ვენდოთ თუ არა ონლაინ სესხებს? - კვირის პალიტრა

ვენდოთ თუ არა ონლაინ სესხებს?

ქართველი მომხმარებელი უკვე რამდენიმე წელია რაც სარგებლობს ონლაინ სესხებით. არც არის გასაკვირი, ონლაინ სესხის აღება სწრაფი და მარტივია. ის ხელთაა ყოველთვის, როდესაც გჭირდება და გეხმარება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს, თუმცა ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, რამდენად სანდოა ესა თუ ის კომპანია. მომხმარებელი ინტერესდება, რამდენად შეიძლება ენდო მსესხებელს, რომელიც ასე მარტივად და სწრაფად, თითქმის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გასცემს თანხას? პასუხია - სრულად ენდოს, თუ კომპანიას სწორად ირჩევს. ბევრი იმასაც ლაპარაკობს, რომ არასაბანკო სესხების კომპანიები არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ - ეს ტყუილია.

საქართველოში ყველაზე ცნობილი ონლაინ სესხების გამცემი კომპანია არის VIVUS.GE. ჩატარებული კვლევების მიხედვით ის საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა - ევროპაშიც ყველაზე სანდო ონლაინ საკრედიტო კომპანიაა. როდესაც ვამბობთ „სანდოს“, სიტყვას ჰაერზე არ ვისვრით. მომხმარებელში სანდოობის მოპოვება ძალიან რთულია. VIVUS.GE-მ ეს სახელი საქართველოში სამ წლიანი მუშაობისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4 000 000-ზე მეტი სესხის გაცემით მოიპოვა.

რატომ არის VIVUS.GE სანდო?

•    მიუხედავად იმისა, რომ VIVUS.GE-სგან ონლაინ თუ ხელზე ასაღები სესხის გაცემის პროცესი მარტივი და სწრაფია, კომპანია ყოველთვის ამოწმებს კლიენტის პირად მონაცემებს, საბანკო ისტორიასა და მის გადახდისუნარიანობას. ეს ბუნებრივიცაა, კომპანიას არ აწყობს ჰყავდეს კლიენტი, რომელიც მისგან აღებულ თანხას უკან ვერ დააბრუნებს.

•    VIVUS.GE სრულიად გამჭვირვალეა - კომპანიის ვებ გვერდზე მომხმარებელს შეუძლია იხილოს ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ნომერი, დედობილი ორგანიზაციის სახელი და მისამართი, შესაბამისად მომხმარებელი გაურკვეველი მიწისქვეშა კომპანიასთან თანამშრომლობის საფრთხის ქვეშ არ დგას.

•    VIVUS.GEმსოფლიოს 12 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს

•    VIVUS.GE-ს მომხმარებელთა უკმაყოფილების კოეფიციენტი ძალიან დაბალია

•    კომპანია ერთგულ მომხმარებლებს ლოიალურობის პროგრამის მეშვეობით ფასდაკლებას სთავაზობს

•    რეესტრში ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია, განსაკუთრებით ისეთი მსხვილი, მსოფლიო მასშტაბის ბრენდი, როგორიცაა VIVUS.GE სახელმწიფოს წინაშე აგებს პასუხს და ყველა გადასახადის გადამხდელია.

სამწუხაროდ ბევრია მომხმარებელი, რომელიც ფიქრობს, რომ კომპანიისგან ფულის სესხების შემდეგ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ეს არასწორი მიდგომაა. ნებისმიერი საბანკო თუ არასაბანკო სესხის აღებისას ფიზიკური პირი უნდა აცნობიერებდეს, რომ ნასესხები თანხა უნდა დაბრუნდეს. სწორედ ამიტომაც, მასთან ფორმდება ხელშეკრულება. მომხმარებლისთვის ყველა პირობა სრულაიდ ცნობილია. ამის გარდა. კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული კალკულატორის მეშვეობით, პირდაპირ სასურველი თანხისა და სესხის ვადის არჩევის შემდეგ ავტომატურად ითვლება სესხის საკომისიო. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სესხს დროზე ვერ იხდის, მას შეუძლია გადავადების სერვისით ისარგებლოს. სესხის გადავადებაც კალკულატორითაა შესაძლებელი - ჩნდება გადავადების საფასური გადავადებული დღეების მიხედვით. ინფორმაცია მომხმარებლისთვის სრულაიდ ღიაა და ხელმისაწვდომი, შესაბამისად მან წინასწარ იცის, რამდენი აქვს გადასახდელი, როდის და როგორ.

სესხის აღებისას ყოველთვის გასათვალისწინებელია მსესხებლის ისტორია და რეპუტაცია, შესაბამისად თუ მცირე ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზას ეძებთ, VIVUS.GE ის კომპანიაა, რომელზეც ნებისმიერმა უნდა შეაჩეროს არჩევანი.

R