანობით,უსაგნო პრეზენტაციებით ,კორიდორებში ყავა სიგარეტის ფურშეტ ბრეიქების ფონზე .
მიზეზი კოლაფსის ხელისუფლებაა ,კოლაფსი მოქკავშირით დაიწყო,ნაცებმა,იგივეა რაც მოქკავშირი,უბრალოდ დროში ორიენტაციისათვის ვიყენებ,დააგვირგვინეს , იმუსავა სქემამ ხელისუფალის არაპროფესიონალიზმი +სიხარბე+უზნეობა=ეკონომიკურად აქტიური მასის განადგურება ,ნიჰილიზმი,კოლაფსი.
რა ეშველება?ეკონომიკას მთავრობა ვერ აღაღორძინებს,ვერც ივანიშვილი,მათ უშედეგო შეძახილებისგან თავი უნდა შეიკავონ,ხელი არ უნდა შეუშალონ პროგრამული პიარ ჩარჩოებით,როგორიცაა აწარმოე საქართველოში(წყალში გადაყრილი ფულია,სუფთა პიარ პროექტია და არ ღირდა ამდენად)სოფლის მეურნეობის განვითარები პროგრამა და სხვა.დაკარგულია ხელისუფლების კავშირი ხალხთან,აღადგინეთ !!ხალხი აღადგენს ეკონომიკას,ხელი არ შეუშალოთ,მოხელეები ჩამოაშორეთ მართვით სადავეებს,მათ ინიციატივებს ნუღარ მისცემთ პრიორიტეტს,ასეთი ინიციატივა მოდის არაპროფესიონალიზმისგან და მიზნად კორუფციული გარიგების შესაძლებლობა აქვს,მოხელის კეთილშობლებას ვერ შეძლებთ,ფუნქცია უნდა შეეცვალოს-აღასრულოს მეწარმის საინიციატივო შეკვეთა და მოარგოს სახელმწიფო ღონისძიება მეწარმის შეკვეთას,დღეს პირიქითაა,ამიტომაც არ მუშაობს.
თუ გინდათ განვითარება,გაანალიზებინეთ არსებული მდგომარეობა დარგობრივ ბიზნესასოციაციებს,მათი არხით გახვალთ პირადაპირ მეწარმე სუბიექტზე,ისინი თავად დაგანახვებენ სად ,რის, ამუშავება შეიძლება და როგორ , და წყალს ნუ ატანთ სიმწრით ნაშოვნ ფულებს ,ასოციაციების კონსოლიდაცია მოახდინეთ სავაჭრო სამრეწველო პალატაში,მას თავში ჩაუყენეთ მოქმედ გამოცდილ მეწარმეთა 2-3 კაციანი ჯგუფი,შეუქმენით პატარა აპარატი,დაავალეთ კახი კალაძეს გადავიდეს სავაჭრო სამრეწველო პალატაში შეთავსებით და უზრუნველყოს მეორე ვიცეპრემიერის რესურსის ჩართულობა ამ პროცესში,მოამზადეთ ხადური კარდინალური ცვლილებებისათვის სგადასახადო ადმინისტრირების სისტემური ცვლილებებისათვის,საფუძველი ჩაუყარეთ მთავრობის ალტერნატივას სამრეწველო სავაჭრო პალატაში-არა პოლიტიკურს არამედ სამეურნეოს,აქ შეკვეთა ჩამოყალიბდება მთავრობისათვის ,თქვენი მთავრობის რესურსი იხარჯება თავისავე გამოგონილ პროგრამებში,ამ პროგრამებს არ აქვთ ბმა რეალურ მეურნეობასთან.პირადად თქვენ გამოყავით ყოველი კვირის ერთი დღის ნახევარი დარგებთან სასაუბროდ,მიიღეთ 2-3 პირი და მოუსმინეთ,ამ პირებს დარგობრივი ასოციაციები შეარჩევენ,გუბერნატორებმა მიიღონ ყოველი სოფლიდან 3 გლეხი ფერმერი,მერე იმ 100- დან ამოარჩიონ 10 და ერთად მივიდნენ დანელიასთან ,ეს სასწრაფოა !!!!!!
დანელიასთან მივიდნენ,პირიქით არა,დანელიამ უნდა გლეხისგან მოისმინოს კაბინეტში მარტომ რა უნდა ექნა და რა აქნევინეს გარემოცვამ !!!!
დაავალეთ კახი კალაძეს ყოველი კვირას 2030 გადაცემის ფორმატში მიიყვანოს 2-3 მეწარმე ,ჩაწერონ წინასწარ კახისთან მათი საუბარი,მერე თავად აყურებინონ,დაამონტაჟებინეთ და გააკეთეთ ონლაინ ინტერაქტიური გადაცემა-დაარქვით მეურნეობა საყოველთაო კეთილდღეობისათვის და გაუშვით 2 საათის განმავლობაში 18.00-20.00
ღარიბაშვილმა გაამაგროს მთავრობა და თვეში ერთხელ 10 კაციან ფორმატში მოუსმინოს იმ ბიზნესს რომელსაც არ იცნობს,ვისაც იცნობს იმათ ისედაც ხვდება,ამ 10 კაცს გამოყოფს სავაჭრო სამრეწველო პალატა ,კახი და კვირიკაშვილი ამ 10 კაცის შერჩევაში არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას,რადგან ეს ათი კაცი პრემიერთან მივა კახიზე ,ხადურზე და კვირიკაშვილზე სასაჩივროდ,2 თვეში ერთხელ მაგ 20 -დან 5-5 თქვენ მიიღეთ ,ამჯერად ღარიბაშვილზე საჩივრით!!!!ეს პროცესი გაიმეორეთ მთელი წელი და გექნებათ კარგი მეოთხე წელი,თუ არა, მე არაფერი დამაბრალოთ ,საკუთარ თავებს დააბრალეთ,წლის ბოლოს მოახსენეთ ხალხს იმის შსერულება რაც გირჩიეთ!!!!!

რედაქტორის რჩევით