შანტაჟი "იატაკქვეშეთიდან?!" - "ონლაინსესხის გამცემის საქმიანობა უკონტროლოა"
30-03-2015
შანტაჟი "იატაკქვეშეთიდან?!" -  "ონლაინსესხის გამცემის საქმიანობა უკონტროლოა"
"გარდა იმისა, რომ მომხმარებელი­ იძარცვება, დავის ყველა ხარჯიც, მათ შორის _ ადვოკატის დაქირავებისაც, მას ეკისრება..."

წელიწადზე მეტია საქართველოში გამოჩნდა ახალი "მევახშე" - ონლაინკრედიტი,­ რომლისგანაც მცირე თანხას ინტერნეტით უმოკლეს დროში სესხულობ, ყოველგვარი ინფორმაციისა და გაურკვეველი ინტერნეტ­ხელშეკრულების (ან ხელშეკრულების გარეშე) საფუძველზე.

დღეისთვის საქართველოს ბაზარზე­ ონლაინსესხს ათზე მეტი კომპანია­ გასცემს. თანხა, საშუალოდ, 50-დან 700 ლარამდე­ მერყეობს. საკრედიტო ორგანიზაციები მოკლევადიან მცირე კრედიტებს ყოვე­ლგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებ­ასაც
15 წუთიდან 1 საათამდე სჭირდება. ზოგი მსესხებელი პირველ თვეს უპროცენტოდ გემსახურება, მარტივი მარკეტინგული ხრიკის გამო, რომ მიგიჩვიოს. სწორედ ამ ფაქტორს უწევენ­ დიდ რეკლამას, მეორედ და მესამედ აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთზე კი არაფერს ამბობენ. უმეტესობა პირველ სესხსაც არ გთავაზობს უპროცენტოდ, თუმცა, კლიენტის სიმცირეს არ უჩივიან­. ფულის­ სესხება სწრაფად
და მარტივად უამრავ ადამიანს სჭირდება ამ ქვეყან­აში.
საქმე ის არის, რომ სწრაფ სესხს წარმო­უ­­დ­გენელი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მისი მაჩვენებელი წლიურად ლამის 400%-ს აღწევს, რომლის გადახდაც ვალში ჩავა­რდნილთა უმრავლესობას არ შეუძლია. 

ანა ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელმაც ონლაინკრედიტით ისარგებლა. გოგონამ თავდაპირველად სესხი ერთი თვით, უპროცენტოდ აიღო და მალევე დაფარა, მაგრამ კვლავ დასჭირდა 450 ლარი. ვერ შეძლო მისი ერთ თვეში დაბრუნება და ვალის გადავად­ება ითხოვა, რისთვისაც დამატებით საკომ­ისიო 90 ლარი უნდა გადაეხადა. ეს თანხა ვალის ძირს არ აკლდება. ერთ დღეს ვეღარც საკომისიოს გადახდა შეძლო. დღეები­ კვირებად იქცა... გოგონას ორგანიზაციიდან­ დაურეკეს, თქვენი საქმე პრობლემური სესხების იურიდიულ კომპანიას გადავეცითო,­ ტელ­ეფონიც მისცეს, რომელზე დარეკვის შემდ­ეგაც ანამ შეიტყო, რომ არა 450, არამედ 1.200 ლარი ჰქონდა გადასახდელი, თან დაემუქრნენ, თუ ვალს არ გაისტ­უმრებ, სასამართლოში გიჩივლებთო. ანას შეეშინდა, სასამართლოს უწყება მშობლებს გულს გაუხეთქავსო და მსესხებლებს სთხოვა, არ მინდა, ჩემებმა გაიგონ, რაღაცას მოვიფიქრებო.­ თუმცა, ვერაფერი მოიფიქრა, კომპანია კი ყოველდღე აშანტაჟებდა, თუ არ გინდა მშობლებმა გაიგონ, ფული გად­აიხადეო. არადა, კანონით, კლიენტის საკრე­დიტო ისტორია კონფიდენციალურია და ინფორმაციის მესამე პირისთვის მიცემა, მით უფრო - შანტაჟი, რომ ვალის შესახებ სხვას ეტყვიან, დანაშაულია!

