„Fitch Ratings“–ის მიერსს“ხალიკ ბანკი საქართველო“-სთვის გრძელვადიანი რეიტინგის მინიჭების შესახებ
27-04-2015
„Fitch Ratings“–ის მიერსს“ხალიკ ბანკი საქართველო“-სთვის  გრძელვადიანი რეიტინგის  მინიჭების შესახებ
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-მა სს "ხალიკ ბანკ საქართველო“-ს (სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი"ს შვილობილი ორგანიზაცია) მიანიჭა  გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში - "BB-“.  სარეიტინგო პროგნოზი - "სტაბილური", მოკლევადიანი ემტიენტის დეფოლტის რეიტინგი - "B", მხარდაჭერის რეიტინგი "3".

“Fitch Ratings,,-ის ანგარიშის თანახმად, ბანკის დინამიური ზრდა, აქტივების ხარისხი და  დამფუძნებლის  სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი"ს მზაობა, აუცილებლობის შემთხვევაში მხარდაჭერა გაუწიოს შვილობილ ბანკს, წარმოადგენენ იმ ფაქტორებს რომლებმაც განაპირობებს მინიჭებულ რეიტინგს.

“საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო
„Fitch Ratings“- ისგან  მაღალი შეფასების მიღება სს“ხალიკ ბანკი საქართველო“ - სთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას და ადასტურებს არჩეული გზის სისწორეს, რომელიც მიმართულია მდგრადი და სტაბილური საფინანსო ინსტიტუტის შესაქმნელად" - აღნიშნა კომენტარში სს“ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ  სს „ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს უნივერსალურ კომერციულ ბანკს,
რომელიც სთავაზობს კორპორატიულ და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს. ბანკი არის საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Visa -ს ძირითადი წევრი და  Mასტერ ჩარდ -ის საგადასახადო სისტემის ასოცირებული წევრი. ბანკის აქტივებმა, 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, შეადგინა - 182 მლნ. ლარი, საკრედიტო პორტფელმა - 131 მლნ. ლარი,  ხოლო კაპიტალმა - 44 მლნ. ლარისს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი" წარმოადგენს ყაზახეთის ლიდერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელსაც აქვს კლიენტების ყველაზე დიდი ბაზა და ფილალების ყველაზე ფართო ქსელი. ხალიკ ბანკი სთავაზობს თავის კლიენტებს მომსახურებების ფართო სპექტრს (საბანკო, საბროკერო, სადაზღვევო, ლიზინგისა და აქტივების მართვის კუთხით მომსახურებას). ამავდროულად, სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი"  აწარმოებს ოპერაციებს  საქართველოში, ყირგიზეთში და რუსეთში.

R

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით