რუსეთი ოკუპანტია !
ფრთხილად, გადაჭრილი ავტომობილები! - "ჭრა-კერვის" ქართულ - გერმანული გაკვეთილები
13-04-2015
ფრთხილად, გადაჭრილი ავტომობილები! - "ჭრა-კერვის" ქართულ - გერმანული გაკვეთილები
"გერმანიის ნაგავსაყრელზე გადაჭრილ და ჯართად ჩაბარებულ ავტომობილებს­ საქართველოში აწყობენ და ახლის ფასად­ ყიდ­იან", - ასეთ დასკვნას გერმანული ტელე­კომპანია ZDF ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აქვეყნებს. ირკვევა, რომ წელიწადში დაახლოებით 1,4 მილიონი ჯართში­ ჩაბარებული ავტომობილი აფრიკისა და აღმო­სავლეთ ევროპის მიმართულებით არალეგ­ალურად მიემართება. მათ უკან კი გერმანიის ნაგავსაყრელთა მეთვალყურეებთან შეკრული კრიმინალური დაჯგუფებები დგანან. ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში 17 წლის ავტომობილი Mercedes C-კლასი აღმოჩნდა, რომელიც გერმანელმა მფლობელმა ჯართში უსასყიდლოდ ჩააბარა. მანქანა უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ჯართის გამყიდველმა
"მერსედესი" გადახერხა და საბოლოოდ, წინა ნაწილის - ძრავის, ტორპედოსა და გადაცემათა კოლოფის გაყიდვით ჯამში­ 750 ევრო აიღო.

ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს მანქანა­ არ გაუსხვისებია, უკანა ნაწილი შასის ნომრით შეინახა­. მოგვიანებით, დაჯგუფების წევრებმა ძველი­ "მერსედესის" ნაწილები და წინა ნახევარი სხვა 15 მსუბუქი ავტომობილის ცხვ­ირებთან ერთად,
კონტეინერში­ მოათავ­სეს და საპორტო­ ქალაქ ბრემერჰაფენიდან საქართველოში გაგზავნეს. ცნობილმა დეტექტივმა­ ბაკ­ი­ნერმა ჯართის მარშრუტის გასაკონტ­როლებლად "მერსედესის" სალონში GPS-ის ხელსაწყოს საიდუმლოდ დამონტაჟებაც­ მოახერხა.­ ასე აღმოჩნდნენ გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში, პირდაპირ შემდუღებელთა საამქროში, სადაც გერმანიიდან­ ჩამოტანილი "მერსედესის" წინა ნაწილი ნაავარიებ C-კლასის უკანა­ ნაწილს შეუერთეს. რაც მთავ­არია, 1998 წლის ავტომობილი თბილისში მეორადი ავტომობილის სტატუსით, 3.700 დოლარად უნდა გაყიდულიყო. ყველაზე დიდი პრობლემა კი იმ პირის უსაფრთხოებაა, რომელიც "ჭრა-კერვის" შედეგად მიღებულ ავტომობილს შეიძენს - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასეთი ავტომობილების უსაფრთხოება ნულის ტოლია!

არეგ­ულირებს თუ არა კანონმდებლობა მსგავს თაღლითურ ფაქტებს და რა უნდა იცოდეს მყიდველმა, რომ შედუღებული ავტომობილი არ შეიძინოს, "Aavtobild - საქა­რთველოს" მთავარი რედაქტორი შალვა­ ბუაჩიძე განმარტავს:

- გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით­ კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლო­ოდ, გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ. ანალოგიური გზებით გერმანიაში უტილიზებული ყოველი მეორე ავტომობილი, ძირითადად­, აღ­მოსავლეთ ევროპასა­ და აფრიკაში გადის...­ შედუღებული ავტომობილი­ სიცოცხლისთვის სახიფათოა! ავტოსაგზაო შემთხვევისას შუაზე იხსნება, რისი არაერთი მაგა­ლითიც გვინახავს.

- გადაჭრილი ავტომობილები მხოლოდ გერმანიიდან ჩამოაქვთ თუ იაპონიიდან წამო­სული მანქანაც იმავე გზას გადის?

- მსგავსი სქემები იაპონიიდან შემოსულ­ მანქანებზე არ მუშაობს, ეს მხოლოდ გერმა­ნიაში ხდება. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ გერმანიიდან ჩამოტან­ილი ყველა ავტომობილი თბილისში იწყობა.­ ამ სქემების პრევენცია ავტომობილების ტექ­და­თვალიერ­ების­ დამკვიდრება იქნება.

- საქართველოში მსგავსი თაღლითური სქემები კანონმდებლობით არ რეგულირდებ
ა?
- სამწუხაროდ, არა და, ფაქტობრივად, ითვლება, რომ ეს პირები უკანონობას არ სჩადიან. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც იფიქროს.

- ცნობილია, რომ თითოეულ ავტომო­ბ­ილს ე. წ. ვინ-კოდი აქვს, რომელიც დაინტე­რ­ესებულ პირს მის მონაცემებს სრულად აცნობს. ეს დამცავ მექანიზმს არ წარმოადგენს?

- ვინ-კოდის გაყალბება ძნელი არ არის, რადგან მის სიზუსტეს არავინ ამოწმებს. აუცილებელია, შეძენამდე ავტომობილი სანდო ხელოსანთან შეამოწმოთ.­ კიდევ ერთ მაგალითს დაგისახელებთ: ხშირად გერმანიიდან ჩამოყვანილ ფურგონის ტიპის "მერსედესებს"­ საქართველოში ჭრიან და მას სედანად აწყობენ.

რუსუდან შელია
nina
19 აპრილი 2015 13:52
ტყუილია, დაჭრილი მანქანები შემოდის დასაშლელად, ნაწილების სახით, ეგ ყველაფერი აბსურდია
fwef
15 აპრილი 2015 01:37
1) ეს პიარი სახელმწიფომ ააგორა იმიტომ,რომ ტექდათვალიერება შემოიგონ რაცშეიძლება მალე.
2) იაპონური მანქანების მონოპოლისტ-დილერების აგორებულია,რათა დაარტყან გერმანულ მანქანებს.
3) ტყუილია ერთი კონტეინერი 20 ათასი ევროს მოგებას რო ტოვებს.არითმეტიკულად არ ჯდება.
4) გერმანული მანქანები ყველას ჯობია!
.
14 აპრილი 2015 18:35
Kaxelo saqartvelos portebshi aris aparatura romelic afiqsirebs radiaciul fons da dadasturebis shemtxvevashi konteineri arcki ixsneba iluqeba da ukan igzavneba ase rom radiaciuli manqanebis safrtxe naklebadaa

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?