"მშობლებს რომ ენახათ სასამართლოს უწყება, გული გაუსკდებოდათ.­ ძლივს შევაკ­ოწიწე რაღაც თანხა, დავურეკე­ ონლაინკომპანიას, რომლის ვალიც მქონდა და ვთხოვე, გადაგიხდით 450 ლარს, ცოტა მეტსაც, ოღონდ ე.წ. ვალების ამომღები კომპანია ჩამომაშორეთ-მეთქი. არავინ მომისმინა... ეს თანხა სრულად გადავიხადე. თუმცა, ვეჭვობ, რომ არ არსებობდა არანა­ირი ვალების ამომღები ორგანიზაცია. საქმე­ ერთსა და იმავე პირებთან ან ჯგუფთან მქონდა, რომელიც მხოლოდ ტელეფონით გირეკავს­ ან ინტერნეტში გწერს. არადა, თუ მათ ოფის­ებს დიდი ძებნის შემდეგ სადმე მიაგნებ (ძირ­ი­თადად, სადარბაზოებსა და შენობის ლაბირინთებში­ აქვთ ოფისები) და მკაც­რად­ შეეცდები­ შენი უფლებების დაცვას, მხოლოდ ვალის ძირი თანხის გადა­ხდაზეც გთანხმდებიან. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც კი ხმაურს იწყებ, ცდილობენ, დაგაშოშმინონ, ძირით­ადი ვალი გაისტუმრე და დანარჩენს გპატიობთო. ასე ვინც მოიქცა, შედეგიც სასურველი მიიღო.

სამწუხაროდ, ასეთ ორგანიზაციებთან მოქცევის წესები ბევრმა არ იცის, ისევე,­ როგორც მე არ ვიცოდი. ზოგიერთს შესაძლოა, მათი ოფისების მოძიება დაეზაროს, რადგან, ფაქტობრივად, ისინი იატაკქვეშ მუშაობენ და ჯადოქრის ინტუიცია გჭირდება მათ მოსაძებნად", - ამბობს ანა.

კიდევ ერთი, ონლაინდავალიანებული სტუდენტი კახა ცდილობს, ონლაინკრედიტის კომპანია კატასტროფული პროცენტებით გაზრდილი ვალიდან მხოლოდ ძირი თანხის გადახდაზე დაიყოლიოს (მას ორგანიზაციასთან არანაირი ტიპის ხელშეკრულ­ება არ აკავშირებს), თუმცა, ამაოდ. კახამ ვერც ამ ორგანიზაციის ადგილსამყოფელს მიაგნო და სატელეფონო საუბრითაც ვერ შეძლო ვინმე შეუვალ სანდროსთან მოლაპა­რაკება. იმავე სანდროსთან ამაოდ სცადა შეხვედრა "კვირის პალიტრამ", კატეგორ­იულად გამოგვიცხადა, რომ ჩვენთან თანა­მშრომლობას არ აპირებს, მიუხედავად იმისა,­ რომ ჩვენ არასაჯარო და კონფიდე­ნციალურ ინფორმაციას არ ვთხოვდით. გვირჩია, თუ ვინმეს პრობლემური სესხი აქვს, ხელშეკრულებას გადახედოს, რომელიც­ ჩვენს საიტზე დევსო. არადა, საიტზე ხელშეკრულება არ დევს...

ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების მომხმარე­ბელი, ძირითადად, ის ხალხია, ვისაც ფული სასწრაფოდ სჭირდება და იძულებულია, კაბალური პირობებით აიღოს ვალი, რომელიც იმ წუთში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთ დროს ძნელია ადამიანს მოსთხოვო, წინასწარ იფიქროს ყველა­ დეტალზე, რომელიც ვალის გასტუმრების ვადის ამოწურვისთანავე დაუდგება. თუ სახელმწიფოს მიზანია, დაიცვას მოქალაქე­ები სოციალურად, ალოგიკურია ისეთი საკანონმდებლო ბაზის უქონლობა, რომელიც მსგავსი ფინანსური ტერორისგან დაიცავს­ მოსახლეობას. საკანონმდებლო ბაზის­ უქონლობა საშუალებას აძლევს სწრაფი კრედი­ტის გამცემ ორგანიზაციებს, გაატყავონ ადამიანები.

საქართველოში ინტერნეტსესხის მომხმ­არებლები ონლაინკაზინოებისა და აზარტ­ული თამაშების მომხმარებლებიც არიან.  მათ სათამაშო ფული სჭირდებათ და ვერ ფიქრობენ იმაზე, რა დღეში იგდებენ თავს. ინტერნეტსესხი კი "ეხმარება", რომ კიდევ მეტი ფული წააგონ და გასასტუმრებლად ბევრად მეტი გადაიხადონ, ვიდრე ისესხეს.
იურისტთა აზრით, თუ ონლაინსესხის ამღებს ხელი არა აქვს მოწერილი­ (ფიზიკურად ან ელექტრონულად) ხელშეკრ­ულებაზე და ფულის გადახდას ვერ შეძლებს, ფულის გამსესხებელს მის წინააღმდეგ მყარი ბერკეტები არ აქვს.   
"მათ სასამართლოში მოქალაქის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა ბევრად ძვირი უჯდებათ, ვიდრე გასესხებული­ თანხის ოდენობაა. ამიტომაც ფულის ამოღებას შანტაჟითა და დაშინებით ცდილობენ. მოკლედ, თუ შეგაშინებენ, გადაიხდით უპრეცედენტო­ პროცენტს, თუ ვერა, დაფარავთ ძირს", - განმარტავენ იურისტები. 

ლაშა სტურუა, იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებები და მოვალეობების" თავმჯდომარე: - სესხის მიმღებისთვის სავალდებულო პირობები მარტივი და მიმზიდველია. მომხმარებელს მხოლოდ მის მიერვე შერჩეული კომპანიის ვებგვერდზე მოცემული აპლიკაციის შევსება ევალება. მითითებულ კალკულატორზე  უნდა აირჩიოს სასურველი თანხა და მისი გასტუმრების ვადა, დააჭიროს ღილაკს - "სესხის აღება", შეავსოს რეგისტრაციის ველები და გაიაროს იდენტიფიკაცია.

მომხმარებელს, რომელიც ონლაინსე­სხით სარგებლობს, ყოველთვიურად 30-დან თითქმის 33%-მდე გადახდა უწევს, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა 392%-ია. მაღალი საპროცენტო განა­კვეთების მიუხედავად, სოკოებივით მომრავლდა ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაც­იები, რომელთა საქმიანობა უკონტროლოა. საკმარისია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდე იურიდიულ პირად, რომ მაშინვე­ შეგიძლია წამოიწყო ეს საქმიანობა. შესაბა­მისად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე, მოგებაზე, ჩამორთმეულ ქონებაზე ერთიანი ინფორმაცია არ არსებობს.

- ამ ორგანიზაციებს აქვთ უფლება,­ რომ ქონების დაყადაღება მოი­თხოვონ და ამ ფორმით ამოიღონ ვალი?

- ოფიციალურად არ არსებობს ინფო­რმაცია, თუ რა წესით აღასრულებენ ვალის ამოღებას. არ არსებობს მათთვის დადგენილი ერთიანი წესი და შესაბამისად, ვინც, როგორ ახერხებს, ისე ცდილობს ვალის ამოღებას, შანტაჟით, დაშინებით, ნერვებზე თამაშით. ამასაც ვადგენთ კლიენტთა გამოკითხვით, თორემ ოფიციალური მონიტორინგი და სტატისტიკა არ არსებობს. ონლ­აინგამსესხებლებს აქვთ იგივე უფლება, როგორიც კერძო, მაგალითად, იპოთეკ­არებს, მევახშეებს და ა.შ. კლიენტთან გაფო­რმებული კაბალური ხელშეკრულებების, სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. თუ ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არსებობს.

- სახელმწიფომ მევახშეობის წინააღმდეგ­ კანონი ხომ მიიღო, ონლაინმსესხებელთა მოქმ­ედების პრინციპები წინააღმდეგობაში არ მოდის­ ამ კანონთან?
- 2013 წლის 25 დეკემბერს სამოქალაქო სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც მიმართულია იმ კერძო გამსესხებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ფულის გასესხებით იღებენ სარგებელს, მაგრამ არ წარმოადგენენ კომერციულ ბანკებს,­ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ან არასა­ბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ კანონის შემოქმედთ გულუბრყვილოდ ეგონათ, რომ მევახ­შეობა კანონში ცვლილების შეტანისთანავე შეწყდებოდა... რა თქმა უნდა, ონლაინმსესხებელი ორგანიზაციების არსებობა ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონს, თუნდაც საპროცენტო განაკვეთების თვალსაზრისით. არადა, საკანონმდებლო ცვლილ­ების მიზანი იყო, კერძო იპოთეკარებს, რომლებსაც არცთუ უსაფუძვლოდ მევახშეებს ეძახიან, ვეღარ შესძლებოდათ, ესარგებლათ ადამიანების მძიმე მდგომარეობით და არ ყოფი­ლ­­იყვნენ ჩასაფრებული 1.000 და 2.000 დოლარის ვალით ძვირად ღირებული ბინების, მიწებისა და ქონების ხელში ჩასაგდებად.

სამწუხაროდ, კანონმა ბევრი ვერაფერი შეცვალა და ამის დამადასტურებელია უპრეცედენტო რაოდენობითა და სისწრაფით მომრავლებული ონლაინსესხის გამცემი კომპანიები. მათი უსაშველოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები მოსახლეობას გააღარიბებს, საბოლოოდ კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეაჩერებს. წაგიკითხავთ­ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის ხელშეკრულებიდან ამონარიდს: "თუ გამსესხებელი ნები­სმიერი მიზეზით - მსესხებლის გადახდისუნარიანობის გაუარესების, გადახდის დაყოვნების ან ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის შეუსრულებლობის გამო მიმართ­ავს სასამართლოს, საქმის წარმოების ყველა ხარჯი, მათ შორის იურიდიული ფირმის ან ადვოკატის ჰონორარი, დაეკისრება მსესხებელს" (?!).“ე.ი. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი­ იძარცვება, დავის ყველა ხარჯიც, მათ შორის - ადვოკატის დაქირ­ავებისაც, მას ეკისრება...

ეს არის აბსოლ­უტურად კაბალური პირობები... ამ და სხვა კიდევ მრავალ ასეთ კაბალურ პირობას გადააწყდებით ამ ტიპის ხელშეკრულებებში. მიუხედავად იმისა, რომ სესხი ქონ­ებით უზრუნველყოფილი არ არის, გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალეს ქონებას მაინც უყადაღებენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მევახშეებმა, ე.წ. კერძო იპოთეკარ­ებმა შეიცვალეს სტატუსი და იურიდიული პირები გახდნენ. ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა უკონტროლოა. ბაზარი აბსოლუტურად არარეგულირებადია, ისევე, როგორც ლომბარდები. წარმოიდგინეთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიან­ობაც კი არ რეგულირდება. ეროვნული ბანკი ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ლიცენზიას აძლევს და მოითხოვს ანგარიშგებას. ეს არის ველური ბიზნესი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და არავინ არის დამცველი. მიმდინარეობს მოსახლეობის გაღატაკება, რაც მოსალოდნელია, გადაიზარდოს სოციალურ მღელვარებაში. ჩემი აზრით, ამ ტიპის საფინანსო ორგანიზ­აციების რეგულირება უნდა დაევალოს ეროვნულ ბანკს ან შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა...
ბესიკი
24 ივლისი 2016 14:52
ვალის გადახდაზე უარს არავინ აცხადებს,საუბარია ტოტალურ ჯარიმებზე,
ბესიკი
24 ივლისი 2016 14:49
ვინც რამდენი ისესხა იმდენს დააბრუნებს,არც ერთი თეთრი ზედმეტი
ბესიკი
24 ივლისი 2016 14:46
ხალხის მოთმინებამ პიკს მიაღწია,დროა გონზე მოვიდნენ ონლინ ყაჩაღები,მერე გვიანი არ იყოს

რედაქტორის რჩევით